ერთხელ ვენდისში
იცი ?!.. სულ რამდენიმე დღის წინ ანგელოზს გადავეყარე, აი ისეთს, რომ შეხედავ და თვალი გაგიშტერდება... ვუყურებდი და თვალს ვერ ვწყვეტდი მის ფერმკრთალ და, ჩემთვის, მსოფლიოში ყველაზე ნათელ და ფერად, კანს, თმის ფერს,ოდნავ რომ შერევია მზის კაშკაშა ყვითელი და რაღაცნაირი უცნაური, არადედამიწისებურად შთამბეჭდავი ფერი მიუცია, ნაზ ფარფარფატს და უცნაური აზრები მიპყრობდა - ნეტავ თუ ოდესმე იარსებებს „ჩვენ“, ჩვენი შვილიც ასეთი იქნება?! იცი, როგორ მინდოდა სულ რამდენიმე წამით მივსულიყავი, ჩავხუტებოდი და ასე ჩამეკლა შენი უსაზღვრო მონატრება?... მაგრამ შემეშინდა?... იცი რისი, უცბად ვიღაც უცხო რომ გადგება და მესაყვარლები და ჩაგეხუტებიო, როგორია?... და მაინც თვალი ურცხვად მიშტერედებოდა სკამზე დასკუპებულ პატარა ანგელოზზე, იცი როგორ გგავდა, აი უსაზღვროდ და როგორც შენ, დანახვისთანავე ამ პატარამაც დაიპყრო ჩემი გული... ვუყურებდი და საოცარი ოცნებებისკენ მივიწევდი, იქ, სადაც არსებობდა შენ, მე და ასეთი პატარა ანგელოზი....იქ,სადაც არც შენი ჩახუტების შემეშინდებოდა და არც ამ პატარა ანგელოზის... იცი, რა ბედნიერება იყო თუნდაც რამდენიმე წამით ამ ოცნებაში ჩაკარგვა და რეალობისკენ მოწყვეტა...
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.