შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დამლოცე მამაო !


14-06-2017, 15:54
ნანახია 1 982

დამლოცე მამაო... მოვედი ტაძრამდე,
დაღლილი სულით და წყლიანი თვალებით.
სინდისი ყოველთვის უდროოდ მაწამებს
და სხეულს ვაჩვიე ტკივილის ღარები.

დამლოცე მამაო... რამეთუ ცოდვები
მთელ ზურგზე ეკლიან ხურჯნებად .
ვიცი რომ ოდესღაც მე ცოცხლად მოვკვდები,
შეცდომის ღრღმულები იმოდენ დიდია.

დამლოცე მამაო... არასდროს არ მსურდა,
ლოცვების კითხვისას მეგემა ცრემლები.
ბავშვობის სიწმინდე წლებია დასრულდა
და ხატებს ბინძური თითებით ვეხები.

დამლოცე მამაო... ცხორება მოკლეა,
არ მინდა გავიყო სიცოცხლე სიკვდილთან.
და თუკი ჩემს სიტყვებს ტკივილი მოჰყვება
ავდგები და ცეცხლთან თავადვე მივიტან.

დამლოცე მამაო... არ ვიცი მცნებები,
ვერ ვბედავ შენდობა რომ ვთხოვო მამა ღმერთს.
ბრძოლას ვწყვეტ და ისე უსუსრად ვნებდები,
სიცოცხლეს ვუკეტავ სიკვილის დარაბებს.

დამლოცე მამაო... ყოველთვის მიკვირდა,
მიკვირდა ჯვარს გაკრულ, დატანჯულ ქრისტესი.
მაწამებს ფიქრები დილამდე (დილიდან),
სიმშვიდის სანაცვლოდ რას აღარ მივცემდი.

საკმეველს ვათებ და ცოდვებმა ამრია,
ცხოვრება ყოფილა მოსვლისთვის ამაო.
დღეს ჩემს სულს სიმტკიცე და რწმენა აკლია,
ამიტომ დამლოცე... დამლოცე მამაო.

ჩუმი 'პოეტესა'



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

დამლოცე მამაო... არასდროს არ მსურდა,
ლოცვების კითხვისას მეგემა ცრემლები.
ბავშვობის სიწმინდე წლებია დასრულდა
და ხატებს ბინძური თითებით ვეხები.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent