შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულით სიყვარული


30-06-2020, 04:03
ნანახია 930

სიყვარულით სიყვარული

.....
დედა,მამა,შვილი, და-ძმა
ცოლი, ქმარი, ბებო-პაპა,
მეგობარი, მეზობელი,
მდიდარი და სალახანა.
ყველას უყვარს,
ყველა უყვართ,
ერთმანეთით მათ აქვთ ძალა.
სიყვარული არის მათთან.

.....
უსამართლოდ გატანჯულო, გალანძღულო, გადაღლილო, მაგრამ სიცოცხლენაჩუქარო და ბედნიერებაგამოვლილო ადამიანო - შენ მოგმართავ!
მე სიყვარული ვარ.
შეგახსენებ, რომ შენთვის ვარსებობ და მინდა სიხარულის გახანგრძლივებაში დაგეხმარო და მწუხარების დროს განუგეშო.
ჩემი ბევრი სახეობა არსებობს, სხვადასხვა ფორმით გამოხატული.
- ზოგჯერ დენის დარტყმასა და ჟრუანტელის დავლაში მდებ ბრალს. - არ ვუარყოფ, ესეც არის, მაგრამ მე სიმშვიდეში უფრო ხშირად ვარ.
წყნარად მოჩუხჩუხე მდინარესავით, არ ვბობოქრობ, არ ვიქადნები ქვეყნის წალეკვას, მოვდივარ და არაფერს ვვნებ, ვჩუხჩუხებ ჩემთვის. ზაფხულობით მოდიხარ და გრილდები , ხოლო სხვა დროს მივიწყებ, იშვიათად მოადგებით ჩემს ნაპირებს და ჩემი სილამაზით ტკბები.
წვიმასაც ვგავარ, რომელიც დაუღლელად ცრის, ზოგჯერ გაბედნიერებ, სიხარულით გამოვარდები, ხელებს შლი და ცას აჰყურებ, გუბეშიც აჭყაპუნებ ფეხებს. ზოგჯერ ნირწამხდალი ჩამოივლი ხოლმე, გეგმების შეცვლა არ მოგწონს, ოდნავ დანამვის, ვარცხნილობის დაშლის გეშინია, გუბეები ხომ საერთოდ კოშმარია.
მზეც ვარ, რომელიც არ გწვავს, რომელიც გათბობს და განათებს.
მინდვრის ყვავილი ვარ, უანგაროდ რომ ამშვენებს მდელოს.
მე ახალშობილის პირველი ღიმილი და მოხუცის სახეზე კეთილი ნაოჭი ვარ.
მე ყველგან ვარ და მთავარია შემიცნო.
შენ მე მეძებ, მაგრამ ვერ მიპოვი მანამ, სანამ ჩემი არსებობის სანახევროდ გწამს. ხელოვნური, ხელშეუხებელი, რთულად საპოვნი გგონივარ.
შენ ჩემთვის ხარ შექმნილი და შენ კი ხელს მკრავ, ამით მძიმე და ბნელ გზას ირჩევ.
მე ახლაც აქ ვარ, ნუ მეძებ სხვაგან. შენს გულსა და შენს გონებაში ვარ. ბოღმას, შურს, სიამაყეს, შფოთვას ალყა შემოურტყამს ჩემთვის და არ მაცდიან გაბედნიერო, გაჩვენო რა ტკბილია სინამდვილეში ეს ყოფიერება. დაგანახო ის, რასაც ადრე ვერ ამჩნევდი.
ყველაფერი ცუდის დასაბამი უსიყვარულობაა.
როგორც უჰაეროდ ვერ გაძლებ, ასევე - უჩემოდ, დაღუპული ხარ და ამას ვერც იაზრებ. მხოლოდ შენ რომ იყო რა უჭირს, ჩემი გამოდევნით ერთიმეორეს მიყოლებით ანადგურებ ყველაფერს შენს გარშემო.
შენი პირველი მოვალეობაა მე მეძებო.
არ მიეჩვიო უჩემობას!
უკუნ სიბნელეში გზას გაგინათებ, სუსხსა და ყინვაში გაგათბობ, სამართალს გაპოვნინებ, გულიდან წამოსულ კეთილ ღიმილს გასწავლით.

სიყვარულით სიყვარული



№1  offline მოდერი guroo

უმმმმ, რა ტკბილია❤️

 


guroo
უმმმმ, რა ტკბილია❤️

♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent