შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მინდვრის ყვავილები


25-09-2020, 03:07
ავტორი Maltuza71
ნანახია 2 141

ნაწილი I.
ზაფხულის შვებულება იწყებოდა. სამსახურში ყველა თავის გეგმებს აწყობდა, ვის სად სურდა დასვენება. მხოლოდ მარიამი იჯდა ჩუმად. რამდენჯერმე ჰკითხეს, რას აპირებდა, თუმცა ზუსტი პასუხი არავის მიუღია. თვითონაც არ იცოდა და აბა სხვას როგორ უპასუხებდა. საკუთარ თავზე ეცინებოდა, ყოველ წელს ასე აწყობდა თავადაც გეგმებს, თუმცა ბედის თუ მისი წყალობით ეს გეგმები ყოველთვის განუხორციელებელი რჩებოდა. წელს გადაწყვიტა, ხმამაღალა არავისთან არაფერი გაემჟღავნებინა, სწორედ ამიტომ იჯდა თავისთვის. ბოლოს გუნებაში გადაწყვიტა შვებულების ერთ თვეს სახლში გაატარებდა, თბილისში. პროფესიული ლიტერატურის კითხვით დაკავდებოდა და თან მისთვის საყვარელ ენას ისწავლიდა. მარიამი ფლორისტი გახლდათ, უკვე 28 წელს მიტანებული და გარშემომყოფებისაგან თავმობეზრებული, ნუ გააადაყოლებდა თავის კარიერას პირად ცხოვრებას.
საღამოს სამსახურიდან შინ დაბრუნებული კომპიუტერს ჩაუჯდა, გულმა აღარ მოუთმინა, გული მთისკენ მიუწევდა. ოღონდ მარტო უნდა წასულიყო არავისთან არაფერი ეთქვა. სიმშვიდე და საკუთარ თავთან მარტო დარჩენა სჭირდებოდა. ბოლოს არჩევანი მთისუბანზე შეაჩერა. ბილეთები აიღო და გასამგზავრებლად მომზადებას შეუდგა. ჩემოდანი წიგნებით და ქსეროქსებით გატენა, ორიოდე კაბაც ჩადო, არც პლედი დავიწყებია მთის ცივი საღამოებისათვის. ყველაფერი მზად ჰქონდა. ადრიანად ჩაწვა საწოლში. აქამდე ასე მარტივად არაფერი გადაეწყვიტა და გული უცნაურად უძგერდა, რაღაც ახალთან შესახვედრად.
დილის 6 საათზე, უკვე ტრანსპორტში იჯდა და ნამძინარევი თვალებით ემშვიდობებოდა თბილისს. მალე სიმწვანე შემოიჭრა ფანჯარაში, თვალები ფართოდ გაახილა. სუფთა ჰაერი ჩაისუნთქა და ღიმილმორეულმა ხელი დაუქნია ცხვრების ფარას ადევნებულ, აჟრიამულებულ ბავშვებს. უკვე წინასწარ ტკბებოდა რა ბედნიერად გაატარებდა ერთ თვეს და შემდეგ თბილისში დაბრუნებული როგორი ხალისით შეუდგებოდა მცენარეთა ახალი ჯიშების გამოყვანას.
მთისაბანში ჩასულს, სახლის პატრონი, ძალიან საყვარელი ქალი დაუხვდა. თან ძალიან გაუმართლა. ქალბატონი მარიზა, თავის დასთან მიემგზავრებოდა სოფელში ერთი თვით და სახლის ქალბატონად მარიამს ტოვებდა. ყველაფერი ისე კარგად აეწყო, რა უცნაურია, ასეთი რამ პირველად ხდება ჩემს ცხოვრებაში ფიქრობდა ყურებამდე გაღიმებული და სახლის პატრონს მადლობებსს უხდიდა ასეთი ნდობისთვის. ერთმანეთს გამოემშვიდობნენ და ამასობაში მოსაღამოვდა კიდევაც. საკმაოდ აგრილდა. თბილი ბევრი არაფერი წამოუღია, ამიტომ ღუნღულა პლედში გაეხვია და ხის ძველ აივანზე ჩამოჯდა.იატაკი სიძველისგან ჭრაჭუნობდა და ისეთ ხმას გამოსცემდა,თითქოს სადაცაა უნდა ჩავარდნილიყო. აქედან ყველაფერი ხელისგულივით მოჩანდა. შორს სადღაც ძაღლები ყეფდნენ და ვიღაცეები ხმადაბლა მღეროდნენ. პირველად რჩებოდა მარტო, თუმცა რაღაცნაირ სიმშვიდეს დაესადგურებინდა მის სხეულში, ვერ გრძნობდა იმ მოვლენების მოახლოებას , რომლებსაც მთელი მისი ცხოვრება თავდაყირა უნდა დაეყენებინა.
გვერდით ეზოში, დიდი კაკლის ქვეშ შეკრებილი ხალხის ღრიანცელი შორს ისმოდა და ბუნების ჰარმონიასთან შერწყმულ მარიამს უსიამოვნო გრძნობებს უღვივებდა. გვიანობამდე ისმოდა ბოთლების მსხვრევის ხმა, და უკვე გამთენიას მიტანებულს, ძილგამტყდარ მარიამს ღრმად ჩაეძინა.
დილა ისეთი აღმოჩნდა როგორც ოცნებებში წარმოედგინა. სწრაფად ჩამოირბინა ეზოში, პეშვით წყალი შესვა, სახე მზეს მიუფიცხა და თვალები წამიერად დაეხუჭა.
-გამარჯობა, მე რეზი ვარ, უსიამოვნოდ ჩაესმა ყურში.
თვალები სწრაფად გაახილა, მის წინ მაღალი, კარგი გარეგნობის ქერა ბიჭი იდგა, გაღიმებული უმზერდა და თვალს არ აშორებდა. მიუხედავად მისი თბილი გამოხედვისა, მარიამს უსიამოვნო გრძნობები ჩაეღვარა გულში. მზე ხელით მოიჩრდილა და ბიჭს კარგად დააკვირდა. წვრილი, მოჭუტული თვალები დაჟინებით უმზერდნენ მის დიდ თვალებს და გასაქანს არ აძლევდნენ.
-მე მარიამი ვარ, მიუხედავად ანტიპატიისა, ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად და თვალები დახარა.
რეზი და მარიამი, როგორ უხდება ეს ორი სახელი ერთმანეთს, უტიფრად წარმოსთქვა ბიჭმა და ხმამაღლა გაიცინა. შემდეგ, ერთხელ კიდეც მიაპყრო მზერა და დაემშვიდობა. მალე შევხვდებით, ესღა წარმოსთვა, ცალყბად ჩაიღიმა და სწრაფად გაუჩინარდა. უსიამოვნო გრძნობები უფრო გაუძლიერდა მარიამს. არა უშავს ბალახების ჩაის დავლევ და გადამივლის გაიფიქრა აღელვებულმა და სწრაფად შევიდა სახლში.



№1  offline წევრი Maltuza71

თუ ეს ისტორია თქვენთვის საინტერესოა და ფიქრობთ რომ გაგრძელებას საჭიროებს, მომწერეთ <3

 


№2 სტუმარი სტუმარი თამთა

გამარჯობა, განსხვავებული სტილია, სასიამოვნოდ საკითხავი და გააგრძელეთ. გისურვებთ წარმატებებს. <3

 


№3 სტუმარი სტუმარი ნინო

რა სასიამოვნო საკითხავია. ველოდები მოვლენების განვითარებას ????????

 


№4 სტუმარი Life is beautiful

დადამ და აი, მეც მოვედი! ... კი, გააგრძელეეე♥️♥️♥️

 


№5  offline წევრი Maltuza71

Life is beautiful
დადამ და აი, მეც მოვედი! ... კი, გააგრძელეეე♥️♥️♥️

<3

Maltuza71
Life is beautiful
დადამ და აი, მეც მოვედი! ... კი, გააგრძელეეე♥️♥️♥️

<3

როგორ მიხარია რომ მოხვედი...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent