შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეს სიყვარულია?


30-05-2020, 03:54
ავტორი ლე დი
ნანახია 1 168

_ნინა გაგვიანდება ადექი უკვე 9 სრულდება.
_კიდევ 5 წუთიც მაცადე და ავდგები დეე.
_არა ადექი საკმარისად გეძინა.
_ხო კაი. ძილსაც არ გაცლიან.
_შვილო დღეს ჩვენ წინ მეზობელი გადმოდის და სკოლიდან რომ მოხვალ ნუ დაიწყებ ბოლო ხმაზე სიმღერას და ნუ გადარევ ამ ადამიანს.
_კაი დედა გავიგეეე მერამდენედ უნდა მითხრა. მაგვიანდება. ჩემი ტელეფონი და ყურსასმენები სადარის?
_მერავიცი მაგიდაზე გედო.
_აქ არ დევს აუუუ დამაგვიანდა სულ ასე რატომ მემართება. თან სკოლის პირველი დღე მაინც არ იყოს.
_თავის დროზე რომ ამდგარიყავი ყველაფერს მოასწრებდი.
_დედა შენი ბრალია, უფრო ადრე ვერ გამაღვიძე?
_ვაიმე სულელია ეს. ამდგარიყავი მერე ვინ გიშლიდა????
_კარგი დედა ვიპოვე წავედი აბა კარგად.
_ჭკვიანად დეე და არ დაგავიწყდეს რაც გითხარი, საღამოს მოვალ და თუ დამაგვიანდა არ შეგეშინდეს, მასწავლებლები ბაღიდან კაფეში ნივდივართ. აბა შენ იცი პირველ დღეს კარგად მოიქეცი.
_კაი დეე კარგად. პაკა
ოხ ეს იგივე გზები და იგივე ხიდი. ისე კი მომენატრა ეს გზა, სკოლაც, ბავშვებიც, ზოგი მასწავლებელიც, მაგრამ ყველაფერს ერთი ადამიანი მიშხამებს. ყურსასმენები რომ არ არსებობდეს მთელი გზა მოწყენილობისგან ალბათ მოვკვდებოდი. ჩავრთავ მუსიკებს და ოცნებებში ჩაფლული წამში ვუახლოვდები სკოლას. ამჯერად არც ამინდში არ გამიმართლა. ვერ ვიტან წვიმას და ღრუბელს, საუბედუროდ ძალიან ძლიერი წვიმაა და ქოლგაც კი არ მშველის, მაინც ყველაფერი მისველდება. აი უკვე დაღმართსაც მივუახლოვდი, ესეს არის შევუხვიე და ვიღაც იდიოტმა თავისი შავი მანქანით ჩამიქროლა და წყალი შემასხა. ნუთუ შეიძლება ასეთი სიჩქარით ასე სწრაფად იმოძრაოს მანქანამ ამ კოკისპირულ წვიმაში. ყოველთვის მე როგორ მემართება ყველაფერიიიი.
_ცოტა ნელა იარე იდიოტო სულ დამასველე.
ჩემდა საუბედუროდ მანქანამ გააჩერა. ნინა გაგიჟდი?? საჭეზე რომ ფსიქოპატი იჯდეს? რომ აგიშარდეს? ესღა გაკლდა სრული ბედნიერებისთვის. ღმერთო ახლა გადამარჩინე და ხომ იცი აღარაფერს აღარ გთხოვ.????
_მანქანიდან ვიღაც ბიჭი გადმოვიდა, მე გაშეშებული ვდგავარ და ვუყურებ როგორ მიახლოვდება.
_უი დასველდი ლამაზო? არაუშავს ვის არ მოსვლია.
_მომისმინე მე შენი ლამაზო არ ვარ და წესიერად მელაპარაკე, რომ მოტრაშუნობ ამ წვიმაში ამ სიჩქარით, იმის მაგივრად რომ ბოდიში მომიხადო აქეთ მეღადავები.
_რამხელა ენა გქონია, შენ თვითონ გამოჩნდი უეცრად, ჩემი ბრალი არ არის.
_არა ჩემი ბრალია რომ ბრმა ხარ?
_სიტყვები შეარჩიე როცა მე მელაპარაკები, მხოლოდ დახმარება მინდოდა. შენი გესლიანი ენის გამო კი გადავიფიქრე და შენი ბავშვური გამოხდომები შენთვის შეინახე. ნახვამდის.
იდიოტი. ცინიკურად თვითონ მელაპარაკა და მე ვარ კიდევ დამნაშავე. ვერ გავიგე რა დახმარება, რის დახმარება. თან ლამაზოთი მომმართა. ბოდიშიც კი არ მოუხდია. მნახა აქ დაბალი ღობე. ჯერ წესიერად არც გათენებულა და უკვე გამიფუჭდა განწყობა. რა უნდოდა ვერ გავიგე. უფფ ისედაც ვნერვიულობ ამ პირველ დღეზე. იქ დათო დამხვდება. იმ დღის შემდეგ თვალებში როგორ ჩავხედო. როგორ არ მინდა სკოლაში მისვლა, თან პირველივე დღეს ვაგვიანებ. ყველაფერი შენი ბრალია ნინა. იმ დღეს რომ არაფერი მიგეწერა დათოსთვის ამ დღეში ხო აღარ იქნებოდი, ისევ მეგობრები იქნებოდით და ფარ დაკარგავდი ერთ-ერთ კარგ მეგობარს. მაინც რამ მიმაწერია ასეთი სისულელე. რაც მოხდა მოხდა. ახლა ვეღარაფერს შეცვლი, გვიანია. ამდენი ფიქრის მერე სკოლასაც მივადექი. ნერვიულობამ იმატა და მუცელში რაღაც ცუდმა შეგრძნებამ ამიტანა. მხოლოდ დათო მეფიქრებოდა. შევედი და რას ვხედავ....????????????????????

გამარჯობა. მე ლედი ვარ 15 წლის. არასოდეს მიფიქრია მწერლობაზე და ესეც პირველი ნაწარმოებია ჩემს ცხოვრებაში. არ ვიცი რამ წამომიფრინა მაგრამ გადავწყვიტე რამე დამეწერა. არასოდეს არ მეგონა რომ რამეს დაწერას შევეცდებოდი არ ვიცი რა გამოვა. ეს საცდელი ვადაა. თუ დაგაინტერესებთ გავაგრძელებ.



№1  offline წევრი ანმეე

ხოოოოოოომმმმ
აი დათოს მინაწერზე დავინტრიგდიიიი joy
ეს მანქანით წყლის შეთხლიშება მაგრად მევასება ძაან ისეთი სცენაა,საყვარლობ-სასცილო
ნინას მწარე ენა მომწონსსსსსსსსსსსს laughing
მოკლედ ველოდები ახალ თავსსს იმედია არ დააგვიანებბბ heart_eyes

ორი წლით დიდი ყოფილხარ ჩემზეე joy

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent