შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როგორ ჩამოვხსნათ მტერს ნიღაბი?


31-08-2020, 18:51
ავტორი სალისალომე
ნანახია 811

-იცი რა არ მიყვარს ადამიანში?
-მაინც რა?
-ორპირობა.თავს გაჩვენებს,ვითომდა კეთილისმსურველია არადა რეალურად ბოროტი ძრახვები აქვს.არ სურს,რომ ბედნიერი იყო,რაღაც გიხაროდეს და წარმატებას მიაღწიო
პირიქით ცდილობს ცუდი გისურვოს,გზად გადაუხვიო და არასწორი ნაბიჯებით იარო.
-მერედა ასეთებს რამე კარგი ერგებათ ამ ცხოვრებაში?
-არა,ნუთუ არ იცი ის,რომ ბოროტი ვერასდროს იღებს კარგს.ასეთებმა რა არის სიკეთე ისიც კი არ იციან და თვითინ როგორღა მიიღებენ იმავეს? მათ ღმერთი ცდის,აცდის სიცოცხლეს შემდეგ კი ერთიანად მოინანიებს ცოდვებს იმ ბოროტებასა და ცუდს რაც სხვებს არგუნა და თავისივე ბინძური სულით უსურვა.
-სამწუხაროა,რომ არა აქვთ გული.უამრავი კითხვა მიჩნდება ხოლმე რომელიც პასუხგაუცემელია.როგორ შეუძლია ადამიანს მაინც,რომ ასეთი ბოროტი იყოს? სულით ბინძური და გულით მძიმე აურის მქონე რომელსაც არა ჰყავს თავისი ანგელოზები.
-ადამიანს,რომელსაც ცუდი ანგელოზი ჰყავს სხვას კარგს ვერაფერს დაარიგებს და ასწავლის.სხვას ხელს ვერ გაუმართავს,მხარში ვერ ამოუგება და ვერ გაამხნევებს იქამდე სანამ სულს არ გაიწმენდს და სუფთა არ გახდება
-ეჰ,რა ძნელია ცხოვრობდე მძიმე ტვირთით და ეს არც გაწუხებდეს მეტიც ვერ გრძნობდე.ბოროტი ადამიანებიც ხომ ასე არიან ვერ განიცდიან სიყვარულს,მეტიც არაფერი სმენიათ ამ გრძნონაზე და იმ ურთიერთდამოკიდებულებაზე რომელსც ერთმანეთისადმი პატივისცემა,სითბოს გაზიარება და გრძნობათა გაცემა ჰქვია.მაგრამ კეთილი ადამიანი პირიქითაა,ის განიცდის თავისი მტერის ტვირთსაც კი.მას არ უხარია მტრის მწუხარება,პირიქით მას მტერიც უყვარს რომელიც სიკეთეზე ნადირობს და მისთვის სიკეთე ბოროტებაა.ასეთი ადამიანები ყველაფერში და ყველაში ბოროტებას ხედავენ,თვითონ როგორებიც არიან სხვებიც ისეთები ჰგონიათ და რა საცოდაობაა,რამხელა შეცდომაა ასეთ არასწორ გზას მიუყვებიან,აგრძელებენ მთელი ცხოვრება ერთხელაც ძირს დაეცემიან და ძლიერ იტკენენ შემდეგ კი ვერავინ და ვერაფერი უშველით მათ.ბოლოს ძალიან გვიანი იქნება,მაგრამ კეთილი ადამიანი მაინც დაეხმარება,მას გაუკვირდება ხელს,რომ გაუწოდებს ის რადგან მისთვის მისაღებია ის,რომ დაცემულ ადამიანს წამოდგომაში არ უნდა დაეხმარო და რაც მიიღოის უნდა განიცადოს ბოლომდე...
-კეთილი ბოროტში ცდილობს კარგიც დაინახოს,ხოლო ბოროტი კეთილში ცდილობს ცუდი დაინახოს და ყველაფერი კარგი და დადებითი გააქროს.ეს განსხვავებაა კეთილსა და ბოროტს შორის...ერთი მიზანი აქვთ მაგრამ სხვადასხვა სტრატეგიით მოქმედებენ,სხვადასხვა გზას ირჩევენ და მიზანსაც განსხვავებულ დროს აღწევენ.ერთი გამონათქვამი არსებობს "ომში ყველა წესი გამართლებულიაო",იგივე პრინციპია აქაც მაგრამ როცა საქმე ადამიანობას,მის სიცოცხლეს,ცხოვრებას ეხება მაშინ მხოლოდ კეთილი ზრახვა იმარჯვებს.
-და ანგელოზებზე რაღა აზრის ხარ?
-ანგელოზი,მფარველია ყველა იმ ადამიანისა ვისაც ერთურთისთვის კარგი ემეტებათ
-ჩემზე რა აზრის ხარ?
-შენ მარტო კითხვებს სვამ,ჩემს კითხვებს კი პასუხს არ სცემ.ჩუმად ხარ და მხოლოდ მე მალაპარაკებ თითქოსდა მაკვირდებიო...ისეთი შეგრძნება მაქვს,რომ ჩემს მომავაკ გეგმებზე მასაუბრე,მაგრამ შეცდი ძვირფასო შენ,ჩემი მტერი ხარ რომელიც მიყვარს და რომელსაც არ ვუფრთხი რადგან მე,მშიშარა არა ვარ.მტერთან და მოყვარესთან ერთიდაიგივე სტრატეგია მაქვს,ერთი განსხვავება ისაა,რომ მტერთან უფრო ახლოს ვარ ვიდრე მოყვარესთან ასე უფრო კარგად ვიგებ ვინაა ჩემი ავისა და კეთილის მსურველი.აგერ ამ საუბარში შენ აღმოჩნდი,მაფრული ბოროტი ძალა რომელსაც მხოლოდ სხვისი შეხედულება,აზრი,მომავალი აინტერესებს თუ რას უზამს მტერს ან როგორი დამოკიდებულება აქვს მასთან.აგერ ძვირფასო,რაც მოგახსენე სულ ესაა არ ეცადო მეტი არაფერი. ტყუილად არ გაიხარჯო,არ გამოგივა.ესეც კი ბევრია შენთვის.ასე მოქმედებენ ჩუმი მტრები,შენც ერთ-ერთი მათგანი ხარ ორპირი რომელსაც ნიღაბი მოვაძრე და გამოვააშკარავე.ხედავ როგორ მწყალობს ჩემი ანგელოზნი? ისინი მუდამ ჩემს გვერდით არიან,ჩემი მფარველნი და დამცველნი ბოროტი თვალისაგან და ძალისაგან.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent