შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფიქრის კონტროლი


8-08-2020, 21:59
ავტორი სალისალომე
ნანახია 813

რაზე ფიქრობ, ახლა ამ წუთსა და წამს?ერთ მარტივ, ფსიქოლოგიურ ტესტს გასწავლით რომელიც თქვენს თავს ყოველდღიურად უნდა ჩაუტაროთ.ყოველ დილით, დააყენეთ მაღვიძარა დახუჭული თვალებით, შემთხვევითობის პრინციპით საათი.დღის მანძილზე დარეკავს მაღვიძარა და ამ დროს თქვენ ხმამაღლა უნდა უთხრათ საკუთარ თავს თუ რაზე ფიქრობდით სისტემატიური ხასიათი თუ მიეცემა, ეს უკვე ჩვევაში გადაიზრდება და თვითონვე გააკეთებთ ამას ყოველდღიურად.ამის საშუალებით ისწავლით ფიქრების კონტროლს.შეძლებთ, რომ ეს გარემოება კონტროლირებადი გახადოთ.იფიქროთ იმაზე რაც კარგი და დადებითია.არა იმაზე რაც თქვენს ფსიქიკას არყევს და რეალურ ცხოვრებაშიც ზემოქმედებას ახდენს.ესეიგი, უნდა იფიქროთ მხოლოდ იმაზე რაც კარგის მომტანია, თუ თქვენ კოსმოსში ცუდ ენერგიას გაუშვებთ იგივე მოზრდილი ენერგია ნეგატივით დაგიბრუნდებათ უკან. როგორ მოქმედებს და რამხელა ზეგავლენას ახდენს ნეგატივი არსებობისა და სიცოცხლის მანძილზე.თითქოს მდინარეს დინებას მიჰყვები, მასზე ხარ დამოკოდებული.ამბობ;რაც არის არის, სხვა გზა არ მაქვს. ეგუები იმ გარემოებებს რაც არ განიჭებს ბედნირებას.ვინ გვიშლის ამას? არავინ, მაგრამ არის აქ, ერთი დომინანტი ფიგურა ჩვენი სიღრმისეული პიროვნება და ადამიანი რადგან არ ვინდომებთ რაღაც გავაკეთოთ ისე, როგორც საჭიროა.ვიყოთ დამოუკიდებლები, ჩვენით მივაღწიოთ და მივიღოთ ის, ღირებული და მნიშვნელოვანი რომლისთვისაც ვიბრძვით.დღევანდელ დროში სუსტია ის ადამიანი ვინც დინებას მიჰყვება და არ ცდილობას პირიქით თავისი სურვილისკენ წარმართოს ის...ყველამ კარგად ვიცით, მდინარისა და წყლის შესაძლებლობები თუ როგორი კალაპოტი აქვს და თავის სურვილზეა დამოკიდებული საით წაიყვანოს დინება, წყლის სიღრმე როგორი იყოს და მთავარი, წყალმა მოგატყუოს როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება შორიდან დაბალი ჩანს სიღრმე, ახლოს რომ მიხვალ იმდენად ღრმაა, რომ ფეხს ჩაგითრევს იქიდან კი ვეღარ ამოხვალ.თქვენ ზუსტად ამას უწოდებთ იმ სიტყვებს რომელსაც უიმედოდ ამბობთ ;როგორც იქნება, ისე იყოს და მსგავსი უიმედო, ურწმუნო ფრაზები რომელიც ძალზედ ხშირია...რეალობა წყლისა კი ეს არის რაც ზემოთ ვახსენე.ფიქრი-ერთ მხრივ უმნიშვნელო, არაფრის მომცემად წარმოგვიდგება მაგრამ თუ დაკვირვებით შევხედავთ მასზეა აწყობილი ადამიანის ფსიქიკა და ფსიქოლოგიური მდგომარეობა რომელიც დიდ როლს თამაშობს ადამიანის ქმედებებში, მის არსებობაში და სიცოცხლეში.თუ როდის, რას, როგორ, რანაირად მოიმოქმედებს.რას იტყვის, რა დასკვნას გააკეთებს, როგორ შთაბეჭდილებას მოახდენს.ვისაც ჯანსაღი უნარი აქვს იმისა, რომ სწორად იფიქროს აქედან გამომდინარე დასკვნა კეთდება, რომ ფსიქოლოგიურად ძლიერი პიროვნებაა.აქაც ჩნდება კითხვა, თუ ის ადამიანი არის ძლიერი, მეორენი რატომ არიან სუსტნი?უცაბედად, რატომ იშლიან ნერვებს, არ უფრთხილდებიან ფსიქიკას, ყველა დეტალის ეშინიათ, არ მიდიან რისკზე, უფრთხიან დაბრკოლებებს რადგან გონიათ რომ არა აქვთ იმდენი ძალა თუ შესაძლებლობა იმისა, რომ მოერიონ ცხოვრებისეულ დარტყმებს.ისინი ნამდვილად სუსტნი არიან?არა, პრობლემა იმაშია, რომ მათ ვერ გამოზარდეს საკუთარი თავი სათანადოდ.ვერ შექმნეს იმდენად ძლიერი პიროვნება რომელსაც ცხოვრებისეული, თავსდამტყდარი შტორმისაც კი არ ეშინიათ.ამას ეგუებიან, მათაც ეშინიათ მაგრამ ამშვიდებენ შტორმს ჩააწყნარებენ, ცივი გონებით დაფიქრდებიან და მოქმედებენ.ხოლო ვინც ვერ გამოზარდა სათანადოდ ძლიერად თავი, ისინი სხვაგვარად იქცევიან ეშინიათ შტორმის, ქარიშხლის გონიათ, რომ ცუდი მოხდება ამის მოლოდინში არიან მთელი ცხოვრება.ესეც განსხვავება სუსტსა და ძლიერს შორის.ეს ყოველივე დამოკიდებულია საკუთარი თავების აღზრდაზე, განვითარებაზე...ადრეც მაქვს ნათქვამი, რომ სუსტი ადამიანი არ არსებობს, არ იბადება.იბადება მხოლოდ ძლიერი. სუსტი ხდება იმ შემთხვევაში როცა არა აქვს განვითარებული ისეთი უნარები რომელსაც საკუთარი თავის მიღება ჰქვია ისეთაც როგორიც ხარ.შენ, ხომ არ შეგიძლია შეცვალო ძალად პიროვნება, მხოლოდ ის უნდა იყო როგორიც ხარ, როგორიც შენ გინდა იყო მომავალში და არა ის, სხვას როგორი წარმოუდგრნიხარ ან გონიხარ.იმოქმედე სწორად, ამაზეა დამოკიდებული მომავალი, ძლიერად დაბადებ საკუთარ

თავს თუ სუსტად.იფიქრე, გონივრულად და იმოქმედე სწორად აქედან მოდის განვითარების საფეხურები.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent