ინანა (თავი2)
ვიცოდი საშიში თამაშის წამოწყებას ვიწყებდი,მაგრამ საკუთარი თავი დავარწმუნე,რომ ეს ამად ღირდა... საკამოდ ბევრი წელი გავატარე შიშში... ერეკლე ნადირაძე ახლა საუკეთესო გამოსავალი იყო დამემარცხებინა საკუთარი შიში... ჩვენი მიმოწერა მალევე დაიწყო, თუმცა ეს კაცი იყო ჩემთვის იდუმალებით სავსე... თითქმის შეუძლებელი იყო მასზე პირადი ცხოვრების მოძიება... ამიტომ გადავწყვიტე ამ საქმეში ჩემი ერთადერთი მესიაიდუმლე ჩემი მეგობარი ჟურნალისტი იოანა ჩამერთო... _ალო იოანა გცალია? _კი თათული რა ხდება?რა ხმა გაქვს? _შენთან გამოვალ და ყველაფერს იქ მოგიყვები... _კაი მოდი სახლში ვარ გელოდები იონა ერთადერთი ადამიანი იყო ვინც მე ამ სიტუაციაში დამეხმარებოდა და გამიგებდა კიდეც. ზუსტად ვიცოდი ეს უკანასკნელი არასოდეს არ მიღალატებდა! სასწრაფოდ ჩავიცვი და იოანას სახლისკენ გავეშურე. _რა მოხდა ტელეფონში რა ხმა გქონდა?კიდე რამე შრში გაეხვა შენი ბედოვლათი ქმარი?! _არა,არა იონა სულ სხვა რამ მოხდა... _თათული ნუ მაშინებ მითხარი დროზე რა მოხდა _კარგი მოდი დაჯექი და დავიწყებ... _ყავა არ გინდა?გაგიკეთებ _არა უბრალოდ დაჯექი და მომისმინე _კაი ჰო მიდი დაიწყე _მოკლედ ერეკლე ნადირაძე ხომ იცი? _კი როგორ არ ვიცი ან რგ ვინ არ იცის...კი მაგრამ ერეკლესთან შენ რა გინდა?მოიცა ისევ გადაეკიდა შენს ქმარს?! _არაა არაა იონა მომაყოლე _კაი მიდი გისმენ _მოკლედ ერეკლე დავიმატე ფეისბუქზე... _რააა? წამოიყვირა იოანამ მთელი ხმით... _მაცადე მოყოლა!მოკლედ მომწერა...რამოდენიმე დღეა ერთმანეთთან სისტემატიური მიმოწერა გვაქვს... _სუ გაგიჟდი ამხელა ქალი?! ვეღარ მალავდა იოანა ემოციებს... -ნოდარმა რომ გაგიგოს აზრზე მაინც ხარ რას გიზამს?!ან იმ ერეკლემ იცის საერთოდ ვისი ცოლიც ხარ?!თათული აზრზე მოდი ხვდები მაინც რა შარში ყოფ თავს?! _კარგი რა იოანა შენ მაინც ნუღარ მიმატებ!ერეკლემ არაფერიც არ იცის!და ვერც ვერასოდეს ვერ გაიგებს!ნოდარს კიდე სულ ფეხებზე ვკიდივარ და არც ინტერესდება ჩემი მიმოწერებით. _თათული მე არც ეგ ერეკლე ნადირაძე არ მომწონს...დაგავიწყდა მისი წარსული?! _არა რაღაცეები მახსოვს თუმცა ბუნდოვნად...მასზე ყველა ინფორმაცია გამქრალია თითქმის... _ჰო გააქრობდა რატომაც არა!მაგას ისეთები აქვს ნაკეთები მაგ ინფორმაციას სამომავლოდ როგორ დატოვებდა?! _უნდა დამეხმარო მასზე ყველანაირი ინფორმაცია უნდა მომიძიო _ძალიან რთული იქნება ეს თათული... თითქოს მიწამ ჭაყლაპა მისი წარსულიო... სულ გასუფთავებული აქვს ყველაფერი... _ვიცი მეც გადავამოწმე მაგრამ არ არსებობს რამე არ მოიძებნებოდეს... _კაი მაგ საქმე მე მივხედავ... _მადლობა _კარგი რა რა მადლობა. ფრთხილად იყავი იცოდე!ან ერთმა ან მერემ რომ გაიგოს ხომ იცი რაც მოხდება არა?!ჯობია თავი გაანებო მაგ ერეკლეს... -არ შემიძლია იოანა...ამდენი წლის მერე პირველად გამიჩნდა სურვილი ვიგრძნო ის რაც აქამდე ქმართან უნდა მეგრძნო... _იქნებ გაშორებოდი ნოდარს?... _გამორიცხულია ამაზე არასოდეს არ დამთანხმდება! _შენი ბრალია რაა!ყოველთვის მორჩილი ცოლი რომ იყავი აი მაგის ბრალია!როცა ოფიციალურ საყვარელთან ერთად დასეთრეოდა შეხვედრებზე მაშინ უნდა დაგესვა ამ ურთიერთობისთვის წერტილი! _მე ის არასდროს არ გამშორდება...მას ნაყიდი ვგონივარ და ისე მექცევა როგორც მას მოესურვება...შეუძებელია მასთან ამაზე საუბარიც კი... _ყველაფერი მამაშენის ბრალია!ნეტა მაცოდინა იქ როგორ ისვენებს?!ნუთუ ერთხელაც არ უფიქრია შვილის ბედნიერებაზე?! _გთხოვ გარდაცვლილზე არ გინდა ასეთი ლაპარაკი... _ყველას როგორ იცავ გამუდმებით?!შენზე ფიქრობდა ვინმე და გიცავდა?! ამხელა ქალი ხარ და ჭკუა მაინც ვერ ისწავლე რაა! ჩხუბობდა იოანა და იქაურობას ბოლთას სცემდა... ცოტა ხნით გაჩუმდა დაწყნარდა შემდეგ კი ისევ დაიწყო _მე ვფიქრობ რომ შენ ძალიან დიდ შეცდომას უშვებ! ძალიან საშიშ თამაშს თამაშობ და ფსონად საკუთარ სიცოცხლეს დებ! არ ვიცი ამის უფლება მე როგორ უნდა მოგცე... _უბრალოდ დამეხმარე იოანა... _ის რაც შენ გაინტერესებს ორ დღეში დაიდება!მიწიდანაც კი ამოვთხრი თუ საჭირო გახდება! გადამეხვია მეგობარი და ამით მე მან მანუგეშა... ...................... _იცი მომწერა ვუთხარი იოანას მორიდებით _ოჰ რაო რა მინდაო? ეშმაკურმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე... _არაფერი მომიკითხა უბრალოდ... _მიდი მერე მიწერე მე რას მიყურებ მითხრა და გამიღიმა.. _არა რაა პატარა ბავშვივით ხარ აკისკისდა იოანა _რატომ _აბა ერთი შენს თავს შეხედე მიმოწერის დროს სახიდან ღიმილი არ გშორდება _ოო კაი რაა დავიმორცხვე მეგობრის წინ... _კარგი ეხლა მე სახლში უნდა წავიდე ნია სადაცაა დაბრუნდება ლექციებიდან და შენი იმედი მაქვს... _არ გაგიცრუებ იმედებს გპირდები გამომაცილა მეგობარმა მე კი სახლში ნიას დასახვედრად წავედი ................ შინ მისულს ნოდარი სახლში დამხვდა... _უი ნოდარ სახლში ხარ? -ხო დღეს ადრე დავბრუნდი.შენ სად იყავი _იოანას გავუარე ცოტა ხნით... _რაო მერე ქალბატონმა იოანამ კიდე არ მევასება შენი ქმარიო!? _ოო კაი რა ნოდარ ნუ დაიწყე... _საჭმელი გვაქვს რამე? _კი მაცივარშია და შეგიძლია თავად გაიმზადო _თათული რა გჭირს შნ?! _რა მჭირს? შევიცხადე... _ბოლო რამოდენიმე დღეა სადღაც დაფრინავ _არაა რა სისულელა უბრალოდ ახლა რაღაცაზე ჩავფიქრდი... _რამეს ხომ არ მიმალავ?! _კარგი რაა შენ რა უდა დაგიმალო _რა ვიცი ამ ბოლო დროს არ მომწონხარ რაღაც... _კარგი რა ნუ იცი შენ მასე ხოლმე!შევალ წყალს გადავივლებ და რომ გამოვალ თავად გაგიმზადებ საჭმელს. _არ მინდა იყოს გასასვლელი ვარ უკვე _კარგი მხრები ავიჩეჩე და მისაღები ოთახი დავტოვე. როგორც კი აბაზანაში შევედი კარი მაგრად გადავკეტე კარებს ავეყუდე და მთელი ძალით შევეცადე ცრემლები არ წამომსვლოდნენ... მეშინოდა ნოდარის ასეთი კითხვების დროს არაფერში არ გამოვეტეხე!...მან ზუსტად იცის როგორ უნდა მომიდგეს და როგორ უნდა გამტეხოს... ............. აბაზანიდან გამოსულს ერეკლეს ესემესი დამხვდა... _თათული დღეს ხომ არ გვენახა ერთმანეთი? ......... პასუხის მიწერა არ ვჩქარობდი...მინდოდა რაც შეიძლება დიდხანს გამეწელა დრო რადგან პასუხი არ მქონდა... ერთ დროულად ორი საპირისპირო რამ მინდოდა... ბოლოს მაინც თანხმობა მივეცი... _შევხვდეთ მე საღამოს მცალია... _კარგი მაშინ მითხარი სად გამოგიარო და საღამოს მოვალ _არა გამოვლა საჭირო არ არის ჩემით მოვალ.მისამართი მომწერე _კარგი.კაფე არტში შევხვდეთ მაშინ ........... ხალხმრავალ ადგილას არ მინდოდა მისი ნახვა...არ მინდოდა ხალს ერთად დავენახეთ ამიტომ მივწერე სრულიად გაუაზრებელი რამ! _იქნებ შენთან სახლში ჯობდეს შხვედრა?რა თქმა უნდა თუ მარტო ცხოვრობ... _კარგი თათული მაშინ ჩემთან სახლში გელოდები საღამოს რვა საათზე... ..... საათს დავხედე უკვე ექვსი იყო მე კი მომზადება მჭირდებოდა ამიტომ სასწრაფოდ შევუდექი მომზადებას... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.