შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რაში ვცდებით ხშირად ადამიანები,რატომ ვმტრობთ ერთმანეთს?


29-06-2020, 00:30
ავტორი სალისალომე
ნანახია 996

რაში ვცდებით ხშირად ადამიანები? ყველაფერში და ყოველ წვრილმანში.ჩვენ, გვაქვს ის ყველაზე ცუდი და მოუშორებელი ჭირი რომელსაც ბოროტობა, ქიშპობა, შური ჰქვია.მაინც რატომ? არ შეიძლება, რომ მოგვარდეს ეს დიდი პრობლემა? ამას პრობლემასაც ვერ ვუწოდებ, არ ვიცი რაღაც უსახელოა რასაც ვერ აღწერს სიტყვები და გონება.სიბოროტეს მართალი და ალალი ადამიანი ვერ აღწერს.ამის აღწერა, რომ შეგეძლოს მაშინ უნდა იყო სიძულვილით სავსე ან ვიღაცის მტერი.ეს კარგია? რომ სხვას მტრობდე, გძულდეს და გქონდეს ცუდი ძრახვები, გეგმავდე ბოროტულ გეგმებს მის მიმართ? ეს, ხომ არასწორი საქციელია.პატარაობაში მეგონა, ხოლმე, რომ ასეთი სცენები მხოლოდ ფილმებსა და სერიალებში იყო.მხოლოდ იქ, არსებობდა არარეალურ სამყაროში მტრობა მაგრამ, რომ ვუყურებ დღევანდელობას ვრწმუნდები, რომ სერიალს აღარ უნდა ვუყურებდეთ რადგან თვით, ეს ვითომდა რეალური ცხოვრებაა ზღაპრული იყო და არა იყო რა თავისივე მრავალი წერტილებით...რომელიც წამში შენდება და ინგრევა მაგრამ თუ მალე უნდა დასრულდეს რატომღა იწყება რა საინტერესოა არა? ამასაც კი ბედისწერამდე მივყავართ.მაგრამ, აქ, დღეს ამაზე არ ვსაუბრობთ იმ დაუმარცხებელ მტერზე ვსაუბრობთ, იმ სენზე რომელსაც ათასობით ადამიანი ჰყავს შეპყრობილი დიდი კლანჭებით, თავის დახსნა კი იოლი არ არის.თუ ღრმად შეტოპე შეცდომაში უკან ვეღარ გამოხვალ, ბოლომდე უნდა გაიარო ის დიდი ტალახი რომელიც წინ გელის უკან არ უნდა დაიხიო, ესეც კი სიბოროტედ ჩაგეთვლება.უბრალოდ წარმოუდგენელია რეალობაში არ გიხაროდეს სხვისი წარმატება, ბედნიერება, ღიმილი ან რამე მნიშვნელოვანი მიღწევა.როგორი სულით ავადმყოფი უნდა იყო, რომ ეს დაუშვა და სხვა ს არ უსურვო ბედნიერება.ალბათ, ბოროტმა ძალებმა ის არ იციან, რომ არსებობს ბუმერანგი. თუ კარგს გასცემ, უკან მასზე უკეთესი დაგიბრუნდება მაგრამ თუ ცუდს, უარესი დაგემართება.რად გინდათ უარესი?შემდეგ ეს ბევრი ცუდი თქვენზეც იმოქმედებს და დაგინგრევთ ცხოვრებას იცით რატომ? იმიტომ, რომ ბოროტება კვდება, ერთ დღესაც მოკვდება.სიკეთე რისთვის არსებობს, იმისთვის, რომ ეს სენი დაამარცხოს და საერთოდ გაანადგუროს.მე, იმ ადამიანს პიროვნებად არ ვთვლი ვისაც შურით აქვს სავსე გული პირიქით, არ შეგიძლია, რომ სხვისი ბედნიერებით შენც გაიხარო? ასე უფრო მსუბუქად არ იგრძნობ თავს? დაე, ნეტავ იცოდნენ ასეთმა ადამიანებმა ასეთი მოპყრობით სული როგორ მძიმდება ერთ დღესაც ვერ გაუძლევს და...ამ მრავალწერტილით ყველაფერი ნათქვამია.უსურვე მხოლოდ სიკეთე, რომ იმ სხვასაც უყვარდე და შენც იგივე გისურვოს.გაიმეტე სხვისთვის ერთი ტკბილი სიტყვა, ნუგეში ესეც კი საკმარისია რომ იგრძნოს მის გვერდით ხარ.ბოროტება აბინძურებს გარშემომყოფებს, მაგრამ სიკეთეს ვერას უშვრება რა...სიკეთე თვით მაგიაა რომელიც არასდროს დაკარგავს ძალას.სიკეთე ქვეყნად მოვლენილი ანგელოზია, ის ანგელოზი რომელზეც დაუსრულებლად შემიძლია საუბარი.სიკეთე, რომ არა ალბათ, ვერ გადარჩებოდა დედამიწა და მასზედ მცხოვრები ადამიანები.აირჩიე, სიკეთე რადგან ეს შენი არჩევანია, ან ცუდისკენ წახვალ ან კარგისკენ...ეს უკვე შენი საქმეა, შენი ცხოვრება, შენი სიცოცხლე და შესაძლებლობა.მაგრამ, დროა იმის, რომ ადამიანები მიხვდნენ თუ რა არის სწორი და რა არასწორი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent