შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთი უბატონო ხევსური ვარ


9-06-2020, 18:21
ავტორი Chamomil
ნანახია 1 303

ერთი უბატონო ხევსური ვარ,
ვიცი უნაპირო სიყვარული,
ზოგჯერ ჩუმ თრობაში შესული ვარ,
ზოგჯერ მთებზე მიყვარს სიარული.

შენი სიყვარული მომანათე,
თორემ უშენობამ გამაწვალა,
მე ვარ ის ბებერი მოსამართლე,
შენ კი მოფრთხიალე ცასწავალა.

გული იმალება სირცხვილივით,
მაინც მინდოდა რომ შეგემჩნიე,
ჩემთან მოირბინე სიკვდილივით,
მე კი სუნთქვასავით შეგეჩვიე.

მინდა მაგ ტუჩებზე მიძალება,
ჩემი ხანჯალივით დაგიჩემო,
უნდა მოგიტაცო მზისთვალება,
სადმე თბილი ქოხი აგიშენო.

ერთი უბატონო ხევსური ვარ,
ვიცი უნაპირო სიყვარული,
ზოგჯერ ჩუმ თრობაში შესული ვარ,
ზოგჯერ მთებზე მიყვარს სიარული..



№1  offline წევრი nini_22

მომწონს, ძაან კარგია ????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent