შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული


2-09-2016, 12:50
ავტორი Teekkss
ნანახია 2 105

სიყვარული
სიყვარული..... სიყვარული არის ყველაზე მრავალფეროვანი გრძნობა, გრძნობა რომელიც აკავშირებს ყველას და ყველაფერს ერთმანეთთან.იცით რატომაა სიყვარული ყველაზე მრავალფეროვანი? ის შეიძლება იყოს ცალმხრივი და ერთობლივი.სიყვარული შეიძლება იყოს ოჯახის,მეგობრის,საყვარელი ადამიანის,სამშობლოს,ბუნების,ცხოველის,ფრინველის თუ მცენარის.სიყვარული შეუძლია ყველას, განურჩევლად ყველას,ყველა ასაკის ადამიანს,ყველა ეროვნების,ეს გრძნობა უჩნდება ბრიყვსაც და ჭკვიანსაც. „სიყვარული ავადმყოფობის სახეობაა,რომელიც არც ჭკვიანებს ინდობს და არც ბრიყვებს“, ამბობს ალბერ კამიუ. ესაა გრძნობა, რომელსაც ზოგი ძალიან დიდი ხანი ელოდება, ზოგს კი ნაადრევად ეწვევა როცა საერთოდ არ ელოდება, ანუ მისდა მოულოდნელად.სიყვარული ადამიანს აკარგვინებს თავს. „სიყვარული არის თავის დავიწყება“. ეს გრძნობა ბოროტებაზე და სიკეთეზე მეტია-ეს არის მოთხოვნილება.ეს ჭირიცაა და ლხინიც,ნარკოტიკია.სიყვარული ყველაზე მშვენიერი და ამასთანავე, ყველაზე საშინელი გრძნობაა ჩვენს ცხოვრებაში.ყველა სხვადასხნაირად ხსნის ამ გრძნობას, თუმცა დასკვნა ერთია. ამ დროს სამყარო სხვანაირი გეჩვენება და გგონია, რომ მთელ მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ხარ.სიყვარული დაბრკოლებებს არ ცნობს.ის ახსნას გაურბის,რადგან მისი მხოლოდ განცდა შეიძლება და მიუხედავად იმისა,რომ ხანდახან ეს განცდა გაუგებარია ის მაინც ყველაფერს გასაგებს ხდის.“სიყვარული მომაჯადოვებელი ყვავილია,მაგრამ საჭიროა დიდი გამბედაობა,რომ მიხვიდე და მოწყვიტო იგი უფსკრულის კიდეზე“ წერს სტენდალი.და განა ასე არაა?ზოგმა უნდა იწვალოს და რთულად მოიპოვოს ეს გრძნობა,მაგრამ ზოგთან მარტივად მიდის.საერთოდ ბუნების კანონია გიყვარდეს და უყვარდე,ბუნების კანონს კი წინ ვერავინ და ვერაფერი აღუდგება.
ხშირად გაუღიმეთ.
აკოცეთ.
მოეფერეთ.
უთხარით რომ გიყვართ.
აგრძნობინეთ რო მისი ფასი დედამიწის
მეორე მხარესაც კი არ გყავთ.
ეს ცხოვრებაა და როდის ვის რა მოგველის
არ ვიცით.
და ბოლოს „უსიყვარულო სიცოცხლე სიცოცხლე არ არის.ნუ ეკითხები თავს,როგორ სიყვარულს ეძებ,სულიერსა თუ ხორციელს,ღვთიურსა თუ მიწიერს,დასავლურსა თუ აღმოსავლურს.სიყვარული განსაზღვრებებს ვერ იტანს,იგი სუფთაა და მარტივი.სიყვარული სიცოცხლის წყალია,ხოლო შეყვარებული ადამიანი-ცეცხლის სული.სამყარო სხვაგვარად იწყებს ბრუნვას,როცა ცეცხლს წყალი უყვარდება.“




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent