შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯონათან...


20-07-2017, 18:02
ავტორი Kublashvili.gvantsa
ნანახია 1 469

ჯონათანი...სადღაც ამოვიკითხე ეს სახელი...ძალიან მომეწონა და მომინდა შენ ფსევდო სახელად მექცია...
აწიი შენზე ბევრს დავწერ ჯონათან და საერთოდ არ მომიწევს სახელის დამალვა.
ჯონათან...ჯონათან ყველაფრის დაწერა მინდა...
მინდა ყველაფერი მოგიყვე ჯონათან...ხანდახან მინდა ისეთ რაღაცებზე გელაპარაკო ჯონათან რაზეც არავისთან ვსაუბრობ, მაგრამ არ ვიცი ჯონათან...არ ვიცი რა რეაქცია გექნება...იქნებ იმდენად გაგიკვირდეს ეს ჩემგან არც დაიჯერო რომ მე ამას, ასე ოდესმე ვფიქრობ...იქნებ სულაც არ მოგინდეს ამნაირი ' მე ' ს გაცნობა...ან იქბებ სულაც შენნაირად ვერავინ გამიგოს ჯონათან...
შენ სიახლოვეს რომ ვგრძნობ, რომც არ ილაპარაკო, უბრალოდ რომ გაიღიმო, გამიღიმო ის დღე ფუჭად ჩავლილი არ არის ჩემთვის.
ვინმე მეტყვის რას აგიკვიატებია, შეეშვი...მის გარეთაც არსებობს სამყაროო...არა ჯონათან არ შემიძლია...ბევრი ვცადე, და დიდი ხანია ვცდილობ...
ჯონათან...ჯონათან...არ წახვიდე რა. რომც გაიგო, რომ ჩემი აფორიაქების მიზეზი შენ ხარ არ წახვიდე ჯონათან...
იცი ჯონათან? მე შენგან გავიგე სიყვარული რა ყოფილა...მე შენგან გავიგე ვინ ვყოფილვარ...
მახსოვს რამდენჯერ ერთად ვსმსხდარვართ და უაზროდ გვისაუბრია...თემა შემოგვლევია და ერთმანეთზე დაგვიწყია სიცილი...
გუშინ დამესიზმრე ჯონათან...ძილის წინ არ უნდა იფიქრო იმაზე ვინც გიყვარს, თორემ დაგესიზმრება და რომ გაგეღვიძება ბალიში შეგრჩება ხელში...სიზმრათ გეხუტებოდი ჯონათან...სულ გაყინული იყავი...რა გჭირდა?
მელაპარაკე რა...მელაპარაკე ყველაფერ იმაზე რასაც სხვას ვერ უმხელ ჯონათან...მე დავჯდები და მოგისმენ...იქნებ მომენტებში ჩემი თავიც დავინახო შენს მონათხრობში...
ჯონათან იცი? არ მიყვარს შენი უხეში მხარე...როცა უხეშად მომიშორებ, ხოლმე...უხეში ხარ ჯონათან...მაგრამ რატომ არის ხშირად ისე რომ თბილად გამიღიმებ, თბილად ჩამეხუტები და გულიანადაც გამაცინებ ხოლმე...
არვიცი შენში რა დავინახე ისეთი რამაც მთელი ეს აფორიაქება გამოიწვია ჩემში...თუმცა ცხადზე ცხადია, რომ დაუსრულებლივ გრძელდება და გვირაბის ბოლოს სინათლეც არ მოჩანს...
ნათქვამია მზე შენს სხეულს ხედავს, მთვარე კიდე შენს შინაგან მხარესო...თქვენი არ ვიცი და მე კიდე შენზე ბევრი მოვუყევი მთვარეს ჯონათან...ჩემთვის ვებუტბუტები ხოლმე მთვარეს...ჯონათანი და მე...ჯონათანი და მე...ხშირად აი ასე "გაფუჭებული ტელეფონივით" ჩავიხვევი და მთვარეზე მიშტერებული ვიმეორებ...
ყველაფრის, ყველაფრის მიუხედავად მაინც მინდა, რომ ყოველდღე დაგინახო ჩემი ჭიშკრის წინ...ყოველთვის ჩემს გვერდით იყო...დაიწყო ჩემი სიტყვების გამეორება...შემახსენო ის, რომ თუ გაგაბრაზებ ნაყინს აღარ მიყიდი...და ყოველივე ბავშური სისულელეები რასაც ჩვენ ვაკეთებთ ხოლმე...არასდროს წახვიდე რა...
ჯონათან დარჩი...დარჩი ჯონათან...



№1  offline წევრი magdamargia

ჯონათანი სახელი "თოლია ჯონათან ლივინგსტონ"–ში წავიკითხე პირველად... მას მერე მივისაკუთრე ჯონათანი ^^ გაგიკვირდება და მეც შენსავით ვარ ჯონათანით შეპყრობილი და ძალიან გამიხარდა ეს ჩანახატი რომ წავიკითხე <3 მეც ვწერ ჩემს უხილავ ჯონათანს წერილებს ის თითქმის ყველაზე კარგად მიცნობს ალბათ და ჯერჯერობით არ წასულა ჩემგან, იმედია სულ მეყოლება <3 <3
მაგარი გოგო ხარ შენ <3 მომეწონა ძალიანნ <3

 


№2  offline წევრი Kublashvili.gvantsa

magdamargia
ჯონათანი სახელი "თოლია ჯონათან ლივინგსტონ"–ში წავიკითხე პირველად... მას მერე მივისაკუთრე ჯონათანი ^^ გაგიკვირდება და მეც შენსავით ვარ ჯონათანით შეპყრობილი და ძალიან გამიხარდა ეს ჩანახატი რომ წავიკითხე <3 მეც ვწერ ჩემს უხილავ ჯონათანს წერილებს ის თითქმის ყველაზე კარგად მიცნობს ალბათ და ჯერჯერობით არ წასულა ჩემგან, იმედია სულ მეყოლება <3 <3
მაგარი გოგო ხარ შენ <3 მომეწონა ძალიანნ <3


რაღაც პოსტი ვნახე სადაც ეგ სახელი იყო ნახსენები და როდესაც "დავგუგლე" ეგ მოთხრობა ამომიგდო მეც. ვაპირებ დავიწყო. იმედია მომეწონება

 


არ მომეწონა სახელის ბევრჯერ განმეორება. საერთო ჯამში არაუშავს blush

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent