შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი თავმოყვარეობა


30-05-2020, 18:24
ავტორი ხატია501
ნანახია 1 022

ყველაზე მწარედ თავმოყვარეობა გვახსენებს თავის არსებობას.... ყველაზე უდროო დროს, ყველაზე დაუპატიჟებლად მოდის... ერთ დღეს ჩვენში დიდი ხნის წინ მიძინებული თავმოყვარეობა იღვიძებს სისხლიანი თვალებით და ყვირის ბოლო ხმაზე, რომ მოაღწიოს ჩვენამდე მისმა ძახილმა, რომ მიხვდეთ, თუ როგორ ტკივა თითოეული ნაწილაკი მას მერე, რაც დაუნდობლად წავუკიდეთ ცეცხლი და გავწირეთ ნელი სიკვდილისთვის........................
მაგრამ ვინაიდან ხილულიც და უხილავიც ერთ კანონზომიერებას ემორჩილება, ოდესმე ეს ცეცხლიც ჩაქრება. ნელ-ნელა დასუსტდება;
შენამდე მოაღწევს რაღაც არასასიამოვნო ჰაერი, სიბინძურის; თითქოს დამწვარი ხორცის სუნი გცემს......... ჰო, ეს შენ ხარ. შენი დამწვარი სულია, რომელიც არ მოკვდა იმიტომ, რომ კარგად შეეგრძნო ეს ტკივილი....
იცი ახლა როგორ გაგიჭირდება შენს გაშავებულ სულთან მიახლოება? მას ყველა შეხება ეტკინება, ყველა შეხებაზე წამოუვა სისხლიანი ცრემლები, ყოველი შეხების მერე დააჩნდება ნაკვალევი, აქა-იქ ,,ტყავი" აძვრება, მოგეწეპება არასასიამოვნოდ...........
საბოლოო სტადია იმის გააზრებაა, რომ ეს ყველაფერი გამოცდილება იყო. რომ შენ ეს გჭირდებოდა!
აი ამ დროს იაზრებ, რომ მორჩა! ტკივილმა დაასრულა კერვა...
შენი აბჯარი მზად არის. გილოცავ!!!! მოსალოცია და თან როგორ!!!
აქ ვერ იპოვი გარღვეულ თუნდაც ერთ მილიმეტრს და ეს ყველაზე დიდი გამარჯვებაა შენს ცხოვრებაში!!!

,,ყველაფერი იმისთვისაა, რომ სრულიად ახალი ადამიანი შეიქმნას შენგან, ზუსტად ისეთი, როგორიც უნდა იყო სინამდვილეში"...



№1  offline მოდერი Mary Drey

ემოციური იყო. ბევრი ადამიანის სათქმელიც გადმოეცი ამ პატარა ჩანახატში. კარგი ხარ! <33

 


№2  offline წევრი ხატია501

Mary Drey
ემოციური იყო. ბევრი ადამიანის სათქმელიც გადმოეცი ამ პატარა ჩანახატში. კარგი ხარ! <33

ძალიან დიდი მადლობა <3

 


№3  offline წევრი anako

ყოჩაღ...ისეთი იყო,ემოციური <3
კარგი ხარ,კარგი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent