ცხოვრება რომელიც კლავს
ოთახში სიჩუმემ დაისადგურა,შემაშინებლად ამაზრზენი იყო გარემო.კაცის სახეზე ათამაშებულმა ირონიულმა სიცილმა ბიძგი მოსცა მოხუცებულს, რომ მაგიდაზე დადებული დანით ზიანი მიეყენებინა საკუთარი თავისთვის. -მიშველეთო -ყვიროდა ქალი.შვილი შეშლილივით იქცეოდა,მუშტებს კედლებზე ურტყამდა.მისმა ცოლმა ბავშვები ოთახში შეიყვანა და კარი დაუკეტა, რათა არ გამოსულიყვნენ და ასეთი ამბავი არ ენახათ. -სასწრაფოში დარეკეთო, ვიღაცის ხმამაღალმა შეძახილმა გამოაფხიზლა შეშლილი ხალხი, რომლებიც ხმაურზე სახლის კარებთან იცდიდნენ იმის გასაგებად რა ხდებოდა. -დამთავრდაო , გამოიტანეს ხმა, ვეღარც სასწრაფო უშველისო,ვეღარც წამალი და ნემსები. მისთვის ყველაფერი დასრულდაო, -საწყალიო, შეიცხადეს მეზობლებმა. -საწყალი მაგის შვილი ახლა სად წავიდესო, ბავშვები ჰყავს გასაზრდელიო, პენსია რას ეყოფოდათ ამდენ ხალხსო. ახლა რაღა ეშველებაო, მოკვდაო, დამთავრდაო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.