გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა !
ვყიდი გონებას, დაბინდული. მდგომარეობა კარგი, გატენილი ათასგვარი სისულელით, გარბენი 200 000 ფიქრმეტრი. თუ გეზარება მართვა ავტომატიკა, თუ გინდა სასარგებლოდ გამოიყენო მექანიკა. ლექს ან პროზ წერის უნარით აღჭურვილი, ხელის შევლებას საჭიროებს თუმცა არ მგონია ამის საშუალება მოგცეთ იმდენადაა საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული. რეალობის აღქმის უნარი მთლად დაუკარგავს და შესაძლებლობას გაძლევთ საათობით მოწყდეთ ყოველდღოურ ყოფას, შეუძლია დაგაკიდებინოთ ის რისი დაკიდებაც ერთი შეხედვით არ შეიძლება. მუშაა ! ერთადერთი წყალი და პური უნდა უცვალოთ ხოლმე დღეში 3-ჯერ. ყოველდიურად ფსიქოლოგებთან პროფილაკტიკის მიზნოთ სიარული არ მოგოწევთ. აქვს 2 ოთახი, საოცნებო და რეალური. ნასვამზე არაადეკვატურია, ისევე როგორც კანაფის თრობისას, უყვარს ხშირი ცემინება, სექსუალური ფამტაზიებით თავს არ მოგაწყენთ თუ თქვენ არ იაქტიურებთ. იუმორი ზოგისთვის მისაღები ზოგისთვის მოუღებელი (იდიოტური) თუმცა ფიქრობს რომ მაინც სასაცილოა. წუწუნა, სიამოვნებით აკეთებს იმას რაც სიამოვნებს თუმცა მაინც წუწუნებს. იმპროვიზირებული და ნახევრად პერსპექტიული. გენიალურო, თავს დანტესს და დოსტოევსკის ადარებს, უფრთხის ოიდიპოსის კომპლექსს და თავი შექსპირივით ტრაგიკული გონია. წყენა არ იცის, ცოტა ბილწიცაა, მაგრამასატანი. რაც მთავარია ჩამოყალიბებულია რელიგიურ საკითხებში, თავს მრევლს არ უწოდებს, ფიქრობს რომ ღირსია ხალხი იყოს მისი მრევლი, თვითონ კი არა მოძღვარი არამედ ხელოვანი. სახლს არ გაგაყიდინებს და 500 ლარიან Bet-ებს არ გაგაკეთებინებს რულეტკაში, ან სლოტებში. მოგცემს მისი მართვის საშუალებას ისე რომ დაგაჯერებს, ვითომ შენ მართავ მას არადა შენც ის არის. გარკვეულია მუსიკაში, პოეზიაში, პროზაში. საქართველოს ისტორიის ნაწილობრივ სწამს, არც პატრიოტია და არც "ლიჟბი" აქედან წავიდე. ხო რაც მთავარია არც " ზოოფილია, არც პედოფილი, არც ნეკროფილი" და მსგავსი უმსგავსობები, მეტის დასახელება არ ვიცი. მოკლედ ჩემი გონება საკუთარ თავს ყიდის და აცხადებს! ვყიდი გონებას, დამატებითი ინფორმაციისთვის დამიკავშირდით 5551017** ბოლო ორ ციფრს არ ვასახელებ, თუ ძაან გინდათ ყველაშესაძლო ვარიანტზე დარეკავთ. ან მომაკითხეთ მისამართზე ქალაქი: გოგა სხეული: თავი ქუჩა: კეფის მიმდებარე ტერიტორია, კერძოდ ტვინი. არ მისული შუბლთან |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.