შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარტის თვალები


13-06-2018, 10:39
ნანახია 1 565

ოჰ, რა ძვირფასი, რა სანუკვარი,
მოთაფლისფერო, ოდნავ მზიანი
თვალები გქონდა მარტის მაგვარი,
მაგრამ სულ წამით დავიგვიანე.
ჰაერში შენი მზერა ტრიალებს,
როგორც წვიმის დროს მეხის სურნელი,
მე უშენობას ჯერ ვერ ვიაზრებ,
ხელშეუხებლის დავრჩი მსურველი.
ოჰ, რა ძვირფასი და რა მთლიანი
სავსე მთვარისას ვერ ვნახე ზეცა,
მოვრბოდი, მაგრამ დავიგვიანე,
ზედ შენს მახლობლად ფრთები მეკვეცა.
აღარც არწივი აღარ ჩანს ცაზე,
სევდის ნისლები ტყეს გაეხვია,
ია ვარდებად მოსულა მთაზე,
ირმების ჯოგი სულს შემეჩვია.
გადამითელა გრძნობა და დარდი,
შენამდე ზღვა ვერ გადმოვიარე,
თვალები გქონდა მაგვარი მარტის,
მაგრამ სულ წამით დავიგვიანე.
~ბ.ბ.~



№1  offline მოდერი bla.ell

ოთარ ჭილაძის სიტყვები გამახსენდა რატომღაც " ყველა ზეიმზე დავიგვიანე"...ისედაც იცი რომ კარგად წერ და ადრეც მითქვამს თუმცა მაინც კიდევ ერთხელ გეტყვი რომ ძალიან კარგად წერ❤❤

 


bla.ell
ოთარ ჭილაძის სიტყვები გამახსენდა რატომღაც " ყველა ზეიმზე დავიგვიანე"...ისედაც იცი რომ კარგად წერ და ადრეც მითქვამს თუმცა მაინც კიდევ ერთხელ გეტყვი რომ ძალიან კარგად წერ❤❤

ძალიან დიდი მადლობა ❤ ძალიან მიხარია შენი სახელის დანახვა კომენტარებში ❤
--------------------
~ბ.ბ.~

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent