შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დედა


2-06-2020, 23:59
ავტორი Maniacal Laughter
ნანახია 960

რა მახსოვს ბავშვობიდან.
თუკი რაიმე კარგი შემომრჩა ბავშვობიდან და სამწუხაროდ კარგი მხოლოდ ეს შემომრჩა, ეს ის მოგონებებია ცვილის სანთლით განათებული პატარა ბნელი ოთახიდან, სადაც ჯერ კიდევ ახალგაზრდა მაგრამ დარდისა და ტანჯვისგან სახესა და ხელებზე ნაოჭებშეპარული ქალი მაგიდას უზის და გადაშლილი წიგნიდან უკვე მეასედ ან მეათიათასედ კითხულობს მაგიდის მეორე მხარეს მსხდომი სამი მთვლემარე ბავშვისთვის ერთსა და იმავე ამბებს, გონებაში რომ უკვე ოთხივეს გაზეპირებული აქვთ.
ახლაც კარგად მახსოვს დედაჩემის მიერ ამოკითხული თითოეული სიტყვა იმ გაცვეთილყდიანი წიგნის ფურცლებიდან. ახლაც ვგრძნობ იმ სანთლის მხურვალებას სახეზე რომ დამნთოდა წლების წინ, იმ მთქნარების სიტკბოებას მოსმენილი ფრაზები რომ მგვრიდა. ნეტავ იცოდეთ რა საოცარი იყი ძილი ამ ყოველღამისეული რიტუალის შემდეგ, როგორი ამაღელვებელი და შთამბეჭდავი.
მთელ მაგიას ხომ სწორედ სანთლის შუქისგან კედლებზე არეკლილი ჩრდილები და დედაჩემის ხმა ქმნიდა.

ვეძებ, ვფიქრობ და ვერ გამიგია სად გაქრა ეს ყველაფერი, სად აორთქლდა ან რა მტვერმა დაფარა ყდაგაცვეთილი წიგნი, ისიც ისვე გაქრა და გაიფანტა, როგორც დედაცემის მაგიური ხმა.

ცხოვრებიდან გაქრა, მაგრამ გონებაყოველი ძილისწინ იხსენებს




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent