შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როდის უნდა გაიზარდო?


1-07-2020, 20:33
ავტორი Frigga
ნანახია 1 191

როდის უნდა გაიზარდო? მიხვდე რომ შენი სამყაროს იქით ბოროტება ბევრია და არ შეიძლება ყველას უვყარდე? როდის უნდა გაიზარდო და მიხვდე, რომ ყველა გამოხედვაში იმის ამოკითხვას არ უნდა ცდილობდე რაზეც ოცნებობ? როდის უნდა გაიზარდო?
გაყინული თითებით, ცხვირის წვერით და ფიქრებით სავსე გონებით თითქოს რამით განსხვავდები, მაგრამ მაინც ერთნაირად მშვიდი სამყაროს ნაწილი ხარ, არეული ხარ, დამამშვიდებელი და ანტიდეპრესანტი არ გშველის, უბრალოდ გთიშავს და მორჩა, ყველაფერზე უფრო მეტად ბევრს ფიქრობ, ვიდრე საჭიიროა, გეშინია და ალბათ იმიტომ. იმედგაცრუების და მარტოობის რასა დიდი ხანია გამოექეცი და აღარ გინდა დაუბრუნდე,.
არაფერი ხარ და თან ყველაფერი, არავინ ხარ და თითქოს შენში ყველამ თავი მოიყარა, ჩვეულებრივი ხარ და თან შესამჩნევად უჩვეულო, მიუღებელი, ამორალური და გამაღიზიანებელი, ბავშვი, რომელიც საცაა ოცი წლის გახდება, მაგრამ ვერ გაიზარდა, ჩაკეტილი და თან ყველასთვის ღია, ცოდვებით სავსე, მაგრამ უცოდველობა არც არასდროს გიცდია, უშიშარი, მაგრამ შიში უზომო და უკიდეგანო შეგიძლია, ვინ ხარ? ვინ? როდის უნდა გაიზარდო? უკვე გვიანია…
ისუნთქე, ღრმად ისუნთქე სანამ ჰაერი გყოფნის და არ გახრჩობს, შენი დედაც, ისუნთქე, არ გჭირდება ადამიანები, ისუნთქე არსებობისთვის, რიგში ჩდექი, ირწმუნე და გაიზარდე, არ შეიძლება ბავშვად დარჩენა რაოგორც უნდა გინდოდეს უბრალოდ არ შეიძლება, უნდა გაიზარდო, ისწავლო როგოორ გაარჩიო გაყინული მზერა ნამდვილისგან, ისწავლო დამოუკიდებლად სიარული, ისწავლო როგორია იყო ადამიანი, არავის ჭირდება შენი განსხვავებულობა, არ ადარდებს, ვერავის გააკვირვებ, უბრალოდ ეცადე გახდე ის ვინც შენ გინდა, ისუნთქე სულელო ბავშვო, ისუნთქე…



№1 სტუმარი სტუმარი Mmm

არადა,ყველას ვინც შენს გარშემო ტრიალებს,რომ კითხო ყველაზე მეტად რა მოგწონს ჩემშიო,ერთ ხმად გიპასუხებენ:-შენი განსხვავებულობა.თუმცა საკმარისია შენი განსხვავებულიბის გამო რაიმე უხერხულობას წააწყდნენ(არამც თუ პრობლემას)მაშინვე ხმის ამოუღებლად იხევენ უკან....და შეიძლება ვერც კი გაიხსენონ თუ გუცნობდნენ....

 


№2  offline წევრი Frigga

სტუმარი Mmm
არადა,ყველას ვინც შენს გარშემო ტრიალებს,რომ კითხო ყველაზე მეტად რა მოგწონს ჩემშიო,ერთ ხმად გიპასუხებენ:-შენი განსხვავებულობა.თუმცა საკმარისია შენი განსხვავებულიბის გამო რაიმე უხერხულობას წააწყდნენ(არამც თუ პრობლემას)მაშინვე ხმის ამოუღებლად იხევენ უკან....და შეიძლება ვერც კი გაიხსენონ თუ გუცნობდნენ....

ნამდვილად <3

 


№3  offline წევრი ბო თე

სრული სიმართლეა. ამ სიტყვებმა უფრო მეტად დამაფიქრა ბევრ რამზე და თან მიმახვედრა, ზუსტად ახლა ეს მჭირდებოდა და მადლობა ამისთვის heart_eyes

 


№4  offline წევრი Frigga

ბო თე
სრული სიმართლეა. ამ სიტყვებმა უფრო მეტად დამაფიქრა ბევრ რამზე და თან მიმახვედრა, ზუსტად ახლა ეს მჭირდებოდა და მადლობა ამისთვის heart_eyes

მადლობა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent