შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული,უსასრულო გრძნობად აღიარებული


23-08-2020, 17:53
ავტორი სალისალომე
ნანახია 960

სიყვარული უბრალო სიტყვა,ფრაზა,წინადადება ან დაპირება კი არ არის არამედ ცხოვრების თანამგზავრია. რომელსაც ყველაჩვენთაგანი განიცდის ერთმანეთის მიმართ.ჩვენ,სიყვარულისთვის გავჩნდით,ვცოცხლობთ და ვარსებობთ.მომავალშიც ასე იქნება,სიცოცხლის ბოლო წუთამდე მადლიერი ვიქნებით იმით,რომ სიყვარული გვაერთიანებს,დამაკავშირებელ ძაფებს აბამს ადამიანებს შორის და ორ შესაფერის თუ შესაბამის სულს ერთმანეთთან აკავშირებს.ქმნის ოჯახს,შვილებს,ახლობლებს,ნათესავებს,მეგობრებს და ცოცხალ,სულიერ არსებათა ჯაჭვურ რეაქციას ერთ რგოლში აქცევს.ყველას თავისებური გრძნობები,განცდა,დამოკიდებულება აქვს ამა თუ იმ ადამიანის ან თუნდაც საკითხის,საქმის მიმართ.გრძნობა კი ყველასი ერთია,სიყვარული რომ არა ერთმანეთთან როდი
გექნებოდათ ასეთი კარგი ურთიერთობა,დამოკიდებულება? როგორ გაუგებდით ერთმანეთს,რატომ აჩუქებდით გულით ღიმილს,სულით თბილ სიტყვებს,ალერსით სავსე კოცნასა და ტკბილ ჩახუტებას.რატომ აჩუქებდით მიზეზ გარეშე სიმბოლურ საჩუქარს,მიხვიდოდით მის დაბადების დღეზე,წვეულებაზე მოულოცავდით,ეტყოდით თბილ სიტყვებს დროს მასთან ერთად გაატარებდით და ახლიდან შეისწავლიდით.ეს ყველაფერი რას ნიშნავს? პირველრიგში კარგ ადამიანურ დამოკიდებულებას შემდეგ კი გრძნობას,იმ შეგრძნებას რომელიც შინაგანად მუდმივად გჭამს,ჭიანჭველასავით გივლის,თავს არ განებებს და გაწვალებს სურს,რომ რაღაც გაგაკეთებინოს იმოქმედო და გარისკო,გაბედო...ამ დროს იბნევი აზრები,ფიქრები გერევა თავში აღარ იცი ვის ან რას დაუჯერო.რა დაიჯერო,ვინ გეუბნება სიმართლეს და ვინ გატყუებს,ან საერთოდ რომელია სიმართლე და რომელი ტყუილი ამის გარკვევა მარტივია უნდა ჩაუღრმავდე საკუთარ თავს,მშვიდად იყო და გული რასაც იგრძნობს რასაც გეტყვის ის გააკეთო.გონებით არ იმოქმედო რადგან გულისა და გონებას ყოველთვის ბრძოლა აქვთ,ომში არიან ჩართულნი და ერთმანეთს ეჯიბრებიან თუ რომელი აჯობებს,რომელი უფრო სწრაფი და სწორია,რომელი სასარგებლოა ადამიანისათვის და მისი მომავლისთვის.გონება არასწორად მსჯელობს,ბევრ რამეზე გაფიქრებს წვრილმან გარემოებებზე რომელიც უმნიშვნელოა,უსაფუძვლო ეჭვებს გიჩენს.გული კი წინ მიმდებარე რგოლს უყურებს და ხელთ ისარი აქვს რომელსაც მიზანში გაარტყავს და სწორი მიმართულებით წავა.დაუჯერეთ მოალერსე გულს,ის მუდამ ალალ-მართალია.მას შეუძლია დაგიხშოთ ყველანაირი ეჭვი და მხოლოდ სიყვარულის დადებით მხარეებზე დაგაფიქრობთ.გონება აწვალებს და სტანჯავს ადამიანს.მას სურს ყოველთვის ბევრი იფიქროს ერთსა და იმავე კონკრეტულ საკითხზე აქედან გამომდინარე კი ჩნდება უამრავი კითხვა,ეჭვი შემდეგ კი წარმოიქმნება პრობლემები აქედან კი გაურკვევლობები,ჩახლართული ამბები ვეღარ იგებ სად არის სიმართლე.გონება გაწვალებს,ნელი ნაბიჯით მიყავხარ მიზნამდე იქამდე კი მთელი გზა სირთულეებს გიწყობს... ხოლო გული წრფელია.ის ნამდვილ გრძნობას მალევე აღიქვამს და აკავშირებს კიდეც ძაფებით. გრძნობის ყველა დეტალს აკოწიწებს და ქმნის უსასრულო გრძნობას რომელსაც სიყვარულს უწოდებენ.არ დაუჯერო სხვას,ბორორტ სიტყვასა და ავისმომასწავლებელ ``ვითომ`` მასწავლებელსა და დამრიგებლებელ ხალხს.მათ შენთვის მხოლოდ ცუდი ემეტებათ,მათი სურვილი ის არის,რომ სიმართლეზე უარი თქვა.არ დაინახო ის,თვალები აგიხვიონ და ტყუილში გაცხოვრონ არ დაუშვა,რომ ბოროტი ძალა მოგეკაროს,შენგან რაც შეიძლება შორს ის ადამიანები რომლებსაც სხვისთვის ბოროტება ემეტებათ.ისინი არიან ცხოვრების გამანადგურებელნი,ადამიანებს აჩხუბებენ,შეცდომაში შეყავთ და ერთმანეთზე შეყვარებულებს აშორებენ მათ შორის დგებიან,ურთიერთობას უნგრევენ და გაურკვევლობას წარმოქმნიან მაგრამ ეს არ უნდა დაუშვათ ისინი სისუსტეებს პოულობენ,სხვას არ აგრძნობინო შენი სისუსტე რადგან ამ მინუსით მოგიღებს ბოლოს და გამოგამშვიდობებს ტკბილ სიცოცხლეს.არ დაუშვათ,რომ თქვენივე სისუსტეებმა თქვენზე იმოქმედოს პირიქით,გაძლიერდით და გააძლიერეთ სუსტი მხარე ასე მტერი ვერაფერს დაგაკლებთ.ბოლომდე სიკეთის გზას მიჰყევით და მიიღებთ შესაბამის შედეგს...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent