მზის გოგო
ხომ არსებობენ გოგონები, მთვარესავით გაბადრული სახით და ვარსკვლავებივით კაშკაშა თვალებით, რომ შეხედავ და უფრო მეტად ბრწყინავს, ბზინავს და ლამისაა მთელი შენი არსება მოიცვას მისმა გასხივოსნებულმა მზერამ. ღიმილიც როგორი სანდომიანი აქვთ. გინდა სულ უყურო და უყურო. მიზეზს ეძებ ნახვის, საუბრის. ყველაფერს აკეთებ გააღიმო და მისმა სიკაშკაშემ შენც მოგიცვას. ასეთი გოგოები ყოველთვის ვიღაცის ჩრდილში დგანან. თითქოს არც ჩანან. მაგრამ უეცრად შეამჩნევ და ვეღარ ივიწყებ. ერთხელ გაესაუბრები სრულიად უბრალოდ და ისევ მისკენ მიილტვი. ასე შეიძლება ერთხელ გაგიმართლოს მეორედ კი ვეღარ ნახო. ისე იყოს თავისთვის, მშვიდად მიყუჟული. თავის ფიქრებთან, კაშკაშა აზრებთან და მზესავით სულთან. ასეთი გოგოები შემოდგომის მზესავით არიან. აქა იქ გამოანათებენ. ძირითადად ღრუბლებს ეფარებიან, მაგრამ მათი დანახვა ისე გათბობს, გამშვიდებს და გახალისებს, რომ ზამთრის ყინვასაც გაძლებინებს. ასეთ გოგოებს ბევრი ფიქრები აქვთ. მარტოდ არიან თავის თავთან და არც იციან როგორ ჭირდებიან ისინი ადამიანებს. როგორ სჭირდებათ მათი გამონათება. მათთან საუბარი ისეთივე სიმშვიდის მომტანია როგორც მათი ხმა. თუმცა ისინი სულაც არ გრძნობენ სიმშვიდეს. მათი ბობოქარი სული სულ სხვანაირად ტრიალებს. შემოდგომის გოგონები თითქოს ცივები, მაგრამ თბილი ფერებით აღწევენ ადამიანების სულებამდე მათში ლღვებიან და ასაზრდოებენ. შემოდგომის გოგონები ყველაზე მგრძნობიარენი და გულჩვილნი არიან. ასეთი გოგონები ყველას უყვარს, ყველას სჭირდება მაგრამ მათი დიდხანს არ ესმით. თითქოს ხუნდებიან ფოთლებივით მათი მგრძნობელობის, გულწრფელობის და რეალურად რთული ხასიათის გამო. გადის შემოდგომა და შემოდგომის გოგონებიც მარტო რჩებიან. შეუძლებელი ხდება მათი სიმშვიდის, ფიქრების, გამოუხატველობის , მიჩვევის ატანა და ტოვებენ. მათი სითბოშეტოვებული ადამიანები კი უძლებენ ზამთარს, შემდეგ გაზაფხულზეც იკრებენ ძალებს, ზაფხულში მთლიანად იფიტებიან და ერთადერთი ხსნა მათთვის შემოდგომის გოგონები არიან, რომლებიც ან ჩნდებიან ან არა. და ასე... შემოდგომის გოგონების ძებნაში გადის ყოველი დღე და ბოლოს მაინც ვერ პოულობენ. დიახ ასეა, გეფიცებით. შემოდგომის გოგონები ცხოვრებაში ერთხელ გხვდებიან შემდეგ კი სულ მათ ეძებ. ეძებ, ეძებ მაგრამ ამაოდ. ისინი აღარ მეორდებიან!...
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.