შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მ. ბჟალავას


17-09-2020, 01:16
ავტორი Dilara
ნანახია 704

#შენთვის
წერილების წერა არ ვიცი, არც ის ვიცი რა უნდა დავწერო, არასოდეს დამიწერია წერილი... დიდიხანია ველოდები შესაფერის მომენტს რომ ეს წერილი გამოგიფინო, დიდიხანია შენს ყურადღებას ველი, მიუხედავად იმისა რომ ყოველდღიურად უფრო ცოტა დრო მეთმობა, ეს ჩემსავით უცნაურ პიროვნებად გსახავს, შეიძლება ჩემსავით უცნაურიც არ ხარ, მაგრამ მინდა მჯეროდეს რომ იმდენად უცნაური მაინც ხარ რომ ჩემი ამ უცნაური ლტოლვის მიზეზსაც გაიგებ...
ფიქრები ქარივით უბერავს ჩემში, ფაქტობრივად, ორპირი ფიქრები მაწუხებენ, და რაც უფრო დიდიხანი მიწევს ლოდინი მით უფრო ცივია ქარი.
უკვე ბევრი რამ მითხარი, ბევრნაირად ამიხსენი რომ შენთვის მხოლოდ მხატვრული შედარებებით გატენილი ნაწერების გროვა ვარ რომლის კითხვაც გსიამოვნებს, ესეც მეყოფა, ჯერჯერობით მაინც მეყოფა... ჩემთვის ისიც ცხადია რომ შენი მზე ჩემთვის არ ანათებს, თუმცა არც მზეს სიამოვნებს ყველა ჩვენგანის გათბობა ასე რომ ვეფიცხებით ხოლმე, შესაბამისად, გინდა თუ არ გინდა, გიწევს ჩემი მზეც იყო, რადგან შენს დაუკითხავადაც კარგად მოვახერხებ მითვისებას შენი სხივებისას...
ახლა შენ წიგნებს ათვალიერებ, ათას სულელურ კითხვას ისმენ წიგნების შესახებ, ათას უმიზნო მკითხველს ხვდები, მაგრამ ვიცი შენ მათ სიაში არ ხარ და იმედია შენს მიზანსაც ამოიკითხავ ამ წერილში... ვიცი ზედმეტად ბევრს ვითხოვ, ყურადღება ხომ ყველას ცოცხალ არსებას უყვარს, მინდა თუ არა, მეც ცოცხალი ვარ და მეც არსებათა სიაში ვარ, სამწუხაროდ, იმ არსებათა სიაში რომლებიც სხვა არსებებისადმი მტრობის მაღალი ხარისხით გამოირჩევიან, ამიტომ ჩემი თავვის სიყვარული არ შემიძლია, არ შემიძლია რადგან ჩემი არსებობა იმტავითვე სიძულვილს მოწმობს დანარჩენი პლანეტისა, ფლორისა თუ ფაუნისა, რადგან ჩემი არსებობა დანარჩენი პლანეტის ჩემთვის შეწირულობაა. სწორედ ამიტომ, სიამოვნებით ვიქნები შენთვის შეწირული, რადგან გაჩვენო რომ ადამიანები ბუნებაზე მაღლა არ ვდგავართ, რომ ჩვენც მისი ნაწილი ვართ და ჩვენც ვიხდით ჩვენი სურვილების ფასს. ჩემი სურვვილია შენს ღიმილს კუთხეშიი ჩემი ხელმოწერა ჰქონდეს, ჩემი საავტორო უფლება იკითხებოდეს იმ ღიმილში რომელიც ასე გამახარებდა ახლა, ეს საქმე შეწირულობას მოითხოვს, ამიტოომ მზად ვარ ასე საჯაროდ, ასე სულელურად, ასე უბრალოდ გამოვფინო ჩემი სურვილები, დაე, აშკარა იყოს ჩემი უნიჭობა თუ ეს შენ ღიმილს მოგგვრის, მე ჩემი უნიჭობით გავხდები კმაყოფილი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent