შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უკანასკნელი წერილი ელისთვის...


25-05-2020, 03:02
ავტორი anna_014
ნანახია 823

მინდა გაიღვიძო ელ...მინდა მომეხვიო და სიზმრებისგან შეშინებული გულში ჩამიკრა, როგორც მაშინ წლების უკან ელ. კოშმარებისგან დამფრთხალი ბავშვი მინდა რომ, უბრალოდ დაამშვიდო. ახლა რომ ამ სიტყვების გაგება შეგეძლოს, შენს ძლიერ ხელებს მომხვევდი, გაიღიმებდი და მეტყოდი: ყოჩაღ ან, ესაა ჩემი გოგო, ესაა გოგო რომელიც ყოველთვის მინდოდა...პირველი რაც შენში მომეწონა მამაცური გამოხედვა იყო, გამოხედვა რომელზეც ვფიქრობდი რომ მხოლოდ შენ შეგეძლო, შემდგომ შენმა ჩახუტებამ და მზრუნველობამ გამაოგნა. როდესაც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ პირვლად მოგაკითხე, უბრალოდ გულში ვფქირობდი რას აკეთებ ანნა, ნუთუ არ გრცხვენია, ბიჭს პირდაპირ სახლში უვარდები, პირდაპირ მიდიხარ და ეუბნები მე შენ მინდიხარ. შენ არც კი შემოგიხედავს ჩემთვის, როგორც გასართობისთვის. მე ნელნელა ვიხდიდი შენს თვალწინ, ვშიშვლდებოდი თითქოს საჩუქარს ვხსნიდი. შენ კიდევ რა ქენი? შენი გრძელი მაისური მომაწოდე და მითხარი ჩაიცვი და საწოლშიო. ელ... ეს იყო მომენტი როცა მივხვდი რომ კი, კი საყვარელო ეს შენ იყავი...
გადიოდა დღეები და შენ ისევ ჩემთან იყავი. გირეკავდი ყოველ დეპრესიულ ნაბიჯზე. ვნერვიულობდი და არ ვიცოდი როგორ გამეგრძელებინა ცხოვრება, შენი ერთადერთი სათქმელი კი იყო წუთში ყავაზე. ყავაზე კი წყდებოდა ჩემი ცხოვრების მომდევნო თითოეული ნაბიჯი. ახლა ელ ყავას სულ მარტო ვსვამ იცი? არ მიყვარს არც მეგობრებთან დარეკვა და არც შეყვარებულთან. ყავის გემოც კი შეიცვალა თითქოს. აი შენი გემო კი ძალიან კარგად მახსოვს და ვიცი რომ არასოდეს დამავიწყდება. იცი რა მომენატრა? საწოლში შენს მკლავებში წოლა და მთელი ღამე ერთი ვისკის ბოთლის გამოცლა. დალევა და მთელი ღამით ტლიკინი...
კი ელ შენ ის ადამიანი იყავი, რომელსაც არასოდეს განვუსჯივარ ჩემი ბავშვური შეცდომების გამო. არც იმისთვის რომ ქალიშვილობა 16წლის ასაკში დავკარგე და არც იმისთვის, რომ ბავშვის გაჩენაზე სამუდამოდ უარი ვთქვი.შენ იყავი ის ადამიანი, რომელმაც თითოეული ცრემლი თვლებიდან მომწინდა და ყველას თვისი სახელი დაარქვა. დაარქვა იმისთვის რომ ეს სახელები უბრალოდ დამეწვა ან ონკანთან მეთქვა და წყლისთვის გამეტანებინა. ელ იცი რა მინდა რომ გითხრა? საყვარელო სიყვარული არაფერია. არაფერია იმ გრძნობასთან და მონატრებასთან რაც შენს მიმართ დღემდე ამ წუთამდე გამაჩნდა. ელ შენ რომ არა დღეს ჩემს საფლავთან საყვარელი დედა იტირებდა, მეგობრები მომიგონებდნენ როგორც მხიარულ უდარდელ გოგოს, ნათესავები კი უბრალოდ იტყოდნენ კარგი გოგო იყო თუმცა შეცდომებმა გადაიყოლაო... მადლობა ელ... შენ მე მაცოცხლებ. შენს გამო მე ვიცოცხლე, შენს გამო მე უბრალოდ თავი ავწიე და ცხოვრების ის რიტმი ავირჩიე, რომელიც ჩემთვის გენდომებოდა. ახლა კი იცი? როცა მეგობრები მიყვებიან და მეუბნებიან მათ სიყვარულზე, მე უბრალოდ მეღიმება. მეღიმება რადგან სიყვარული 100ჯერ არ მოდის. ის ერთია და სიყვარული შენხარ ჩემვის. როდესაც მეკითხებიან ვინმე მყვარებია თუ არა, უბრალოდ თავს ვხრი, შენ მახსენდები და ჩმუნად ჩემვის ვიღიმი.შენ დღესაც არ იცი რომ მე შენ მიყვარხარ, ისევ მიყვარხარ და მ უდამ მეყვარები...
იცი? შუაღამისას ამას ვწერ და ერთ ჭიქა ღვინოს ვსვამ. და რას ვწერ? საბოლოო წერილს. ვხვდები რომ, უნდა გაგიშვა. დროა ჩემო საყვარელო, ამის დრო დადგა. მიჭირს საბოლოო წერილის დაწერა, თუმცა ვიცი რომ ბედნიერება ეს შენ იყავი, ბედნიერება შენი სიტყვები იყო, რომელმაც იატაკიდან ამაყენა და ფეხზე დადგომის ძალა მომცა... ახლა შენს პატარა გოგონას ეხუტები, გძინავს ტკბილად საყვარელი მეუღლის გვერდით და ვიცი... მაინც გაიფიქრებ როგორაა ანნა... მე კიდევ ჩემო საყვარელო ბედნიერი ვარ, მე ფეხზე ვდგავარ ისევე როგორც შენი პატარა ანნა... მადლობა ელ ცხოვრებისთვის, შენ ეს სიყვარული შენს ქალიშვილში უნდა ჩადო... შენ ხომ ცხოვრების ორი მნიშვნელოვანი ანნა გყავს...მშვიდობით ელ...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent