შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ან გავიმარჯვებ ან მოვკვდები ( the end )


15-06-2020, 21:21
ავტორი nini_22
ნანახია 793

არ მეგონა ლიკას მდგომარეობა ასე სწრაფად თუ შეიცვლებოდა. ქიმიოთერაპია აღარ შველისო ,ექიმმა გვითხრა -იმედი აღარ მაქვს რომ გადარჩებაო, -ყველა მზად ვიყავით მისთვის სისხლი გაგვეღო,თუმცა არაფერს უშველიდა,ჩვენ ყველას მოწამლული სისხლი გვქონდა. ლიკას აღმზრდელი მუხლებზე დაჩოქილი ევედრებოდა ღმერთს,ხატებს კოცნიდა, სანთლებს ანთებდა და აცრემლებული თვალებით ისევ განუწყვეტლივ ლოცულობდა ,აკანკალებული ხელებით იწერდა პირჯვარს. ყველა ჩვენებურად ვთხოვდით ღმერთს შებრალებას,ოღონდ ეს პატარა გოგო არ წაეყვანა,ოღონდ სიცოცხლე ეჩუქებინა კიდევ ერთხელ მისთვის. მაგრამ... ღმერთმა არ შეისმინა,არავის ვედრება არ შეისმინა.ასეთ პატარა გოგოს ამხელა განსაცდელი რატომ მოუვლინაო -ამბობდნენ.
იქნებ ეს ყველაფერი ჩვენთვის იყო განკუთვნილი და არა მისთვის.იქნებ ვცდებით როცა საკუთარ ტკივილად არ ვიღებთ სხვის ტკივილს. აქ ხომ ყველაფერი სწრაფად ხდება...

გამეღვიძა,ეხლა ავდგები,სარკეში ჩავიხედავ.ჩემს აჩეჩილ თმებს გავისწორებ,როგორც ყოველთვის.დედაჩემს დავურეკავ ,შემდეგ სასეირნოდ წავალ ან კინოში, ან ისევ გამოფენაზე. თუმცა შევჩერდი.მივხვდი,რომ თვალებიდან ცრემლები თავისით მოდიოდა.განა ისეთი რა ვთქვი,ნუთუ არ შეიძლება ასე მაინც დავიმშვიდო თავი.თუმცა არც თმები მაქვს,კინოშიც ვერ წავალ,ვერც სასეირნოდ და ვერც თეატრში.ცრემლებს შეწყვეტა ვთხოვე,მათ კი ვერ გაიგეს,ჯიუტად იღვრებოდნენ ჩალურჯებული თვალებიდან,ჩავარდნილ უპეებზე ჩერდებოდნენ და გუბდებოდნენ. დასიებული სახიდან ცრემლის მოწმენდასაც ვერ ვასწრებ, ექიმი რომ შემოდის. ყოველდღე ჩვენს მდგომარეობას ამოწმებს. შენი მდგომარეობა კარგიაო,თუმცა ყველას ასე ეუბნებიან.ვერ გაიგებ,შეიძლება ერთ დღეში შეიცვალო და მოკვდე. ასე,მარტივად.
ხანდახან საკუთარ დაკრძალვას წარმოიდგენ,ადამიანები ხშირად თავს არიდებენ სიმსივნეზე საუბარს,თუმცა ჩვენ ხშირად გვიწევს საუბარიც და ფიქრიც.
ცას მუდამ ნუ უყურებო მითხრეს,იქ არავინ ზის,არავინ გიყურებსო.თუ ვინმეს პოვნა გინდა საკუთარ გულში უნდა ეძებოო...

თავს ცუდად ვგრძნობდი, გული გამალებით მიცემდა, რაღაც უცნაურმა გრძნობამ შემიპყრო.ვერ ვმშვიდდებოდი,ვღელავდი.შფოთვა მთელს სხეულს მოედო,თითოეული ნაწილი მტკიოდა.ვკანკალებდი, ბურუსში გაეხვია მონაცრისფრო კედლები. ახლა მეტად ვგრძნობდი ცხოვრებას .არ მინდოდა სიკვდილი, სიცოცხლეს ვერ ვთმობდი.ბოლოს მხოლოდ ექიმის სახეს ვხედავდი და ისიც გაქრა,ვიღაცის ყვირილმა - არ მოკვდეო, -მაიძულს თვალი გამეხილა. ვეღარაფერს ვხედავდი...



თავის ამაზრზენი წვა მთელს ორგანიზმს მატკიებდა,თვალები ვერ გავახილე.კარგად ვერ ვსუნთქავდი,ვერც ხელს ვამოძრავებდი. ვიღაც მხარზე შემეხო, მტკიოდა. -ღმერთს ჰყვარებიხარო -მითხრა ,-მთავარია სუნთქავ, სხვას ყველაფერს მოევლებაო,ასე დაუსრულებლად მესაუბრებოდა. ყრუდ ჩამესმოდა ყველა ბგერა,განა ვიცი მიხაროდა თუ მწყინდა.
ალბათ უნდა მიხაროდეს რომ ისევ ცოცხალი ვარ,მე ხომ გავიმარჯვე. ცოცხალი კი ვარ მაგრამ პარალიზებული.
იქნებ კარგია რომ ცოცხალი ვარ , ვინ იცის...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent