შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღამე


7-01-2018, 03:32
ავტორი Marami
ნანახია 1 392

საღამოს სურნელი მშვიდია, მდორე თუმცა ყველაზე სასიამოვნო. ღრმად ისუნთქავ მთვლემარე ქალაქის სუნს და შენც ძილი გეკიდება.
თითქმის ყველამ ჩააქრო შუქები, ღრმად ამოისუნთქეს და კომფორტულად მოკალათდნენ, შენ კი არ გეძინება. საწოლზე წამომჯდარი მილიონჯერ ატრიალებ გონებაში ერთსა და იმავე სცენას.
საღამოს ჰაერიც არ მოქმედებს, ფიქრებს თავს ვერაფრით ართმევ, ესენი კი ძილისპირულის ფიქრების ნაცვლად გამოსაფხიზლებელი და დამამწუხრებელია. მერამდენედ იწმენდ აცრემლებულ თვალებს და ეზოს განათების მქრქალ შუქზე საკუთარ ფეხებს დასცქერი.
გული გწყდება რომ შენც არ გძინავს რბილ ბალიშზე ხელებმოხვეულს, შენთვის ამ დღეს სიმშვიდე არ მოუტანია. ისე კი ისინი ვინც მშვიდად ფშვინავენ და შენც ერთ ჰაერს სუნთქავთ, მათთვის სიმსუბუქის მომტანს შენთვის კი - სევდის.
ჰაერს აბრალებ ცუდ ხასითს, ან აქა-იქ დაუდევრობისგან ჩალურჯებულ ფეხებს რადგან ნამდვილი მიზეზი დაივიწყო, თუმცა არ გამოდის. აივანზე გადიხარ, დღეს არც ვარსკვლავებია, მხოლოდ ჭრიჭინები ხმაურობენ გაუჩერებლად. მოღრუბლულ ცას უყურებ და ისევ საწოლზე ეხეთქები, ძილი შენც გეკიდება, ფიქრები ახლა სიზმრებად იქცევიან.
მძიმეა ღამის ჰაერი, მთელი დღის ფიქრებისგან გადაღლილ, ი, ნელა მიედინება და გაწმენდას ცდილობს, დილით კვლავ თავიდან უნდა გადაიტვირთოს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent