შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რომელ ასაკში ხართ მზად სერიოზული ურთიერთობისთვის


20-08-2015, 00:11
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 3 732

დამეთანხმებით ალბათ, რომ ყველა ადამიანი ინდივიდუალური ხასიათის შტრიხებს ფლობს და პირად ცხოვრებაში განსხვავებული მიდგომით გამოირჩევა. ვიღაც თუ ოცდაათ წლამდე ახერხებს შექმნას არა ერთი, არამედ ორი ან სამი ოჯახი, სხვები სასურველი საბედოს პოვნას ლამის სიცოცხლის ბოლომდე ელიან. ამერიკელმა ასტროლოგებმა ერთ-ერთი საიტისთვის საინტერესო ონლაინ გამოკითხვა აწარმოეს თემაზე, რომელ ასაკშია მზად ადამიანი სერიოზული ურთიერთობების დასასწყებად. გამოკითხვის შედეგები კი მერწმუნეთ ერთობ საინტერესო აღმოჩნდა:


როგორც გაირკვა ყველაზე ადრე 22-25 წლის ასაკში ხანგრძლივი და სტაბილური კავშირისთვის მზად მიწის ნიშნები არიან - კურო, ქალწული და თხის რქა პასუხისმგებლობას დიდი სერიოზულობით ეკიდება. ამიტომ თუ ისე მოხდა, რომ მათ ოჯახის შექმნა ადრეულ ასაკში მოუხდათ, ბოლომდე ინარჩუნებენ პარტნიორის ერთგულებას.

მეტ-ნაკლებად არიან მზად ადრეულ ასაკში დაოჯახებისთვის კირჩხიბები, სასწორები და მორიელები. თუმცა, ამ შემთხვევაში მათ უმეტესობას ასე თუ ისე გამოსდის ოჯახური სიმყარე შეინარჩუნოს ძირითადად პარტნიორზე ძლიერი მიჯაჭვულობის გამო. მათთვის ასტროლოგებმა ოპტიმალურ ასაკად ქორწინებისთვის 25-28 წლის ზღვარი მოიაზრეს.

ნაკლებად გამოსდით ადრეულ ასაკში შექმნილი ოჯახის შენარჩუნება (თუმც კი ძალზე ხშირად ქმნიან ისინი პატარა ასაკში ოჯახს!) ცეცხლის ნიშნებს - ანუ ლომებს, ვერძებს და მშვილდოსნებს. მათი ცეცხლოვანი ტემპერამენტი 27 წლამდე მაინც საკმაოდ ცვალებადი და არაპროგნოზირებადია. ამიტომ სასურველია, ისინი ამ ასაკობრივ ზღვრამდე სამოქალაქო კავშირებით შემოიფარგლონ.

დაბოლოს, ყველაზე ნაკლებად ურჩევენ ადრეულ ასაკში ასტროლოგები ოჯახის შექმნას ტყუპს, მერწყულებს და თევზებს. ყველა ეს ნიშანი ცვალებადობითა და ფასეულობათა სისტემის მუდმივი რყევით გამოირჩევა. ამიტომ მათთვის ოჯახის შექმნა და მყარი ურთიერთობების ალბათობა სასურველი ოცდაათი წლის ზემოთ და შემდგომ პერიოდშია მხოლოდ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent