შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცოდვილი სული


26-09-2020, 19:31
ავტორი შავი ჩაი
ნანახია 919

შავი ღრუბლები ერთმანეთს დასჯახებოდა. ზეცა დამძიმებულიყო და დედამიწას გაასმაგებული ძალებით ეჯახებოდა. მე მივხვდი...მივხვდი, რომ ჩემი სული იმაზე მეტად მძიმეა, ვიდრე უდიდესი ქვის ლოდი, რომელიც მთებად ქცეულან.
-შენ ცოდვილი ხარ,-გამომსძახა ჩემმა ეგომ.
დიახ, მე ისეთივე ცოდვილი ვარ, როგორც შენ. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ სხვადასხვა ცოდვისთვის გავსამართლდებით ზემოთ, უფლის წინაშე. განიხილება ყველა ცოდვა, თუნდ უბრალო ტყუილით დაწყებული, დიდი ცოდვით დასრულებული.
მხოლოდ ორი განაჩენი არსებობს: მოგეტევება ცოდვები და მარადისობას სამოთხეში გაატარებ, ან კიდევ დაისჯები ჩადენილისთვის და ჯოჯოხეთის კარიბჭე გაიღება შენთვის, რომელიც გშთანთქავს...

***
-მოსამართლე მობრძანდება-გაისმა მჭექარე ხმა დარბაზში-გთხოვთ ყველანი ფეხზე წამოდექით.
ყველა დაემორჩილა ნაკარნახევს, მხოლოდ ერთი ადამიანი იჯდა და კუპრივით შავ თვალებს არ აცილდება ირგვლივ მყოფთ. ჩამუქებული ჰქონდა უპეები, რაც მის შესახედაობს კიდევ უფრო ამკაცრებდა და საშიშს ხდიდად. ადვილი მისახვედრი იყო, რომ სწორედ ეს კაცი გახლდათ „დამნაშავე“.
-გთხვოთ დაბრძანდეთ-მიმართა მოსამართლემ იქ შეკრებილთ-მისტერ სვენ, როგორც უკვე იცით, აქ თქვენი დანაშაულის გამო იმყოფებით. ხომ იცით?
-დიახ-მოკლედ უპასუხა.
-მაშ კარგი. ალბათ უკვე იმასაც მოგახსენებდნენ, რომ ყველა ბრალი დაგიმტკიცდათ. ასეა, არა?
-დიახ.
-გაქვთ სათქმელი?
-დიახ.
-გისმენთ...-მოსამართლედ ხელები მიასვენა მაგიდაზე და მოემზადა.
ერთ ხანს უყურა ჯეიმს სვენმა საზოგადოებას. ფიქრობდა და მათ თვალს არ აშორებდა. ყველა დაძაბული იყო და თუ მის მზერას გადააწყდებოდნენ, საერთოდ პანიკები ეწყებოდათ. ცალყბად ჩაიღიმა ჯეისმა, ოდნავ წამოიწია, იდაყვებით მაგიდაზე დაეყრდნო და დაიწყო:
-მე ცოდვილი ვარ. ამას არც ვუარყოფდი არასდროს, არც ახლა ვამბობ რომ უცოდველი ვარ. ჩემი ცხოვრება არასდროს ყოფილა ია-ვარდებით მოფენილი ლამაზი გზა. ყოველთვის, იმისათვის რომ თავი გადამერჩინა და ცხოვრებაში არ დავცემულიყავი, მიწევდა ეკლიან გზებზე სიარული, სადაც არა ერთხელ დავცემულვარ, მაგრამ ფეხზე ისევ დავმგარვარ. აბა დაფიქრდით, რომელი ხართ ჩემზე უკეთესი?-დარბაზში სიჩუმე ჩამოწვა. ყველა სუნთქვაშეკრული უსმენდა მას-ასეც ვიცოდი, არც ერთი თქვენგანი არა ხართ ჩემზე მეტნი. თქვენც ისეთივე ცოდვილები ხართ, როგორც მე. შესაძლოა, მე უფრო მეტადაც კი, მაგრამ იმის ძალა და გამბედაობა მაინც მყოფნის, რომ ვაღიარო ჩემი შეცდომები და თქვენ? რას აკეთებთ ამ დროს თქვენ, ჩემო პატივცემული საზოგადოებავ? სხედხართ და ერთი სული გაქვთ როდის დაინახავთ ჩემს ძალაგამოცლილ სხეულს, რომელიც მავედრებელი თვალებით შემოგხედავთ და პატიებას გთხოვთ, მაგრამ იცით რა არის? თქვენ ჩემთვის არაფერს წარმოადგენთ. თქვენ, მხოლოდ ჩემს ხორცს სჯით, ხოლო სულს ვერა რას დააკლებთ...მე თქვენგან არ ველი პატიებას და არც არასდროს მოვითხოვ. ჩემთვის ერთადერთი მსაჯული, ღმერთია, თქვენ კი უბრალო მომაკვდავი არსებანი ხართ, რომლებიც, თითქოს და ღმერთის „ბრძანებას“ აღასრულებთ და სჯით ცოდვილებს. ბედის ირონია კი ის არის, რომ თქვენ, იმაზე მეტად ხართ ცოდვილები, ვიდრე მე...ვიცი, ვიცი რომ აქ ბევრი ჩემისთანა მდგარა და თქვენისთანებს განუსჯიათ. მაქვს კითხვა-რა უფლებით?-იმხელაზე დასჭექა მისმა ხმამ, რომ გააპო ჰაერი და ყველას ყურთა სმენა დაახშო. სიტყვის თქმას ვერავინ ბედავდა. უსმენდნენ მას და მხოლოდ მას.-და მაინც, მინდა გითხრათ, რომ ცხოვრებაში ჩემი ყველა გადადგმული ნაბიჯი არასდროს იყო წინასწარ დაგეგმილი და გათვლილი, თუმცა მე არაფერს ვნანობ. ჩემი ცოდვებისთვის, დაე დავისაჯო, მაგრამ იცოდეთ, მე თქვენ კი არა, უფალი მსჯის...-თვალი მოავლო გაყინულ საზოგადოებას, ცინიკურად ჩაიცინა და თავის ადგილს დაუბრუნდა...

***
მე წავრსდექი უფლის სამსაჯავროზე. გავიარე ყველა გამოცდა. ჩემი სული განთავისუფლდა ცოდვებისგან. უეცრად, ხმა მომესმა:
-სულო, ბედნიერი იყავ. მერგო პატივი, რათა განმეწმინდე ცოდვებისაგან-გავხედე და მე ის შევიცან, ვითა ანგელოზი მფარველი ჩემი სულისა. შორიდან, გალობა მომესმა ანგელოზთა გუნდისა. ხავერდოვანი და სრულიად წმინდა. ჩემმა ანგელოზმა გამიღიმა, თავისი კალთა გადმომაფარა და მე ვიგრძენი...ვიგრძენი სიმსუბუქე სულისა, რომელიც ნათელი სხივებით შეიმოსა და მე დავინახე სინათლე...სინათლე, სამოთხისა.



№1  offline წევრი შავი ჩაი

ჰაიკო
მოგესალმები.
მომეწონა მართლა.
მაგრამ რაღაცეები მომხვდა თვალში,
კერძოდ:
1. ქვის ლოდი რომელიც მთებად ქცეულან. მხოლობითი - ლოდი, მრავლობითი - ქცეულან. წესით უნდა იყოს "ქცეულა", მხოლობით ფორმაში.
2. გამომსძახა. სწორი ფორმაა - გამომძახა, გამოძახილი - გამომძახა.
3. საერთოდ პანიკები ეწყებოდათ - არანაირად! ასე არ წერო,ეს ზედაპირულია, ლიტერატურული ენით გაუმართლებელია, თვითონ "პანიკა" ქართული სიტყვა არ არის, თუ არ ვცდები მისი შესატყვისი "ძლიერი შიშია", მაგრამ არ ვარ დარწმუნებული.
4. ვუარყოფდი არა, არამედ უარვყოფდი. უარყოფა - უარვყოფდი.
5. თითქოს და ერთ სიტყვად იწერება, თითქოსდა, ან მხოლოდ თითქოს.
6. განთავისუფლდა არა, არამედ გათავისუფლდა.
საინტერესო შინაარსია და როგორც ხედავ, "შენიშვნებიც" საკმაო რაოდენობით მოვაგროვე, თუმცა ეს არაფერია, დაიხვეწები,მთავარია ბევრი წერო.
წარმატებებს გისურვებ კიდევ ერთხელ და შემდეგი ჩანახატით გელოდები.
პატივისცემით..

გავითვალისწინებ აუცილებლად ყველა შეცდომას და ვეცდები უფრო დავუკვირდე. მადლობა ისევ და ისევ..)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent