შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წერილი ჰანა ბეიკერს


18-08-2020, 22:28
ავტორი soundfeat
ნანახია 807

ძვირფასო ჰანა, შენ არასდრსოს გყოლია მეგობარი, რომელსაც თუნდაც იმაზე ესაუბრებოდი; ჩაი რომელიმე არომატით გიყვარს თუ უარომატოთ, მეგობარი, რომელსაც მოუყვებოდი ქარზე, წვიმაზე, შენს ბავშობაზე, იქნებოდი მასთან გულწრფელი და გულწრფელობა არ შეგაშინებდა, არ გამოგაცარიელებდა.. მაგალითად მე, როცა რამოდენიმე ადგილას მივდივარ თუნდაც ორ (ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან) ადგილას, მგონია რომ რაღაცას ვკარგავ, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს, რაც მხოლოდ ჩემი უნდა ყოფილიყო ან იმ ადამიანთან თანაზიარი, რომელიც იმას არ მეტყოდა, რომ მთლიანად ესმის ჩემი, მაგრამ ვიგრძნობდი მისი სხეულისგან გამოსულ უხილავ და გრძნობად სითბოს, რომელიც ჩემს ტკივილებს გააყუჩებდა.
ძვირფასო ჰანა..
შენ პატარა გოგონა ხარ, მე უკვე 16 წლის, მაგრამ მერწმუნე ასაკი მხოლოდ სტატუსია, მხოლოდ რიცხვი,რომელიც იზრდება, მაგრამ ჩვენ ისევ ისეთი პატარები ვრჩებით, ვთამაშობთ დიდობანას და ასე რომ არ ვიქცეოდეთ ისინი დაგვცინებდნენ, – ჩვენ გვეშინია მათი. მათი აზრების, მათი სიცილის, მათი შთაბეჭდილებების, მათი სიტყვების. დიახ, ასაკი მხოლოდ ციფრია, უბრალოდ მერე სხეული გვიბლაგვდება და აღარ მოჰყვება ჩვენს იდეებს.
ძვირფასო ჰანა.. ჩვენ რომ ერთ წიგნში გვეცხოვრა, მე აუცილებლად ვიქნებოდი ის ბიჭი, რომელიც შენთან მოვიდოდა და მიუხედავად იმისა, რომ მე მეორე ან თუნდაც მესამე ხარისხოვანი, უსახელო, უხილავი პერსონაჟი ვყოფილიყავი, გამოვისხამდი ფრთებს, გადმოვლახავდი ხალხის მასებიდან, მოვიდოდი შენთან და ჩაგეხუტებოდი, შეიძლება ჩემი ჩახუტება შენთვის აუხსნელი ყოფილიყო – მოგეშორებინე, მაგრამ შენ ჰოარ იცი ჩემი თვისების შესახებ?! რომ არავისთან გამომდის ურთიერთობა. ღიმილიც ჰო შეგვიძლია ადამიანს უანგაროდ ვაჩუქოთ და მთლიანად შეუცვალო დღის განწყობის ტრაექტორია) ვიდრე წლების ნაცნობებთან,რომლებიც დასკვნების მეტს არაფერს მიკეთებენ, მათ შეუძლიათ მეოთხე კლასში გადამხდარი ისტორიის გამო, ჩემს პიროვნებაზე, აწმყოში თქვან სრული სისულელე და თანაც სრული თავდაჯერებულობით. მათ ჰგონიათ, რომ რადგან, ჩემი წარსულის უმნიშვნელო ფრაგმენტებს იცნობენ, იციან ვინ შეიძლება ვიყო ახლა.. რას ვგრძნობდე და რა მოტივები გამაჩნდეს.
ჰოოოდა.. იმას ვამბობდი,რომ მე ვიქნებოდი შენი საუკეთესო ნაცნობი და მერე საუკეთესო მეგობარი.. თუმცა არც კი ვიცი ადამიანს ეს რაში სჭირდება.. რაში სჭირდება მაინც და მაინც ადამიანი, რომ სამყაროს აღქმა და საკუთარი პიროვნების ჩამოყალიბება შეძლოს? ალბათ ეს ასაკის ბრალია.. როცა მარტოობა უადამიანობა გგონია.. ან ის რომ საღამოობით არავინ გირეკავს და გისმევს კითხვას:,,როგორ ხარ?!“
ძვირფასო ჰანა, იცი რა ადვილია იმ მოვლებნების, სიტყვების და გარემოებების იმ ისრებივით ასხლეტა, რომელიც შენი გულისკენ გადაჭარბებული სიჩქარით მოემართება და მიზნად შენი ნაწილებად დაშლა აქვს? ადვილია და ამის შესახებ მოგიყვებოდი მონეს ბარში (ბარში, რომელშიც სიარული შეწყვიტე) ან თუნდაც ვიპოვიდით ადგილს, რომელსაც ,ჩვენს საყვარელ ადგილს დავარქმევდით და ჩვეულებრივ მინდორზე როცა ვიქნებოდით წამოგორებული და ცაზე გამოსხმულ ღრუბლებს ცხოველებს მივამსგავსებდით, ვიცინებდით ბევრს იმაზე თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანისთვის მეგობრობა სულაც არ დაგჭირდებოდა ჯესიკა, შესაბამისად აღარ გექნებოდა ეგ შრამი (თუმცა უნდა გამოგიტყდე რომ მე ძალიან მომწონს) , აღარ გედარდებოდა ზაკი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ სიტყვებს იპარავდა, ის შენ ვერასდროს ვერაფერს წაგართმევდა, სანამ ამის უფლებას თავად არ მისცემდი, სულაც არ დაგჭირდებოდა კორტნი, რომლისთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანების ფასეულობები კიარა, პოპულარობა იყო და ვერასდროს გაიცნობდი ჯენის (მხოლოდ დერეფანში ან სასადილოში მოკრავდი ხოლმე თვალს) და ბოლოს და ბოლოს აღარ გექნებოდა ცამეტი კიარა, არცერთი.. ჰო საერთოდ არცერთი მიზეზი თვითმკვლელობისთვის..
იცი რატომ ვფიქრობ რომ საუკეთესო მეგობრები ვიქნებოდით? იმიტომ რომ ძალიან მგავს ის გოგონა, სახელად ჰანა, რომელიც ახალ სკოლაში გადავიდა.. ის თითქოს ცარიელი ფურცელი იყო, რომელზეც საშინელი ანაბეჭდები დატოვეს ადამიანებმა.. მგავს თუნდაც იმით რომ ლექსებს წერს და უმეტესად მისი თავისთვის. სიამოვნებით მოვისმენდი შენს წაკითხულ, შენივე ლექსს, თუ რათქმაუნდა ამის სურვილი გექნებოდა. მე არასდროს დაგცინებდი განსხვავებული აზრების გამო.. მე სმენად ვიქცეოდი შენი ყოველი ერთი სიტყვის წარმოთქმიდან, აზრების დასრულებამდე. შენ ბევრისგან განსხვავებით ვიზუალისტი, ზერელე და გულგრილი ადამიანი არ ხარ, ასეთად მათ გაქციეს, გული გაგიციეს.. დედასა და შენს შორის კი თითქოს უზარმაზარი კედელი აღიმართა, რომელსაც აგურებს თანდათან დედა ამატებდა და შენ ხედავდი კიარა.. ვეღარც კი გესმოდა მისი ხმა.. და მასწავლებლები? მათ ჰო თინეიჯერები არასერიოზული, მიზანმიუმართავი, უხეში ბავშვები ჰგონიათ, რომლებმაც არაფერი იციან და არაფერს გრძნობენ, შესაბამისად არც ღირს მათთან საუბარი და ეს ასაკი თავად, დამოუკიდებლად უნდა გაიარონ, საფეხურებს გადაახტნენ, რომ ჩამოყალიბდნენ.. მერწმუნე, ჩვენ საათობით ვისაუბრებდით, (სხვებისთვის თუნდაც უაზრობებზე) ვისაუბრებდით სიტყვების გარეშეც და მე გასწავლიდი წვრილმანებით გაბედნიერებას..
ძვრფასო ჰანა, ვიცი რომ ყველაფერი, რაც მოხდა, ვეღარ გააქრობ.. სიკვდილი არ არის დასასრული და არც ტკივილის გაყუჩების საშუალებაა, ვიცი რომ გტკივა რაც ჯესიკას შეემთხვა, ვიცი რომ საკუთარი თავიც გტკივა იმის გამო, რაც ბრაისთან მოხდა, ვიცი! ვიცი, რომ ახლაც.. ვიცი რომ სიკვდილის წინ, რამოდენიმე წამით ადრე, დადგა გარდამავალი წამები როცა გააცნობიერე რა იყო შენთვის ღირებული და რა ნაკლებად მნიშვნელოვანი და ამიტომ, შენ ჰანა ბეიკერ! დამშვიდდი.. ამ სიტყვას ისე არ გეუბნები, როგორც ბრაისსმა წარმოთქვა იმ წყეულ ღამეს.. მინდა ამ სიტყვის გჯეროდეს, მინდა მთლიანად გაიაზრო და გაითავისო და დაიმშვიდო შენს სულში არსებული ყველა კუნჭული.. დამშვიდდი.. მე მინდა გითხრა რომ კარგიც კია, რომ შენ წიგნში ცხოვრობ, შენ წიგნში მოკვდი და ყოველ გამვლელ გოგონაში, რომელსაც თავი ჩაღუნული აქვს, ან ცრემლებს ჩუმად იწმენდს, მარტო ზის ზღვის ნაპირას საღამოობით, ან თუნდაც გოგონაში, რომელიც უნივერსიტეტში ყოველთვის უკან ჯდება და თავი საზოგადოების ხორცმეტი ჰგონია, შემიძლია შენ რომ გიპოვო, გაგაცოცხლო, – და გულში ჩაგიკრა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent