სიკვდილ-სიცოცხლის გასაყარზე...
ერთ დღეს, სიყვარული, სიცოცხლეს შეხვდა... -უკაცრავად. მაპატიეთ. ჩემი ბრალია. წინ არ ვიხედებოდი-ბოდიშების მოხდა დაიწყო სიყვარულმა, როდესაც უცხო ადამიანს შეეჩეხა და დააყრევინა ყველაფერი, რაც ხელთ ეპყრა. -არა უშავს. ამაზე ნუ იდარდებთ-ქვემოდან ამოხედა მომზირალ ქალბატონს და თავისი მწვანეები შეანათა მის ლურჯებს, რომელიც ზღვას მოგაგონებდა, იმდენად უძირო იყო და ღრმა.-უკაცრავად, თქვენი სახელი? -ჩემი? მე სიყვარული მქვია და თქვენ? -სიცოცხლე...სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. -ჩემთვისაც. იმ დღის შემდეგ, სიცოცხლე და სიყვარული, ერთად არსებობდნენ ტკბილად, თბილად და ყოველგვარი გართულების გარეშე. გასაკვირია, თუ როგორ მოხდა, რომ ორი სხვადასხვა სულისა და დანიშნულების ადამიანმა, ასე უეცრად იპოვეს ერთმანეთი და დაუკავშირდნენ ერთმანეთს, მაგრამ ხომ გაგიგიათ? გული, გულსა სცნობს. მათ იცნეს ერთმანეთი და საბოლოოდ გადაეჯაჭვნენ უწყვეტი და უხილავი ძაფით. მათი თანაცხოვრების ჰარმონია, ვიოლინოს სიმებივით აწყობილიყო და დინებას მიჰყვებოდა, ვითა თევზი წყალსა. ბევრი დაბრკოლება ხვდებოდათ, მაგრამ ერთად ისინი იმაზე ძლიერები იყვნენ, ვიდრე მთელი ჯარი, მეომრებისა. ისინი ხომ სიყვარული და სიცოცხლე იყვნენ. ყველა სულიერის მამოძრავებელი ძალა, მაგრამ წუთისოფელი, განა დიდ ხანს გაგვახარებს?! ...ცას, ნაცრისფერი და შავი ღრუბლები ამკობდნენ, ვითა დედოფალს და თავს დასტრიალებდნენ. ადვილი მისახვედრი იყო, რომ წინ დიდი შტორმი ელოდება ქვეყნიერებას. -სიცოცხლევ...მეშინია. -კი მაგრამ, რისი?-თბილად შეხედა სიყვარულს. -იმის, რომ ოდესღაც წახვალ. -სულელო..მე შენ არასდროს მიგატოვებ, გპირდები. -და მაინც, დანაპირები რომ ვერ შეასრულო?-სიყვარული, აშკარად გრძნობდა რაღაცას, მაგრამ ვერ გაეგო, თუ რა იყო ეს. -წვიმა ხომ გიყვარს, სიყვარულო? -ძალიან.. -ჰო და, იცოდე, რამდენი წვიმის წვეთიც ჩამოვარდება დედამიწაზე, იმდენი ჩემი სიყვარული შენდამი, ერთ დიდ გუბურად შეიკვრება და მთლიანად შენთან მოვა. -სიცოცხლევ..! -ნუ შეგაშინებს ზეცისა დრტვინვა, მე შენთან მოვალ, ყოველთვის წვიმად... -მიყვარხარ. -მეც, უსაზღვროდ... უეცრად, ცაზე მეხი გავარდა და დედამიწაზე, შავი ფერით შემოსილი ანგელოზი ჩამოვიდა. -ოჰო, ბედნიერი წუთები სიცოცხლისა და სიყვარულისა...-მისმა ხმამ, გააპო ჰაერი, ისეთი ცივი და საზარელი იყო. -შენ ვიხ ხარ?-ჰკითხა სიცოცხლემ. -ოი, მე არ მიცნობ?-ცინიკურად გაიღიმა ანგელოზმა-ნება მიბოძეთ, წარმოგიდგინოთ ჩემი თავი. მე გალხავართ თვით ანგელოზი, სიკვდილისა და ლუციფერს მეძახიან. -სიცოცხლევ..მეშინია...-დამფრთხალმა შეხედა სიყვარულმა. -ნუ გეშინია. ჩემთან ნუ შეგეშინდება. -ოიჰ, როგორ მაოცებთ ეს ადამიანები. ჯილდოც კი გეკუთვნით, ისე კარგად თამაშობთ თქვენს მგრძნობიარეობას. სასაცილოდაც არ მყოფნის, უბრალოდ. მოკლედ, მე აქ თქვენს საყურებლად არ ვარ. როგორც უკვე გითხარით, მე სიკვდილი ვარ და ჩემი ვალია, წაგიყვანოთ..ამიტომ, სიცოცხლევ, დროა გამოეთხოვო წუთისოფელს-ბოროტულად გადაიხარხარა ლუციფერმა. -არა, არა..გთხოვ, ნუ წამართმევ მას..ძალიან გთხოვ-ცხარე ცრემლით ატირდა სიყვარული. -დედაკაცო, ხმა გაჰკმინდე. შენი დროც მოვა, მაგაზე არ იდარდო. ყველას დრო მოვა..-თითქოს დანაღვლიანდა ურყევი და შეუდრეკელი სიკვდილი. ეს სიცოცხლეს არ გამოჰპარვია და ჰკითხა: -გყვარებია, არა? -ეგ შენი საქმე არ არის, უხეირო არსებავ! -გყვარებია, თან ძალიან მწარედ და ის შენც წაგართვეს. მესმის, შენი. -ესმის..თურმე ესმის. შენ საერთოდ რა გესმის, ამ ცხოვრებისა? სულ სიტკოებაში ცხოვრობ, ნეტარებაში და ამაოების ალი-კვალი, არა გადარდებს, რა. -მადარდებს!-შესძახა ცხოვრებამ-იცი მაინც, რაოდენ რთულია იცხოვრო კარგად, ლაღად, მაგრამ შიგნიდან ლპებოდე? ხვდები მაინც რა რთულია ეს, როდესაც ქვეყანაზე ყველა გყავს გვერდით, მაგრამ მაინც მარტოდ გრძნობ თავს?! ხვდები?! -ვხვდები...-სიმტკიცე შეერყა სიკვდილის ხმას. -მაშ მითხარი, რა არის შენთვის სიცოცხლე? -არ ვიცი. მე დიდი ხნის წინ მოვკვდი. სიცოცხლესა და სიყვარულს, ერთიანად დაურა ცივმა ტალღამ სხეულში. ასეთ პასუხს არ ელოდნენ. -მაპატიე...-უთხრა სიცოცხლემ. -არა უშავს. მე შევეჩვიე. ახლა კი დროა, გამოეთხოვო... -მაგრამ.. -ნუ მაიძულებ, დაუმშვიდობებლად წარვიტაცო შენი სული. სიცოცხლე სიყვარულს მიუბრუნდა და უთხრა: -შენ მე მასწავლე, როგორი უნდა იყოს ადამიანი, ვინც სიყვარულის ჭეშმარიტ არსს ეზიარება. მასწავლე, სითბო და სიცოცხლეც კი...შენა ხარ ნეტარება, უძვირფასესი. სილამაზე-უფაქიზესი და გრძნობა, უზენაესი. უშენოდ, მზესაც კი ეკარგება ელფერი. გთხოვ, არასდროს დაშრეს შენი სიძლიერე ქვეყანაზადე. ეცადე, გაიმარჯვო სიძულვილზე და სიყვარული წარმოშვა ყველას გულში. -მაგრამ მე... -არა, არ თქვა რომ არ შეგიძლია. შენი მჯერა და ვიცი, რომ შესძლებ. მიყვარხარ... -მეც, სიცოცხლევ. ამის თქმა იყო და ლუციფერმა, ხელი ჩაავლო სიცოცხლეს. ფრთები გაშალა და სიცოცხლესთან ერთად, ნისლში გაუჩინარდა... ...მიყვარხარ და მეყვარები, ჩემო სიცოცხლე. შენი ღიმილით, სამუდამოდ დამატყვევე და შენი სიყვარული მომისაჯე, სამუდამოდ. ღმერთო, განა ბევრს ვითხოვ? მარგუნე მისი სიყვარული კვლავ. უმისოდ, ფერი დაჰკარგა სამყარომ... ჩემო სიცოცხლე, მე, მხოლოდ შენთვის ვიცოხლებ და წამებს, სიყვარულისა, კვლავ მოვფენ დედამიწაზედ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.