ბავშვობა
როდის დაიწყო ჩემი ზღაპარი? მაშინ,როდესაც ამ ქვეყანას მოვევლინე და ცოცხალ არსებად ვიქეცი.როცა დედამიწაზე დავდგი ფეხი,სუნთქვა დავიწყე და სამყაროს აღქმადობა.ნელ-ნელა ადამიანების ცნობაც ვისწავლე,მივხვდი ვინ იყო ჩემი მამა და დედა.ვიზრდებოდი,საუბარი დავიწყე,შემდეგ ფეხი ავიდგი უსასრულო კონტაქტი დავამყარე ოჯახის წევრებთან...აქედან დაიწყო,ის ბავშვობა რომელიც ტკბილად მახსოვს და გახსენებაზე ყოველთვის მეღიმება როდესაც წარსულის თბილ მოგონებებს ვიხსენებ თუ როგორი ვიყავი პატარა, და ის წვრილმანი დეტალები რომელიც დღემდე მომყვება და მაბედნიერებს.ბავშვობა-ბედნიერებაა,სილაღე რომელიც არ არის სამწუხაროდ უსასრულობა..მხოლოდ წლებია ბავშვობა,რომელიც ადამიანს მთელი ცხოვრების მანძილზე თან სდევს.ყველა ადამიანი ყოფილა ბავშვი, ე.ი გამოუცდია ოჯახის სითბო,ბებიების ნებივრობა, გადაჭარბებული სიყვარული და ზრუნვა.დედების საამო სურნელი, ალერსი და ჩახუტება...მამის ღიმილი,მამასთან ერთად სეირნობა,მასთან ერთად გართობა და ის რაღაც საოცარი შეგრძნება რაც ოჯახის ფუძეს გააჩნია...შემდეგ დედმამიშვილის სიყვარული.ახალი ოჯახის პატარა წევრი,რომელსაც სულმოუთქმელად ველოდებოდი ყოველ დღეს,საათს,წუთსა და წამს.დადგა ის ნანატრი დღე,როდესაც საავადმყოფოში წამიყვანეს მამამ და ბებომ. პატარა წერტილი მანახეს..დავიბენი,არ ვიცოდი რა მექნა ცოტა ვიეჭვიანე კიდეც,გულში გამიხარდა მაგრამ მოფერება ვერ გავბედე იმდენად შევიყვარე,რომ მეშინოდა არაფერი დამეშავებინა ჩემი მოფერებით.ძამიკოს შევეგუე,დედასავით დავუწყე მოვლა.დედას გვერდით ვედექი და ვეხმარებოდი...ძამიკოსთან ერთად ვიძინებდი,ერთად ვჭამდით,ვართობდი,ვეფერებოდი...საუბარი ვასწავლე,თავიდან ვერ ამბობდა ჩემს სახელს ამაზე კი გული ძალიან მტკიოდა...ყოველ დღე ვუმეორებდი ჩემს სახელს დადგა ის დღე როცა ერთ მშვენიერ დილას სახელით მომმართა.გამიკვირდა,გამეხარდა,გავოცდი არ ველოდი...წამოიზარდა,მეც გავიზარდე მასზე 4-წლით უფროსი ვიყავი მაგრამ კარგად მახსოვდა ის მომენტები რაც ბავშვობაში გამოვიარე.ყველა დეტალი,რომელიც ჩემს გულს მალამოსავით ედება,მიხარია ხოლმე როცა ბავშვობის იმ დღეებს ვიხსენებთ პატარები,რომ ვიყავით მთელი ოჯახი ერთად და არანაირი დარდი არ გვქონდა გულში.მხოლოდ სილაღე თუ დაისადგურებდა პატარა,ონავარი ბავშვების გულებში...ისინი სიკეთით სავსენი იყვნენ ...ყოველ მეორე შემხვედრს უღიმოდნენ და სითბოს გასცემდნენ. ბავშვობის სიხარული ფოტო სურათებად ვაქციე რომელიც ოთახში მაქვს ჩამოკიდული და ყოველდღე ვუცქერ ამით კი ვტკბები და ვამბობ:თურმე რა იღბლიანი ვყოფილვარ,რომ ასეთი ოჯახი შემხვდა და შვილად მე ამირჩიეს.მყავს ისეთი დედმამიშვილი რომელსაც უზომოდ ვუყვარვარ და მიყვარს. მქონდა ისეთი ბავშვობა რომელიც სხვა ბავშვისთვის სანატრელი შეიძლება იყოს რადგან ბევრი ისეთი ადამიანი ვიცი რომელსაც ხინჯი ბავშვობა ჰქონია ამაზე კი გული ძალიან მეწვის,მტკივა...თუ რატომ არ უნდა იყოს ყველა ბავშვი ბედნიერი,რატომ არ უნდა ჰქონდეთ სათამაშოები,თოჯინები რომლებსაც სახელებს დაარქმევენ და მათთან ერთად ითამაშებენ...მინდა,რომ სხვაც იღიმოდეს და კარგად გაახსენდეს თავისი წარსულუ მაგრამ ზოგჯერ ისე ხდება,რომ ბევრ ადამიანს ამის გახსენება არც უნდა იმდენად საშინელი იყო,ან კიდევ იმდენად ბუნდოვანი,რომ საერთოდ არ ახსოვთ. ბავშვობა- ჩემთან ღიმილთან,უდარდელობასთან,სილაღესთან,სიკეთესთან,ფერად დღეებთან,ბებია-ბაბუებთან ასოცკრდება. ბავშვი სამყაროს საჩუქარია,ყველას,რომ ბედნიერებას და სიხარულს ანიჭებს იმ სიყვარულს განაცდევინებს რაც აქამდე არ უგრძვნია. ბავშვი,სულ სხვა სიყვარულია.გულწრფელი,კეთილი,მოსიყვარულე და ფერადი. ყველაჩვენთაგანის გულს,რომ ათბობს, ახარებს და განსაკუთრებულ სიახლეს სძენს. ის,ქვეყნად მოვლენილი ანგელოზია,რომელიც ამქვეყნად მხოლოდ სიკეთესა და სიყვარულს ასხივებს და გარშემომყოფებს ამით ასულდგმულებს.ძალას აძლევს იმისას,რომ ცხოვრება გააგრძელონ და გაიღიმონ.დაივიწყონ ყველა ის სევდა,ნაღველი თუ პრობლემა რაც აქამდე ჰქონდათ.მალამოსავით გულსა და სულს,რომ ედება და ყველა ტკივილს აშუშებს რადგან ის ყოვლიშემძლეა.მას შეუძლია სხვების ცხოვრება შეცვალოს,რა თქმა უნდა კარგის მხრივ,მათ ჩაუნერგოს ის პასუხისმგებლობა და მზრუნველობა რაც მაგალითად მშობლებს ევალებათ.ის მშობლებთან ერთად,ოჯახთან ერთად ახალ ცხოვრებას იწყებს,როცა ბავშვი ევლინება ქვეყანას მშობელიც თავიდან ჩნდება და ახლიდან იწყება ათვლის წერტილი.ახალი გარემო,ახალი შეგრძნებები ამ დროს თავი სიზმარში გგონია და ღმერთს მადლობას უხდი ამ მშვენიერი არსებისთვის რომელმაც უფრო გაბედული,ძლიერი და მამაცი გაგხადა.გასწავლა თუ რას ნიშნავს იყო დედა და ამავდროულად მისი ერთგული მეგობარი.ყველაფერი იწყება ნულიდან,თვითონ ქმნი ყოველივეს შენს პატარასთან ერთად.მას აძლევ იმდენ სიყვარულს და სითბოს რამდენიც საჭიროა,მის გამო ყველანაირ რისკზე წახვალ მთავარი პრინციპი ის არის,რომ ჯანმრთელად იყოს და მუდამ იღიმოდეს.დავიცვათ,ბავშვები და ვეცადოთ,რომ მათი ყოველი დღე მრავალფეროვანი და ფერადი იყოს რადგან მათი სამყარო,მათივე წარმოსახვაში ასეთია ფერადი ბუშტებით სავსე სადაც მხოლოდ სიყვარულია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.