შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საღამოს განწყობა


20-10-2017, 16:38
ავტორი mr. Sun ¤
ნანახია 1 388

საღამოს განწყობა..
ჩაი-დარიჩინით,
ჩახლეჩვით უკრავს რადიო-
Edvin Martons.
შენ ბავშვურად,მარტო ყოფნა დაიჩემე,
ჩაი დარიჩინით და
არაფერს ნატრობ.

არაფერი გაღელვებს.წევხარ.
იძინებ.
ვინ იცის,ვინ მოსთვლის იტირე რამდენჯერ.
უთვლიდი ბეღურებს ნახევარნაბიჯებს,
არაფერი გაღელვებს.
სულ არაფერი...

ეწევი..

და ცდილობ სხეული ამოახველო-
სულიდან...
და ხვდები...
და ეძებ...
არაფერს...


პოეტთა კაბარე.შენ გინდა პარიზი.
იჩემებ,იჩემებ,იჩემებ,
და მაინც...

ან იქნებ საერთოდ,
საერთოდ არ იცი,
რა გინდა.

საღამო...

ჩაი დარიჩინით...

ჩახლეჩვით უკრავს რადიო-
Edvin Martons,
უცქერ ფანჯარას და ბეღურებს
ნატრობ.

2011 წ.



№1  offline მოდერი bla.ell

რა საყავრლობაა ხანდახან რითმას ვერ ვხვდებოდი მაგრამ მარტლა რაღაცნაირი იყო ემოციური და ვერ ავხსნი შესაფერისი სიტყვა არვიცი უბრალოდ❤❤მე რომ მიყვარს ისეთია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent