Heart Newborn - გულ ჩვილი
გულ ჩვილი - Heart Newborn ჩემი სახელი და გვარია. მე გული ვარ და ყველა თქვენგანში ვცხოვრობ. ზოგგან დაჩმორებული, ზოგგან პირიქით. ადამიანს გააჩნია... საკმაოდ კომფორტულად ვარ მოწყობილი სხეულში ასე რომ ჩემი დარდი ნუ გექნებათ. როგორაა ის გამოთქმა ?? "გული მატკინე" ვაახ რას არ მოიგონებენ ხოლმე, გული არა . შემეშვით ხალხო და მაცადეთ მოვალეობის შესრულება თორე ამ ღმერთსაც ამოუჩემებივარ და მაჩერებს ყველა ადამიანის სხეულში, ხან ნერვიულობას მოიტანს მიზეზად, ხან ინფაქტს, ხან რას და ხან რას. მერე დაგადგებიან ექიმები, გამვლელები, იქ ხელოვნური სუნთქვაო, მჭ....ტენ, მსრესენ... ერთადერთი ფიცარი გამაჩნია ლამისაა ისიც ჩამომინგრიონ. თან მიდი და იტანე აი ის... ფუ შენი... რა ქვია იმას რა, აი მკერდზე რო გადებენ და დენს რომ გირტყამს... ნუ მოკლედ რაცაა. უი მკერდზე გამახსენდა, ისე სიმართლე რომ გითხრათ ქალბატონებში ფეთქვა მეტად სასიამოვნოა, უფრო დიდი ადგილი გვაქვს საცხოვრებლად თან ჩვენ სქესი არ გვაქვს თქვენგან განსხვავებით. ერთადერთი ვინც ტვინს მიტყ... უკაცრავად... ვინც ტვინს მიჭამს ტვინია ! სულ ჩხუბი და უთანხმოება გვაქვს. "გულს ვერ უბრძანებო" ხომ გაგიგონიათ ? ყველა ხომ ეთანხმებით ? ამ ერთ უჯრედიანს ვერაფერი გავაგებინე. თავი სხეულის ბატონ პატრონი გონია, შემომჯდარა თავში, ყველაზე მაღალ წერტილზე და გასცემს ბრძანებებს... არა ძმაო, არა, არა, მე მეტის გაძლება აღარ შემიძლია. ამ დროს ვფორიაქდები ხოლმე და მაყრიან რაღაცებს, მგონი წამალს ეძახიან, დაიგდებენ გულის წნევას, მერე იძახიან დაბალი წნევა მაქვსო, ჭამენ და სვამენ ტკბილეულს, ზეიდან წითელ ღვინოს დააყოლებენ და მერე ენძ... უკაცრავად... მერე ერხევათ. ბოდიში აღელვებულზე სიტყვების შერჩევა მიჭირს ხოლმე და წამომცდა. ისე მთელი ორგანიზმის მამოძრავებელი ძალა მე ვარ. ასე რომ დააყენოს ყველამ. ერთი პატარა, ერთი ციდა ვარ და რამხელა სამუშაოს ვასრულებ. დანარჩენ ორგანოებს სულ პანტაპუნტით იჭრის ეს ხალხი. ზოგი იმასაც თან აყოლებს... ხოო რას ვერ მიხვდი, აი იმას... უხსენებელს ვეძახით ჩვენ... აი ეგ ტვინის მფლობელობაშია თავიდან ბოლომდე. ტვინმაც იპოვა უტვინო თავკომბალა და მაგის რა ?! საითაც უბიძგებს იქით მიდის... დასანახავად ვერ ვიტან. ფუ. რავი დანარჩენ ორგანოებს არაფერს ვერჩი. არიან თავისთვის. ცოტა ღვიძლს და კუჭს უჭირთ მოვალეობის შესრულება, ერთად რომ მოაწყდება ხოლმე ეს ალკოჰოლი კუჭი უკან აბრუნებს რასაც მოერევა, რასაც ვერა ჩვენ ვეხმარებით ხოლმე, მე და ტვინი მეორე დღეს გადამუშავებაში. მერე ტვინსაც ტკივილები აქვს და მეც მიჭირს მუშაობა. სხვა მხრივ მეგობრებო დალაგებული და იავარდით მოფენილი ცხოვრება არ მაქვს, ყარს აქაურობა საჭმლის სუნათ. წავედი, მეჩქარება. ტვინი იძინებს და გაითიშება და მეც ვერ მოვასწრევ დამთავ........... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.