შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უმისამართო


9-06-2020, 18:51
ავტორი landoffreedom
ნანახია 900

დილას, როდესაც ხელების შეხება, ნაზი კულულების რხევა ან მათი შეხება მაღვიძებს გულამოვარდნილი ვახელ თვალებს, ჩემი გულისცემა ყურის ბარაბანებს მატკიებს და აბლანდულ სურათში ვცდილობ ნაცნობი სილუეტი შვამჩნიო, მის ნაცვლად კი ზუსტად მის მსგავს პატარა ფიგურას ვხედავ, ისეთივე შავი თვალებით და კულულებით, რომლებიც შუბლზე ლამაზაად გადმოყრია.პატარა ბიჭი სახეზე მხვევს თავის ციცქნა ხელებს და შუბლზე მკოცნის, მიღიმის და ოთახს ტოვებს, მეც ახალ ენერგიას ვეძებ რომ ახალ დღეს გავუმკლავდე და ახალი იმედებით ავივსო. ყოველი შეტოკება მას მაგონებს, ყოველი დარეკილი უცნობი ნომრის მიღმა მის სახეს და ხმას წარმოვიდგენ, ყოველი ზარის ავტორი კარზე ის მგონია, ყოველ ფეხის ხმაზე კი მგონია რომ ოთახში შემოვა. ამ ყოველივეს კი წლებია იმედგაცრუება მოყვება. წლებია ვეღარ გადავეჩვიე. უკვე ჩვევად მექცა საღამოობით წერილების წერა, რომელსაც დილას საფოსტო ყუთში ვათავსებ, კონვერტით, რომელსაც მისამართი აღარ აწერია. არცერთხელ მიღალატია „ უმისამართო“ წერილებისთვის, წლებია ყოველ დილას საფოსტო ყუთში უჩინარდებიან, მათი შემცვლელი, საპასუხო კონვერტი კი არასდროს მიპოვია. იმედი კი მაინც არ დამკარგვია, სადღაც შორს ჩემი ქვეცნობიერის ერთ-ერთ უბანს სწამს რომ ყოველი მათგანი აღწევს დანიშნულების ადგილამდე, უმისამართოდ იკარგებიან და პოულობენ საკუთარ ავტორს. ცრემლები კი რომლებც ასე ახლოს არიან ჩემთან ყოველ საღამოს მსტუმრობენ, არასდროს მტოვებენ მარტოს, დაცურავენ ჩემს კანზე,მეამბორებიან ტუჩებზე და მეფერებიან, თითქოს ცდილობენ დამამშვიდონ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent