შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოგონება.


22-10-2018, 02:14
ავტორი Frigga
ნანახია 1 352

ვფიქრობ, რომ ყველაზე საინტერესო ფილმი, თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაა, მოგონებები კი ილექებიან, ილექებიან და ბოლოს რაღაც მაინც გვახსენებს მათ, თითოეული ეს მოგონება კი თითქოს ნივთია, რომელიც შევინახეთ, მაგრამ არ გვახსოვდა სად და აი უცებ შემთხვევით, წავაწყდით მტვრიან თაროზე ან სულაც ძველ ჩანთაში, რომელიც კიდევ სხვა მოგონებას გვიღვიძებს.
ქუჩაში გასვლისას ქარი და სახეზე ნაზი შეხება, მუსიკა, კინო, ადგილი, სურნელი, ვითარება, თითლეული ეს, ჩვენში უმეტეს შემთხვევაში გაურკვეველ ემოციას იწვევს, რასაც ვერ ვხსნით, თითქოს რაღაცას გვახსენებს და თან არა.
არსებობს ისეთი მოგონებებიც რომელთაც შეუძლიათ ერთ წამში აგირიონ გონება და გული, ისეთი მოგონებები, რომლებიც ვერასდროს წარმოგედგინა, თუ ოდესმე იარსებებდა, ხანდახან ფიქრობ კიდეც, როდის გავხდი ასეთი? აქამდე როგორ დავეცი? ნეტა რამის შეცვლა შემეძლოსო, მაგრამ უკვე გვიანია, ალბათ ასე უნდა მომხდარიყოო იმშვისებ თავს და ივიწყებ, ანუ ისევ ინახავ იმ მოგონებას, უბრალოდ ძველი წიგნის ორ ფურცელს შორის დებ და თაროზე აგაქვს დასადებად.
მაგრამ არიან მოგონებები, რომლებიც გაიძულებენ გაიღიმო, იმ ბურთს რომელიც ყელში გაგეჩხირა ათავისუფლებენ და ხვდები, რომ მარტო არ ხარ, როცა შენი საუკეთესო მეგობარი განუწყვეტლივ გირეკავს, როცა სწორედ ისეთ მომენტში ახსენდები, როცა გჭირდება და შენ ხვდები, რომ არ ხარ მარტო და არც არასდროს იქნები, როცა ნაცნობ ქუჩაზე აივლი და მის სახლს დაინახავ, გემრიელად გადაიხარხარებ და თან ცრემლები მოგადგება მონატრებისგან, შენთვის აზრი ეკარგება შენ მისთვის ვინ ხარ, უბრალო მეზობელი ან თანაკლასელი ან თუმდაც ვინმე სხვა თუ მეგობარი, ამ დროს მთავარი ისაა თუ ის ვინარის შენთვის.. ეს ემოციებია, ემოციები, რომლისთვისაც ღირს იცოცხლო.
გზა რომელსაც ადამიანი ჩასუნთქვიდან ამოსუნთქვმდე გადის, ტკბილიცაა და მწარეც, ხანდახან ვკარგავთ და ხანაც ვპოულობთ, ხშირ შემთხვევაში ცხოვრება უსამართლოა, მაგრამ სამართლიანი რადგან თითოეული მისი უსამართლობა, სამართლიანს ხდის ჩვენს ცხოვრებას, მაგალითად, ხშირად როცა კარგავ, ხვდები რა ძვირფასი ყოფილა, ხშირად როცა ენდობი, არააქვს მნიშვნელობა ვის, თუმდაც ნათესავს, ხვდები, რომ ასიდან ერთს უნდა ენდო და ხშირად, როცა შენი იდეალი ადამიანის საფლავს დაჰყურებ, რომელიც შენს დაბადებამდე გარდაიცვალა, არააქვს მნიშვნელობა ძმაა ეს თუ სხვა, გრძნობ, რომ ის შენს გვერდითაა.. ემოციები და მოგონებები კი ფრაგმენტაციაა..




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent