მე ჩემი თავი ვიყავი (+18)
+18 (არა იმიტომ რომ ეროტიკაა) მე ჩემი თავი დავკარგე. ღმერთმა ჩვილი ბავშვივით სანაგვეზე მომისროლა. რთული წარმოსადგენია არა ? ---------------------- მე ჩემი თავი ვიყავი მე ჩემი თავი ვიყავი. მე ჩემი თავი დავკარგე, ღმერთმა ჩვილი ბავშვივით სანაგვეზე მომისროლა. ცუდი მოსასმენია არა ? ასეა, მე უმეგობროდ ვიზრდებოდი, იმიტომ კი არა რომ მე არ ვმეგობრობდი ვინმესთან, არა. ეს იმიტომ რომ მათ არ უნდოდათ ჩემთან მეგობრობა. რატო ? მამასთან ვმუშაობდი მორგში, არა, არა ნეკროფილი არ ვყოფილვარ არასდროს, უბრალოდ მომწონდა გვამების შიგთავსის ყურება. აი ასე მოვიდგამდი ხოლმე პოპკორნით სავსე ჯამს და ვუყურებდი როგორ ფათურობდა მამას დასპირტული ხელები სხვადასხვა ადამიანების სხეულებში. ასე მარტივად აფათურებდა ხელებს. დედა ადრეულ ასაკში გარდაიცვალა, სასაცილოა, დედაშიც მამამ იფათურა, ჯერ სიცოცხლეში და სიკვდილის შემდეგაც. მთელი ბავშვობა მათ სამყოფელზე მიკრული სახელი და გვარების აღრიცხვაში ვიყავი. გვამის ამოსაცნობლად მოსულ ჭირისუფლებს უკვირდათ თუ როგორ არ დავდიოდი ცხვირზე ხელ აფარებული იმ აყროლებულ სუნში. თავი სახლში მეგონა. ეს იყო ის რის გამოც ჩემთან არასდროს მეგობრობდნენ, მე არ ვმალავდი, ეს ყველაფერი ჩვეულებრივი მეგონა, და მგონია კიდეც. მაგრამ სხვები ასე ართვლიდნენ. "მკვდარო ! მკვეთავო ! სიკვდილო! მიქელა! " მომმართავდნენ თანატოლები. არადა სწორედ მაშინ მჭირდებოდა მეგობარი. რომ მეთქვა, მომეყოლა, რჩევები მოეცა. მეგობრები ხომ სწორედ ამიტომ გვჭირდება, რომ შევივსოთ ის დანაკლისი რაც ცარიელია, ჩვენ ამისთვის ვიყენებთ ერთმანეთს. თქვენ ყველა ერთმანეთს პიროვნულ ღირებულებებს აცლით, მე ვერც ამომაცალეს და ვერც ამოვაცალე. ვერც აღმოვაჩინე საკუთარ თავში რაიმე ღირებული, მე ჩემი თავი გვამების გარემოცვაში დავკარგე! აბა როგორია როდესაც გოგონას ეკითხებიან შეყვარებულის სამუშაო ადგილზე და ის მორგს ეუბნება. პირველ შთაბეჭდილებას ხომ მთავარი როლი აკისრია ადამიანზე გარკვეული წარმოდგენის შექმნაში. სწორედ ამიტომ მივიჩნევ თავს სანაგვეზე მიგდებულ ადამიანად, ათაში ერთხელ რომ შემოუვლიან ხოლმე ჭირისუფლები. სანაგვე კი ივსება გვამებით, სხვადასხვა ფერის, ხასიათის და სხეულის დაზიანებებით. ღმერთის სამყოფელში ალბათ ჩემს სამუშაო ადგილს გვამების მცველი, ან სულების ყარაული ჰქვია. დამკვირვებელი კონსერვატიულ ენაზე. მე ჩემი თავი დავკარგე. ღმერთმა ჩვილი ბავშვივით სანაგვეზე მომისროლა. რთული წარმოსადგენია არა ? როგორც რთულად მოსასმენი. თუმცა დასაჯერებელი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.