შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უეცრად მიღებული გადაწყვეტილებები, დაუვიწყარ მოგონებებს ქმნის.


26-09-2020, 18:09
ავტორი maritamo
ნანახია 822

უეცრად მიღებული გადაწყვეტილებები, დაუვიწყარ მოგონებებს ქმნის.
ხშირად მიფიქრია, როგორი იქნებოდა ჩემი
ცხოვრება სხვა ადამიანი, რომ ვყოფილიყავი. ან უბრალოდ ცხოველი, თუნდაც რომელიმე ფრინველი. ისე, რომ იცოდეთ ფრინველად ყოფნის იდეა ყველაზე მეტად მომწონს. ვიცი გიკვირთ მაგრამ, დაფიქრდით მათ ფრთები აქვთ. ყველგან შეუძლიათ გაფრინდნენ, სადაც კი მოესურვებათ. იფრინონ და იფრინონ ხშირად თავის გადარჩენაც უწევთ ,მაგრამ ფრენისას განსაკუთრებულ შეგრძნებას განიცდიან თავისუფლებას. ნახულობენ მთებს, ზღვებს, ქალაქებს ,დაფრინავენ უსასრულოდ მე მომწონს და ასეთი წარმომიგენია ფრინველად ყოფნის იდეა.

პეპელაზე ამბობენ რამდენიმე დღე ცოცხლობსო. ამ ნაზმა მოფარფატე მწერმა, როგორ უნდა მოასწროს სამყაროს შეცნობა?! ერთი წუთიც კი არ აქვს დასაკარგი. ჩემი აზრით საოცარია, თავის ლამაზი ფრთებით დაფარფატებს. აბა წარმოიდგინეთ, ამ პატარა მწერს კიდევ უფრო ნაადრევად, რომ მოუსწრაფოს ვინმემ სიცოცხლე ხომ საშინლებაა?

წვიმიანი დღებიც მიყვარს, შემიძლია უსასრულოდ ვიარო წვიმაში. ქოლგის გარეშე იმიტომ, რომ ქოლგით სიარულს წვიმაში ხიბლი არ აქვს. თუ წვიმა გიყვარს , კიდევაც უნდა დასველდე და მისი ხმითაც უნდა დაკბე. მაგრამ არის მომენტები როდესაც, ქოლგით სიარულიც მიყვარს. წვიმიან დღეებში შემოვჯდები ხოლმე, ფანჯარაზე და წვიმა ამომიტივტივებს მოგონებებს.
აი კიდევ გამახსენდა ერთი, ასე იცის ჩემმა გონებამ. უცბად ერთი თემიდან, მეორეზე გადადის ისე, რომ არც მეკითხება. მიღვიძებს, დიდი ხნის მივიწყებულ მოგონებებს ამჯერად 5 წლის წინანდელი ამბავი გამახსენდა მგონი ღირს მოსაყოლად.

- ყვავილებიდან ყველაზე მეტად რომელი მოგწონს? გამიმხელ თუ ეგეც საიდუმლოა? ჩამესმა ბოხი მაგრამ, საოცრად მშვენიერი ხმა. ისე ჩამესა მისი სიტყვები როგორც, მუსიკის ჰანგები.
-ბაბუაწვერა მომწონს, ვუპასუხე მშვიდად და აუღელვებლად.
-ბაბუაწვერა?
-დიახ
-და რატომ მაინც და მაინც ბაბუაწვერა?
-ბავშვობიდან მომწონს და მიზიდავს. სოფელში ეზოში გამოვიდოდი დავრბოდი და ვეძებდი, რომ ვიპოვნიდი დიდხანს ვუყურებდი. შემდეგ სულს ვუბერავდი, ვაკვირდებოდი როგორ იფანტებოდნენ ჰაერში. ისინი თავისუფლები და განსხვავებულნი არიან, შეუძლიათ იქ წავიდნენ სადაც უნდათ. და თან ყველაზე სახალისო ის არის, რომ სულის შებერვისას გამუდმებით უამრავ სურვილს ვიფიქრებდი. იმ იმედით, რომ ამიხდებოდა ახლა აღარც კი მახსოვს იმ სურვილების სია, მაგრამ მაშინ ყველაზე მნიშვნელოვნად მიმაჩნდა.
-თან ყველაზე გასაოცარი ის არის, რომ მის ყიდვას ვერ შეძლებ.
-დიახ, ტყეში მოგიწეს წასვლა და მოკრეფა თუ, ჩემთვის მოტანა მოგინდება.
ეშმაკურად გავხედე და გავიცინე.
-ისეთი განსხვავებული და ამოუცნობი ხარ, შეუძლებელია შენთვის რამე არ გავაკეთო. მგონია, რომ შენზე ყველაფერი ვიცი მაგრამ აღმოჩნდება, რომ საერთოდაც არაფერი არ ვიცი.
-მგონია, რომ ერთმანეთის გაგებას შევძლებთ. შეხედე ზღვას როგორი წყნარია და კენჭი მოვისროლე ზღვისკენ.
-განსაკუთრებით მიყვარს ზღვა, მშვიდიც, აღელვებულიც, რომ ვუყურებ მამშვიდებს. ტალღების ხმა ჩემში, არამქვეყნიურ გრძნობას იწვევს. საათობით შემიძლია ვიჯდე და ვუყურო მოვუსმინო და შევიგრძნო.
-მზის ჩასვლა განსაკუთრებით მიყვარს, ხშირად მოვდივარ აქ ვზივარ და ვფიქრობ. ყველაფერზე და არაფერზე, განსაკუთრებულობაზე და უბრალოებაზე.
-გინდა წყალში შევიდეთ?
-რატომაც არა

აქვე მინდა ჩავერიო და გითხრათ, რომ ამ დროს ოქტომბერი იყო და საშინლად ცივი ზღვა. მხოლოდ გიჟი თუ მიიღებდა ასეთ გადაწყვეტილებას. მაგრამ იმ მომენტში მიმაჩდა, რომ ცხოვრება ასეთი მოულოდნელი გადაწყვეტილებებით იყო საინტერესო. რაღაც მხივ უმნიშვნელო, თან მნიშვნელოვანი მაგრამ საინტერესო.
მახსოვს , რომ წამოვდექი სწრაფად გავიქეცი მისკენ და ზურგზე შემოვახტი. მან კი ბევრჯერ დამატრიალა ვტრიალებდით და ვტრიალებდით. რა თქმა უნდა ზღვაში შევვედით, მართალია მოგვიანებით სიცივისგან ვკანკალბდით და ფილტვების ანთებაც დამემართა. მაგრამ ჩემთვის ერთ ერთ საუკეთესო მოგონებად რრჩება ის მომენტიც, როდესაც სიცივისგან გაყინულს ზღვაში სიყვარული ამიხსნა. მიუხედავად იმისა, რომ ახლა მასთან აღარანაირი ურთიერთობა არ მაქვს, არ ვნანობ ყოველ იმ სიგიჟით აღსავსე გადაწყვეტილებას რაც მასთან ერთად მაქვს მიღებული. და დიახ დღემდე ვფიქრომ, რომ ცხოვრება ასეთი მოულოდნელი გადაწყვეტილებებით არის საინტერესო. რაღაც მხივ უმნიშვნელო, თან მნიშვნელოანი, მაგრამ საინტერესოგადაწყვეტილებებით.

და მაინც განსაკუთრებით მიყვარს ის მოგონებები როდესაც, პირველად და ნამდვილად შემიყვარდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent