შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე ფრთებს შევისხავ, გპირდები... /სრულად/


16-07-2020, 15:17
ავტორი Mary Drey
ნანახია 15 801

დღეს ისევ სხვა ქალთან ერთად დაგინახე.
თუმცა უწინდებურად ვერ მოვედი შენამდე... გამარჯობაც კი ვერ გითხარი სიმწრისაგან და უსაშველო ტკივილიანი ლოდებისგან, რომელიც გულზე მაწევს.
შენ მითხარი, რომ ჩემთან დარჩებოდი. არსად არ წახვიდოდი... ჩვენი სხეული და სული მხოლოდ და მხოლოდ ერთმანეთისათვის იყო შექმნილი.
სიტყვებმა ფასი დაკარგეს, ედი.
ჩვენ კი ამის შედეგად ერთმანეთი.
მტკივნეულია, როდესაც გვერდით ჩემს მაგივრად სულ სხვა ქალი გიდგას, რომელსაც იმ სიტყვებს უძღვნი, რომელიც ადრე... ერთ დროს მხოლოდ მე მეკუთვნოდა.
ჩემი შენდამი სიყვარული ტკივილია.
უდიდესი ტკივილი, რომელსაც დრო ვერ გააქრობს, ედი.
ყოველ ჯერზე, როდესაც შენს თვალებს ვხედავ მინდება, რომ ამ სამყაროს მოვწყდე.
ემოციების შემოძალვისაგან ყელი იმ წუთშივე საშინლად მეწვება.
მე შენ მიყვარხარ, ედი...
ედი...
ჩვენ ჩვენი სამყარო გვქონდა... თავისივე თანავარსკვლავედებითა და მზის სხვივებით.
ახლა სუსხია... ტანში მცრის იმის მიუხედავად, რომ ჩემი სული ერთიანად იწვის.
მინდა შენამდე მოვიდე, თუმცა წინ ვერ მოვიწევ...
მინდა სიტყვები გითხრა, თუმცა შენამდე ვერ აღწევს...
მინდა გულში ჩაგიკრა და მთელი გულით გითხრა, რომ შენ... დიახ, მხოლოდ შენ იყავი ის ერთადერთი მამაკაცი, რომელიც სამუდამოდ ჩემში დარჩა და ეს იარები, რომელიც შენგან დამრჩა, დღითიდღე უფრო და უფრო იზრდება. მეც ამ იარებში ვიკარგები, რომლიდანაც გეზს ვერ ვიკვლევ.
მენატრები...
მჭირდები...
ვუფერულდები...

შენი თვალების დანახვის შემდგომ ტატუ ბარში შევედი... სწორედ ის მერცხლები დავიხატე, ედი, რომელიც ჩვენს ისტორიის იმიტაციას ჰქმნიდა.
და მე ვერ შეგპირდები, რომ დაგივიწყებ...
მე ვერ შეგპირდები, რომ ოდესმე გამინელდება შენდამი გრძნობები...
მე ვერ გეტყვი, რომ სიკვდილი არ მომინდება, როდესაც ცოლს მოიყვან და შორიდან ისევ თვალებამღვრეული დაგინახავ...
მე ვერ დაგპირდები იმას, რომ ბედნიერი ვიქნები...
მე ვერ დაგპირდები სუიციდური აზრების მოშორებას...
მე მხოლოდ იმას შეგპირდები, რომ მხოლოდ შენ დაგემსგავსები.
რადგან შენ ყოველთვის ჩვენ ვიყავით...
და თუ შენ, ჩვენ არ ვიქნებით მაშინ ცხოვრებაც თავის ელფერს დაკარგავს...


მე ფრთებს შევისხავ, გპირდები...
ჯოჯოხეთი კი თვით მარტოობაა...



№1  offline წევრი Ανάξιος

როგორი სევდიანია...
ბოლოში ტანში გამცრა, გინდა არ გინდა , საკუთარ თავს წარმოიდგენ ამ ადამიანის ადგილას
❤️

 


№2  offline მოდერი Mary Drey

korean
როგორი სევდიანია...
ბოლოში ტანში გამცრა, გინდა არ გინდა , საკუთარ თავს წარმოიდგენ ამ ადამიანის ადგილას
❤️


საყვარელო და ტკბილო... ნამდვილად არ მინდოდა სევდიანი გამომსვლოდა, თუმცა ასე მოხდა. ყოველთვის იმას ვწერ რაც მაწუხებს. ყოველი ჩემი სიტყვა რეალურია. ფურცელს და კალამს ვერ ვუღალატებ. :( <3
მადლობა დიდი.
მადლობა, რომ წაიკითხე და კომენტარი დამიტოვე! <333

 


№3 სტუმარი სტუმარი Barbare

Aseti kargi ram jer ar wamikitxavs

 


№4  offline მოდერი Mary Drey

სტუმარი Barbare
Aseti kargi ram jer ar wamikitxavs


აუუუ... მადლობა დიდიიი!!!

 


№5  offline მოდერი Catherine Di Perso

× შევისხავ - შევისხამ.
სამწერტილებს მაინც ვერ ეშვები.

ემოციური იყო, თუმცა არ მოგატყუებ... არ მეყო.

 


№6  offline მოდერი Mary Drey

Catherine Di Perso
× შევისხავ - შევისხამ.
სამწერტილებს მაინც ვერ ეშვები.

ემოციური იყო, თუმცა არ მოგატყუებ... არ მეყო.



მადლობა.... მე, რომ დავწერე მეც არ მეყო. ასე, რომ მესმის რასაც ამბობ. ^^

 


№7 სტუმარი სტუმარი ბიბი

ესეც გაივლის )))

 


№8  offline წევრი Nobodyelse

ზემოთ აღნიშნულ შეცდომას + ის, რომ გაცილებით მშრალი იყო, ვიდრე სხვა ნაწერები, მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ მომწონს აზრები და დამოკიდებულებები.

 


№9  offline მოდერი Mary Drey

სტუმარი ბიბი
ესეც გაივლის )))

რა თქმა უნდა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent