შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კაბარე...


7-09-2020, 01:55
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 8 899

შუაღამე..
კაბარე..
გაზუნზლულ მინებს ვიღაცის ნიანგის ცრემლები აჰკვრია..
იფნის მაგიდასთან ვიჯექი ბნელ კუთხეში..
ოვალური ქსოვილის ჭუჭყიანი კუთხეები ჩემკენ შემოეკეცათ..
დანაგუბარ წყალში მეექვსედ გარეცხილ თეფშზე ნახევრად შემწვარი, სისხლიანი სტეიკი მედო და თვალს ვატკბობდი..
სადღაც, ნახევრადჩაბნელებული ოთახის ძლივსშესამჩნევ კუთხეშიქალი იყიდებოდა..
მხოლოდ დეკოლტე ეცვა, თუმცა შიშველი იყო..
იყიდებოდა თეთრი თეძოები..
მადისაღმძვრელი მკერდი..
ლილისფერი ტუჩები..
სწორი ფეხები..
მეძავის ღიმილი..
შეცდომილის სათნოება..
დაცემულის სიამაყე..
ფული ბევრს არ ჰქონდა..
კუთხეში ვიჯექი და..
კაბარეში ქალი შემოვიდა..
მის დეკოლტეს მოჰქონდა სამყარო..
შავი, ვიწრო კანტიანი კაბა უფრო მოესხა, ვიდრე ეცვა..
ისე უფარავდა სხეულს, როგორც მე გამჭვირვალე, თეთრი თათმანები ხელებს..
არ ვიცი ასეთი ქალი ვინ ან როგორ დააბა ყურებით, მაგრამ ფაქტი ჯიუტია..
ყურებზე ხუნდები ეკეთა..
ერთი უგემოვნო ბორკილი ხელსაც მოესინჯა.. ალბათ უფრო მოხდენილად რომ ევლო..
არავისთვის შეუხედავს, მაგრამ მისმა ტუჩებმა ყველასთან იმრუშა და ბარმენთან ახლოს დაოკდა..
ვისკგარეული შამპანური .. ორი.. არა.. ყველას დაუსხით..
ბარმენმა უეცრად იმ ადგილს დაუწყო ძებნა სადაც ქალს ყიდნენ..
ქალმა დაუდევრად დაუგდო მაგიდაზე ფულის შეკვრა..
მორჩილად მომიტანეს შემოთავაზებული საჩუქარი..
ყველამ იმ ერთ ჭიქაში ჩაატია..
ჭიქა ავიღე, ღია ფანჯარაში ნაღები მოვხადე და სტეიკთან დავაბრუნე..
ნახევრად დაცარიელდა..
- რამხელა სიცარიელეა, არა, მილორდ?! - გამიღიმა ბნელეთიდან მეზობელ სავარძელში გამოძერწილმა სამურაიმ
- ჰო, სებასტიან.. - გავუღიმე მოწყალედ..
- მგონი, თქვენი სატრფო ვეგონე, მილორდ - ჩაიცინა და შამპანური გამოცალა..
მიმტევებლური ღიმილი დასთამაშებდა სახეზე..
- იმ წყვილს ვახშამი მიართვით - ბრძანა გესლიანად..
წყვდიადმა ჩაიღიმა და წამოვდექი..
ბნელეთიდან ულამაზესი ქერა ლამაზმანის მზისფერმა თვალებმა გამოანათა წყვდიადიდან, კეკლუცად, თეძოების რხევით მივიდა ბარმენთან, მაგიდაზე ფულის მეორე შეკვრა მიუგდო და მოწყალედ გაიღიმა
- არ გაგიმართლა.. მამაკაცები.. უკვე გაყიდულია..
ტყუილად ელით, არც გარიჟრაჟი იყო და არც თენდებოდა..

***

- თქვენო უბნელესობავ - წიოკიანის ისტერიკანარევი ხარხარით შემობორიალდა ლაქია - მოიყვანეს, მოიყვანეს, მოჰაჰაჰაჰაჰაჰაჰა.. ატეხეხა ყურისწამღები ხარხარი..
სახე გამიბრწყინდა...
როგორც იქნა.. ახალი გასართობი..
ბნელეთსაც წაუღია ეს დაწყევლილი მხურვალება და სიცარიელე..
სახსრები სასიამოვნოდ ტკაცუნობდნენ..
-კერინტუმ აკადემუს სალიიერს ნომის ბის.. - უფორმო, ცეცხლოვანი ღველფიდან ნაწილ ნაწილ ამოუკვალთა ფორმისმცვლელი სარკე და ჩემს წინ აესვეტა - ენოქიან ოსპირიტუმ ფაერნე ომმ.. ცეცხლისფერი ლახვარი ვნებიანად აეკრო საჩვენებელ თითს და სისხლის კორიანტელში გაახვია მთელი ეს უხამსობის მორევი..
გულზე მომეშვა.. დრაკონის მინაზე საკუთარი სისხლით დავწერე მარიამი..
სისხლმა ერთხანს იცელქა მსოფლიოში ყველაზე ძვირფას მინაზე და შემდეგ დაწერა ის, ვისი წამებაც ასე მსურდა..
კეკე..
მასაც მალე მოიყვანდნენ..
მაგრამ სანამ ეს დაწყევლილი მალე გაივლიდეს.. ცოტას გავერთობით..
- საღამო მშვიდობისა, მარიიიაამ - გოგონა ერთ დიდ, საძულველ, ღიმილმორეულ ნიღაბზე იჯდა ჭუჭყიან სკოლის ტუალეტში..
თვალები დახუჭა..
ქუთუთოები ჩამოიღვენთა და თვალის გარსი უაზროდ გაუთეთრდა..
- მარიააამ - უღიმოდა საძულველი სახე ყოველი მხრიდან..
აღსასრული ახლოვდებოდა..
გოგონამ უკან დაიხია და უნიტაზს მიეყრდნო..
-გრძელი ენა გაქვს, მარიამ - ხითხითებდა საზარლად - ძალიან გრძელი..
შეწყვიტეთ, გთხოვთ.. ყვიროდა ელდანაცემი..
- ჰოო?! რატომ?! შიშისაგან გული ხომ არ გაგისკდება?! ა, ჰა ჰა ჰა, მკვდრებს გულის შეტევა აღარ ემართებათ, ბრიყვო..
ადგილზე გაიყინა..
მმმ, რა სასიამოვნო შიშის სუნი ასდიოდა მის უსიცოცხლო ღაწვებს..
როგორი ელდა იხატებოდა მის უქუთუთო, დიდრონ თვალებში..
უეცრად მომბეზრდა..
ალოიე.. წარმოვთქვი და მთელმა ჩემმა სისაზარლემ.. დაამშვიდა..
დამშვიდდა..
- ვიცოდი რომ მსგავს ადგილას მოვხვდებოდი. - გაღიმება სცადა - რა სამწუხაროა.. რა ლამაზი ყოფილხარ, მე კიდევ, ღმერთის მაგივრად შენი მეშინოდა..
- შენ რა, ჩემი დაქალობა გადაწყვიტე?! - გამეცინა
-რატომაც არა?! გაიცინა..
გაეცინა, მამა..
- შენ ხომ ყველას ერთნაირად ექცევი.
- იცი?! კეკე ბედნიერია ... სიყვარული იპოვა.. შენ კი აქ ხარ, ჩემთან.. არა, სითბოს და ყურადღებას არც მე მოგაკლებ, უბრალოდ..
წამიერად ჩაფიქრდა..
ქუთუთოები დავუბრუნე.. დამაინტერესა ახლა რაღას იზამდა და..
გაყუჩდა..
ღმერთის არ უნდა შეგშინებოდა.. რატომღაც შემენანა ჩემი სიტყვები..
- ცდები.. მხოლოდ ღმერთს შეუძლია მონსტრებს მეორე შანსი მისცეს....
გონებაამღვრეული გამოვეცალე..
ქალები.. მძულს, ეს...

ალაყაფის კართან პეტრე იდგა..
- რა გინდა - შევუღრინე ყრუდ..
გასართობი მოგიყვანე თვალშეუდგამო.. - ჰო, ჰო, მამაცო რაინდო, შიგნით შემოდი..
- ასეთია მამაშენის ნება, ჩემი გზა აქ..
მონები..
ჩავისისინე გუნებაში და თავშებურული უბედური შიგნით შემოვათრიე..
- ოჰო, რა სიურპრიზია, ძმაო - მოვიფშვნიტე ხელები..
საჩუქარი მაქვს შენთვის - ახითხითდა იდიოტივით
კეკე.. აღარ მოვა..
მე გამომგზავნეს მის ნაცვლად შენთან..
უხმოდ ჩავათრიე მერვე ჯურღმულამდე და როცა გასასვლელი კარი გაქრა, მაგმის საკარცხულზე დავასკუპე..
მაშ აღარ მოვა?!..
არა.. აჰა.. მოწიე.. - უხმოდ გამომიწოდა ჩიბუხი.. - როგორ შეცვლილხარ, ლუცი - ამოთქვა ნაღვლიანად..
ბელიალ!
წითური არქიდემონი წყვდიადში განერთხო.. მისი გოგირდისა და სისხლის სუნით აქოთდა საკანი..
მარიამი "სილიქონის პერანგისთვის" მოამზადეთ..
წადი..
დემონი გაქრა..
კვამლები ბოლქვებად მიდიოდა წყვდიადში..
საკანში შემწვარი ხორცის მადისაღმძვრელი სურნელი იდგა..
- მეც მომენატრე, ძამიკო - გავიღიმე სატანურად - ჰო, იცი?! იმდენი ხანი გავიდა, ცოტა შევიცვალე.. ხომ მიხდება?!...



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

Სოცრად ნიჭიერი ხარ... მოხიბლული ვარ შენით... წარმატებებიი ...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent