შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

*****


23-09-2020, 00:23
ავტორი შავი ჩაი
ნანახია 8 763

გიგრძვნიათ ოდესმე სევდა? დაფიქრებულხართ მის ვიზუალზე, ფერზე, სახეზე და ზოგადად, სევდაზე? ადამიანად ჩამოყალიბების პროცესში, ყველა გრძნობა ვლინდება ხოლმე, მათ შორის სევდაც, ან სხვა, ნებისმიერი სულიერი გრძნობა.

***
ჯონათანი და ვივიენი, ჩვეულებრივი ბავშვები იყვნენ, ლაღი ცხოვრებით. ისინი, პატარაობიდან ერთად მოდიოდნენ და უერთმანეთოდ, ვერ წარმოედგინათ ვერც ერთი წამი. დრო გადიოდა. ბავშვები იზრდებოდნენ, მშვენდებოდნენ. სწავლობდნენ ცხოვრებას. მომავალის მოწყობას ცდილობდნენ და რაც ყველაზე მთავარია, დროს მუდამ ერთად ატარებდნენ. ასეთმა ახლო ურთიერთობამ, ნაყოფი მოისხა და ის გრძნობა გაუჩნდათ, რასაც სიყვარულს ვუწოდებთ. კრისტალივით წმინდა და გამჭვირვალე გრძნობები აკავშირებდათ ერთმანეთთან. მათი სული, იმაზე წმინდა იყო, ვიდრე წარმოდგენა შეიძლებოდა. ცხოვრობდნენ ერთმანეთის სიკეთით, სიყვარულითა და სიხარულით. როდესაც ჯონათანი გამოუტყდა გრძნობებში ვივიენს, ამის მომსწრე, მთვარე და ვარსკვლავები გახდა. მას შემდეგ, ორ შეყვარებულ ადამიანს, სწორედ რომ ამ მნათობთა სიკაშკაშე უნათებს და მიჰყვება ცხოვრებისეულ ლაბირინთში...
-ჯონათან...
-გისმენ, ვივიენ.
-სევდა რა ფერია?
-როგორ?-გაეღიმა ჯონათანს.
-სევდა რა ფერია, ჯონათან?
-არ ვიცი ვივიენ, ან საიდან უნდა ვიცოდე ეგ?
-უბრალოდ მიპასუხე.
-შენი ფერია.
-ეგ როგორ?
-შენი თვალები ხომ ლურჯია, მაგრამ ზოგჯერ ნაცრისფერი დაჰკრავს და სწორედ რომ ნაცრისფერ თვალებში, ვკითხულობ შენს სევდას.
ვივიენს გაეღიმა და ისევ ჰკითხა:
-რა არის სიცოცხლე?
-ვივიენ, დღეს რა კითხვები გაქვს?
-არაფერი, უბრალოდ მინდა გავიგო თუ რას ფიქრობ სხვადასხვა საკითხზე.
-ეგ ხომ ისედაც იცი?!
-როგორც ჩანს არ ვიცოდი...ახლა კი მიპასუხე, რა არის სიცოცხლე, ჯონათან?
-საწყისი, ყველა სევდისა. როდესაც ვიბადებით ადამიანად, ეს უკვე დიდი სევდაა. სხვა ცხოვრებაში, წვიმად მოვიდოდი, ან ყვავილად, რათა ჩემი სიცოცხლე ისევე მალე წასულიყო, როგორც წვიმა ან ყვავილი. ვივიენ, დიდი ტვირთია ადამიანობა. ყველა კი როდია ადამიანი. ყველას არ შეუძლია ეს ტვირთი ზიდოს.
-მაგრამ ჯონათან, შენ ეს შეგიძლია.
-არა, ვივიენ, არ შემიძლია. მე შენით ვარ ძლიერი, შენით ვსულდგმულობ და ვიღებ სასიცოცხლო ძალებს. უშენოდ მე არარაობა ვარ. უსულო არსება, რომელსაც დამოუკიდებლად ნაბიჯის გადადგმაც არ ძალუძს. სხვისთვის, შესაძლოა სისუსტეა, მაგრამ ეს სისუსტეა რომ მიყვარს და მავსებს. შენა ხარ ჩემი სისუსტე, ვივიენ. მიყვარს ამ სისუსტით არსებობა, სუნთქვა. მე, შენით ვსუნთქავ.
-ჯონათან...მაშ დარდი რა ფერია?
-დარდი? არ ვიცი, ალბათ ფერი არ აქვს. მაგიტომაც არის, რომ მისი გამოხატვა რთულია. დარდის გამოხატვა, ხომ ძალიან რთულია. იგი ღრმად ილექება ჩვენს ქვეცნობიერში, სულში და გროვდება. ამიტომაც არის ხოლმე შენი თვალები უფერო, როდესაც დარდობ-გაუღიმა ჯონათანმა.
-ყველაფერი, ჩემთან რატომ ასოცირდება?
-იმიტომ რომ შენ ჩემი სამყარო ხარ და სამყაროში არსებული ყველა’ფერი’.
-ჯონათან, შენ ძალიან კარგი და კეთილი ხარ-გაუღიმა გოგონამ.
-შენ მაკეთილშობილებ...-თბილად გაუღიმა ვივიენს.
გულში ჩაიკრეს ერთმანეთი და ვარსკვლავებით მოჭედილი ცით ტკბობა განაგრძეს.

***
სამყაროში, მართლაც რომ ყველაფერს, თავისი ფერი აქვს, უბრალოდ ჩვენზეა დამოკიდებული, თუ როგორ აღვიქვამთ მათ. ყოველი ფერი რაღაც გრძნობასთან ასოცირდება და პირიქით, ყოველი გრძნობა, ფერთან ასოცირდება. ფერები, იმ სამყაროს მქნიან, სადაც შემდეგ ჩვენ ვიმკვიდრებთ ადგილს. ზოგი ავად იყენებს სიცოცხლეს, ზოგიც კარგად. საბოლოო ჯამში, მაინც მთავარი, იცით რა არის? ის არის, რომ სუფთა სულით და ნათელი ფერებით ვიცხოვროთ. რთულია, მაგრამ სამყარო და ადამიანი, ორი უკიდურესად შეუცნობადი ფენომენია და ხანდახან ისე გაგვაოცებს, რომ არც კი ველით...


ვფიქრობ, ეს იმდენად კარგი ჩანახატი არ გამოვიდა, რადგან მეორე დღეა ხარვეზები მაქვს და ცოტა ვინერვიულე..ბოდიში წინასწარ, თუ შინაარსი ვერ დაგაკმაყოფილებთ და სასვენი ნიშნებიც გამორჩენილი იქნება. დიდი მადლობა თქვენი ყოველი სიტყვისთვის. ბევრს ნიშნავს ჩემთვის..



№1  offline წევრი შავი ჩაი

ჰაიკო
შენიშვნები რაც უნდა მეთქვა უკვე გითქვია და მეტი რა ვთქვა?:):)
ეს ჩანახატიც ისე სწრაფად წავიკითხე როგორც წინები.
ძალიან კარგია, ერთ რჩევას მოგცემ, არასდროს წერო სხვისი სიამოვნებისთვის,წერე შენთვის,შენი გრძნობები,შეგრძნებები ფურცელზე გადმოიტანე.მწერლის გენია ხომ სწორედ იმაშია,რომ უხილავი და არამატერიალური ხელშესახებად აქციოს.
ყოჩაღ.
შემდეგს ველი.

ძალიან დიდი მადლობა..მიხარია, თუ მოგეწონათ და ისიც მიხარია, რომ კითხულობთ..)გავითვალისწინებ თქვენს რჩევას❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent