შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სეზონთა ცვლა


6-09-2020, 17:12
ავტორი სალისალომე
ნანახია 735

ყველა სეზონს თავისი დამახასიათებელი ხასიათი, ბუნება და სილამაზე აქვს.თავისებური ხიბლს სძენს სამყაროს ამშვენებს, მრავალფეროვანს ხდის თავს განსხვავებულად გაგრძნობინებს ბევრ რამეზე დაგაფიქრებს ანდა უბრალოდ მოგინდება რომ განმარტოვდე, სკამზე მოკალათდე ფეხი ფეხზე გემრიელად შემოიდო პლედი მოისხა მხრებზე.გაიკეთო ჩაი, ყავა და წიგნი ერთდროულად გადახვიდე სხვა მოგზაურობაში და იგრძნო ის მოკლებული სიამოვნება რაც აქამდე არ გამოგიცდია, არ გინახავს და არ შეგირგძვნია.ადამიანი რაღაც ახალს, რომ შეიგრძნობს და აითვისებს ჰგონია ხოლმე, რომ ცხოვრებში ახალი ეტაპი დადგა შეძლო მან და გადადგაპირველი ნაბიჯები მოტივაციისდა მაგვარი.როცა გაქვს მოტივაცია იმისა, რომ თუნდაც აკეთო საქმე რაც მოგწონს ან რაზეც შეგაქეს კონკრეტულ საქმეს ხარისხიანად გააკეთებ, გაყოჩაღდები და არც დაგეზარება.სიზარმაცეს ერთი თუ მოერევი და დაძლევ მას შემდგედ მოვა ისეთი დღეები, დრო როცა ყველაფერი დალაგდება ყველაფერს მოასწრებ და მოაწესრიგებ.შექმნი იმას რისი სურვილიც ადრე გქონდა მაგრამ არ გყოფნიდა დრო ანდა არ გქონდა შესაძლებლობა.შესაძლებლობა დროს მოაქვს, ის აკონტროლებს აქაურ ბუნებას.კოსმოსიდან მოდის ის ძალა თუ ენერგია რომელიც ჩვენზე მოქმედება გვიცვლის ყოფას, ხასიათს, ჩვევებს, ბუნებას, აზრებს, აზრებს და სულიერ მდგომარეობას.ერთ მხრივ გვალაგებს, ადამიანს უქმნის იმის უნარს, რომ გაარჩიოს კარგი და ცუდი.გადაარჩიოს ერთმანეთისგან გაფუჭებული ლპობისკენ მიმავალი ხილი და ხარისხიანი, ახალი.სხვადასხვა ადგილი მიაკუთნოს დახლზე.ახალი წინ წამოწიოს, მყიდველს ყიდვის სურვილი აღუძრას ძველი კი უკან გაწიოს და ახლით გადაფაროს.ესეც მიზიდულობის ერთ-ერთი ხერხია რომელსაც ძალიან ხშირად იყენებენ ხოლმე რეალურ ცხოვრებაში როგორც რაღაც წვრილმანების მიმართ თუნდაც ბოსტნეულის, პროდუქტის ასევე ადამიანები ერთმანეთთან მიმართებაში.ზოგჯერ გვაქვს ხოლმე შანსი გარშემომყოფებს კარგად დავაკვირდეთ, ისინი თავიდან ბოლომდე სულით ხორცამდე შევისწავლოთ.შემდეგ გადავაფასოთ მისი, ჩვენი ღირებულებები შევადარით ერთმანეთს ცხოვრების სტილი, ნირი სიცოცხლის მიზეზი, არსი და აზრი.ვთქვათ დადებითი ამავე დროს ვიმსჯელოთ უარყოფითზეც მის არასწორ ჩვევებსა თუ ქმედებებზე რომელიც არ მოგვწონს, გვაღიზიანება ან საერთოდ არასწორად მიგვაჩნია.ამავე მომენტში ვხვდებით იმას, რომ ეს ადამიანი არაა საჩვენო ჩვენი ტიპის, სტილის.არ გვაქვს მსგავსი გემოვნება დიდი აზრთა სხვადასხვაობაა ვერ ვცვლით აზრებს და შესაბამისი, მყარი, ძლიერი ურთიერთობა ვერ მყარდება.პირიქით, მერყევია და ერთადგილზე უჭირს გაჩერება.იცით როგორი სიტუაციაა? წარმოიდგინეთ ასკინკილაზე ხართ, ერთი ფეხი ქვემოთ მწაზე გიდევთ მეორე კი მოხრილი გაქვთ და ხტუნაობთ...გაუგებარი, შეუფერებელი ურთიერთობებიც ამ ფორმაში წარიმართება.ხოლო ურთიერთობა თუ ნამდვილია მას არაფერი შეარყევს, არ დაასუსტება და ძირს არ დასცემს.ხელს მოუმართავს და სულ მწვანე გზაზე ივლის.უსასრულობაში გადაგიყვანს სეზონთა ცვლა, მათი განსხვავებული ბუნება, ჩვევა სა ხასიათი.თითქოს გაჰყურებ წინ მდგარ სურათს ამით ტკბები მეორე მხრივ კი უსასრულო საუბარსა და ფიქრებში ჩაიძირები.ბევრი მოგონება გაივლის თვალწინ, გაგახსენდება თბილი მომენტები, შეხვედრები, მეგობრები, სკოლანდელი პერიოდი და ის პასუხისმგებლობა რაც ბავშვობაში გქონდა.სურვილები, ოცნებები რასაც ბავშვობაში გულით დაატარებდი, უფრთხილდებოდი, ეფერებოდი მასზე ზრუნავდი ცივ ნიავს არ აკარებდი.კარგია როცა თავს კომფორტულად გრძნობ.ყველაფერი სიამოვნებას განიჭებს, მუდამ ბედნიერი სახე გაქვს ხასიათითაც პოზიტივს ასხივოსნებ.ის თბილი მზე ხარ ყველას გულში, რომ სიყვარულსა და სიტკბოს ანაწილებს.სიკეთეს, რომ ნერგავს და კეთილგანწყობილი რომაა გარშემომყოფების მიმართ.სეზონთა ცვლა, ძველის წასვლა და ახლის მობრძანება ჩემთვის ამდა სხვა სურვილებთან ასოცირდება.ისეთი შეგრძნება მაქვს ხოლმე, რომ ახლის დასაწყისია.პრობლემებს ვივიწყებ და საქმეს ახალი შესაძლებლობებით, შანსებით ვიწყებ.ზოგს გამორჩეული აქვს სეზონები ერთმანეთისგან ანსხვავებს მე კი ყველაფერში დადებითს ვხედავ და აქედანგამომდინარე ყველა სეზონს ვანიჭებ უპირატესობას რადგან თითოეულიმათგანი დიდ ძალას, ენერგიას, პოზიტივს, მუხტს მაძლევს და მეცნობა სხვადასხვა ხასიათით, მეც ვეცნობი მათ განსხვავებულობასა და მრავალფეროვნებას რომელიც დიდ სიხარულს მანიჭებს და ბევრს მამოგზაურებს მათ სამყაროსა თუ შეხედულებებსი.სხვადასხვა შეხედულებებს მიყალიბებს ამა თუ იმ თემის, საქმის მიმართ რომელსაც ვაკვირდები და საინტერესო აღმოჩენებს, ექსპერიმენტებს, ცდებს ვატარებ ვიღებ იმას რაც მსურს, რაც ჩემში ზის და რაც ჩემს გემოვნებაში გადის.მაგალითად როდესაც შემოდგომა დგება მეც მეშემოდგომება.მსიამოვნებს შემოდგონის თითოეულუ თბილი და ამავდროულად გრილი დღეები...იწყება ფოთოლცვენა, ბუნება იცვლის ფერს და თავისებური საამო სურნელი ტრიალებს გარშემო.ფოთლები თოვლივით ადევს მიწას და ფარავს, აყვითლებს სკვერებს..და როგორი სნახაობაა როდესაც ქარი ამოქროლდება ფოთლები ამტვრიანებს გარშემო ჰაერს, ისეთ შთაბეჭდილებას აღგიძრავენ წრე გაუკეთებიათ და სწრაფად, მოქნილად ცეკვავენ-ო.შემდგომუ პერიოდი ზამთარი, რომელიც ხეებს აშიშვლებს, მცენარეებსა და ყვავილებს აქრობს და სისადავე მოაქვს.სიმწვანეს ვივიწყებთ და ერთფეროვნება იკავებს ადგილს.თუმცა ვინ რას გაცდის ერთფეროვნებას მალევე გაზაფხული დგება, მრავალი ფერი გადაეფინება ხოლმე დედამიწას.ბალახი მწვანდება, ყვავილები ამოდის ჩიტების ჭიკჭიკი. ეს გარემოებანი კი ზაფხულამდე გრძელდება ამ ყოველივეს თბილი მზეც ეხმიანება და საოცარი სანახაობა წარმოიქმნება. სანახაობებს კი ჩვენი შეხედულებებიდან გამომდინარე ვქმნით და რეალობაზე მომნუსხველი გამოდის.ამაოებას ემატება ბავშვები, მათი მოჭიკჭიკე და მოალერსე ხმის ტემბრი, ეზოში გამოსულან, თანატოლებთან თამაშობენ ერთმანეთს ეჯიბრებიან, იცინიან, ხუმრობენ, ემეგობრებიან, დიდ სითბოს ჩუქნიან.უფროსების გულებში კი სიფერადეს ნერგავენ.ახსენდებათ ბავშვობის წლები, ეზოში მოთამაშენი გოფო ბიჭები ხელთ დამშვენებული სათამასო, პლასტმასის მანქანებით რბილ კანიანი, წვრილი ბარბებითა და თოჯინებით ხელმომარჯვებულნი, რომ დასეირნობდნენ უბანში და ერთმანეთში ცვლიდნენ თავიანთ თოჯინებს.ბავშვობა დაუვიწყარი მოგონებაა რომელიც თავს გახსენებს იმ საკითხის მიმართ რომ იყო ის ვინც ადრე იყავი და ვინც ახლა ხარ არ შეიცვალო და სხვად არ გარდაისახო.ზოგჯერ წარსულს უნდა დავუბრუნდეთ ხოლმე, რომ რაღაცეები კარგად გადავაფასოთ მომავალს მომზადებული შევხვდეთ.არაა საჭირო რაღაცის ან ვიღაცის გამო შეიცვალო, შეცვალო ცხოვრების სტილი.თუ მაინც ასე მოიქეცი ჩათვალე, რომ შენი აზრები, გადაწყვეტილებები აღარ არსებიბს და წარსულს ჩაბარდა.ყველაჩვენთაგანს საკუთარი ქმედებანი და გადაწყვეგილებანი უნდა ჰქონდეს და არა სხვის გამო გადადგას ესა თუ ის ნაბიჯი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent