შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

•ერთი ჩახუტების ამბავი•


25-05-2020, 21:41
ავტორი Ares
ნანახია 808

მიყვარდა.
განა არ მიყვარდა, მაგრამ ცოცხალი თავით არ ვიმჩნევდი.
ტირილი მინდოდა ხოლმე, ყვირილი...მაგრამ ხმას ვერასდროს ვიღებდი.
ყოველთვის ჩემი სიამაყე მაბრკოლებდა.
მასაც ვუყვარდი ალბათ,
მაგრამ უფრო იოლი ფორმით, როგორც მეგობარი, ან სულაც როგორც კლასელი.
5 წელი გავიდა.
რამდენმა ადამიანმა და მოგონებამ ჩაიარა, მაგრამ არაფერს არ მოუტანია ისეთი ბედნიერება, როგორც მისმა ჩახუტებამ.
ერთადერთხელ ჩავეხუტე.
აი, ისე მაგრად, მე რომ მიყვარს...
როცა მთლიანად ეკრობი მის სხეულს,
გესმის მისი გულისცემა,
გრძნობ მის სურნელს,
და ისუნთქავ მის ჰაერს.
ბევრ ადამიანს ჩავეხუტე მის შემდეგ,
ყველასთან, რაღაც ემოციური კავშირი მქონდა...
მაგრამ ის ერთადერთი იყო.
5 წელი მიყვარს.
2 წელია, რაც არ მინახავს.

დღეს ვნახე,
ჩემთან იყო.
გული მეტკინა.
აღარ მიყვარდა.
ყველაფერი გადაიწვა,
მე გავიზარდე.
ის შეიცვალა.
იგი აღარ იყო ის ბიჭი,
რომელიც მე 5 წლის წინ შემიყვარდა.
მაგრამ რამდენიმე რამ უცვლელი დარჩა:
ის იყო ჩემი პირველი სიყვარული.
ის იყო ადამიანი, რომელმაც მასწავლა სიყვარული.
ის იყო, მაგრამ მაინც ყოველთვის იქნება.

არის ის რაღაც, რაც მწყინს
და ალბათ, ყოველთვის მეწყინება.
მე არ ვიყავი ის ადამიანი, ვინც სიყვარული გასწავლა.
მაპატიე.

დღეს მკითხეს,
"როდის იყავი ყველაზე ბედნიერი შენ ცხოვრებაში?"
და მე ის ერთადერთი,
ნანატრი და ნაკოწიწები
ჩახუტება მახსენდება.
ვერასდროს დავივიწყებ იმ ჩახუტებას. ალბათ, მთელი ცხოვრება რაიმე მსგავსის ძიებაში გავატარებ.



№1  offline წევრი A.M.

????????????????????????????
ძალიან ისეთი იყო...ყოჩაღ????

აქვე ერთი(ამასთან ცოტა უადგლოა მარა რო არ ვიკითხო მოვკვდები..)
მირანგულს არ გააგრძელეებ? relaxed relaxed blush

 


№2  offline წევრი Ares

A.M.
????????????????????????????
ძალიან ისეთი იყო...ყოჩაღ????

აქვე ერთი(ამასთან ცოტა უადგლოა მარა რო არ ვიკითხო მოვკვდები..)
მირანგულს არ გააგრძელეებ? relaxed relaxed blush


მადლობა, შეფასებისათვის.
მირანგული არ გაგრძელდება სავარაუდოდ დიდი ხანი, სხვადასხვა იდეები მაქვს, მაგრამ სამწუხაროდ ლეპტოპი არ მიწყობს ხელს და ისე კარგად ვერ ვბეჭდავ.
მირანგულზე საინტერესო ისტორიას ვხვეწავ ახლა, უბრალოდ როდის გამოვაქვეყნებ ჯერ არ ვიცი.
მადლობა დაინტერესებისათვის heart_eyes
--------------------
Ares//

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent