შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Cherry Blossom


27-09-2020, 17:44
ავტორი შავი ჩაი
ნანახია 783

ვიღვიძებ დილით და ისევ მარტო ვარ. ვხედავ, როგორ მკრთალად შემოდის მუქ ფარდებს შორის არსებული პატარა სივრციდან, მზის პირველი სხივები. სურვილი მიჩნდება ავდგე და შევეხო. მივიდე მასთან და ვიგრძნო სითბო მზის სხივებისა. ნელ-ნელა ვდგები და ფანჯარას ვუახლოვდები. ვხედავ უზარმაზარ ალუბლის ხეს, რომელიც საოცრად ლამაზია. გაზაფხულის პირველი თვეებია და მიდამოს აყვავილებული მცენარეების სუნი ასდის. ჰაერში სასიამოვნო სურნელი ტრიალებს. ვხუჭავ თვალებს, ხარბად ვისუნთქავ ნაცნობ და მონატრებულ ჰაერს და მოგონებების ზღვაში, მივცურავ პატარა ნავით...
-მერიემ...მერიემ...სად ხარ?-მესმის ნაცნობი და ყველაზე საყვარელი ხმაა. ეს ხმა ხომ ჟოსეფის ხმაა...
-ჟოზეფ...-ვპასუხობ.
-მერიემ, ყველგან გეძებე. სად იყავი?
-მე...-ვიბნევი და ვერც კი ვპასუხობ-მე არ მესმოდა.
-კარგი, არა უშავს. წამოდი, რაღაც უნდა გაჩვენო...-ხელი ჩამკიდა და ისე, რომ არც კი დაელოდა ჩემს პასუხს, შორს, სადღაც შორს წამიყვანა. მივრბოდით, რაც ძალა გვქონდა. ვუყურებდი მას...მის ჟღალ თმებს. მზის სხივები, თითქოს თმებზე ეთამაშებოდნენ და ფერხულს მართავდნენ. ისეთი ლამაზი იყო...ვხედავდი, თუ როგორ იღიმოდა, მიუხედავად იმისა, რომ ზურგს უკან ვიდექი. მის სურნელს ვგრძნობდი...გაზაფხულის სული ჰქონდა. მიყვარდა. ჩემს ყველა უჯრედს უყვარდა. ჩემი გაზაფხული იყო...
უეცრად, ჟოზეფი გაჩერდა. მომიბრუნდა და მითხრა:
-თვალები დახუჭე, მერიემ.
-კარგი.
-მე გამომყევი...-არ ვიცი ასე რამდენ ხანს ვიარეთ, მაგრამ რომ გავჩერდით, რაღაც საოცარი სურნელი ვიგრძენი...
-მერიემ, შეგიძლია თვალები გაახილო.
-ალუბლები...-აღტაცებულმა წარმოსვთქვი-ჟოზეფ, ისინი შეუდარებლები არიან... _თვალი მოვავლე ჯერ კიდევ ახლად გაფურჩქნულ ყვავილებს.
-მერიემ-მან ჩემი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩამხედა-ულამაზესი ხარ. აი, ამ ყვავილებივით ლამაზი.
-შენ ჩემი გაზაფხული ხარ, ჟოზეფ. მინდა, რომ მუდამ მოდიოდე და შენი ყოფნით მავსებდე.
-ხომ იცი, რომ მე არასდროს წავალ...
-ვიცი-გამიღიმა და გულში ჩამიკრა. მისი სურნელი...ტკბილი შარბათივით იყო. ხარბად ვშთანთქავდი ხოლმე მისგან მომავალ სურნელს და სასიცოცხლო ძალებით ვივსებოდი.
ასე გადიოდა წლები. ჩვენ, ყოველ გაზაფხულს ერთად ვხვდებოდით იქ, სადაც ალუბლები ყვაოდა. გვიყვარდა ერთმანეთი. ვცოცხლობდით და ვსუნთქვადით ერთმანეთით. გვიხაროდა ყოველი დღე, რადგან იწყებოდა და მთავრდებოდა ჩვენი შეხვედრებით. ვსაუბრობდით ყველაფერზე. სულელურ ამბებზე, ფილოსოფიურ საკითხებზე, ხან კიდევ ჩუმად ვისხედით, მაგრამ სიჩუმეს ჩვენი გულის ხმაური არღვევდა, რომელიც სიყვარულის უდიდესი ძალით ცოცხლობდა და არსებობდა, მაგრამ ერთ დღეს, მოხდა ის, რამაც მთლიანად შემოაბრუნა ბედის ბორბალი.
-მერიემ...რაღაც უნდა გითხრა.
-გისმენ...
ვატყობდი, რომ საუბრის გაგრძლება უჭირდა, ამიტომ ხელი ჩავსჭიდე და გავუღიმე. ნელ-ნელა პულსი დაუმშვიდდა, სახეზეც სიმშვიდე მოეფინა და განაგრძო:
-მერიემ, მე უნდა წავიდე.
„უნდა წავიდე“-თითქოს გული ამომაცალეს და შორს, სადღაც მიუვალ ადგილას წაიღეს და სამუდამოდ გაიმეტეს ცივი სამარისთვის.
-უნდა წახვიდე? და რატომ?
-მშობლების ხათრით...მათ ვჭირდები.
-და მე? მეც მჭირდები, ჟოზეფ.
-მერიემ, როგორც კი შევძლებ, აუცილებლად წაგიყვან, გპირდები.
-მპირდები, არა?-ცალყბად ჩავიღიმე-მე შემიძლია, რომ წამოვიდე.
-მაგრამ...
-ჟოზეფ, უშენოდ არსებობისთვის ნუ გამწირავ. გთხოვ...-მავედრებელი თვალებით შევხედე. მინდოდა მის თვალებში წამეკითხა, რომ უჩემოდ მასაც გაუჭირდებოდა, მაგრამ რატომღაც ეს ვერ დავინახე. ნუთუ...ნუთუ აღარ ვუყვარდი...?
-მაპატიე...
-მაგრამ მე,-სიტყვა არ დამამთავრებინა და მითხრა:
-უნდა წავიდე. მატარებელზე დამაგვიანდება.-ბოლოჯერ მაკოცა ისე, როგორც მას შეეფერებოდა, მთელი გრძნობით. ბოლოჯერ შევიგრძენი მისი ტუჩებიდან წამომავალი სიმხურვალე, რომელსაც ალუბლის გემო ჰქონდა და სანამ გონს მოვიდოდი, ის იქ აღარ იყო. წავიდა. უბრალოდ ადგა და წავიდა. არც კი მითხრა რეალური მიზეზი. ან შეიძლება მითხრა კიდეც, მაგრამ მე ასე მარტივად დამთმო? ამის დაჯერება საშინლად არ მინდოდა...მასთან თან გაჰყვა ჩემი სული. გახუნდა და ფერი იცვალა ყველაფერმა. ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავდა. უემოციოდ იწყებოდა ყოველი დილა და უემოციოდვე სრულდებოდა. მხოლოდ ერთი რაღაცა იცვლებოდა-ალუბლები. ვუყურებდი ყოველ დღე თუ როგორ ყვავდებოდნენ, იფურჩქნებოდნენ და საბოლოოდ ნაყოფად ყალიბდებოდნენ. მათი გემოს გასინჯვისას, ყოველთვის ჟოზეფი და მასთან გატარებული ყოველი წამი მახსენდებოდა...თავიდან მტკივნეული იყო ყოველივე. კოშმარები არ მასვენებდნენ, მაგრამ ნელ-ნელა რეალობას შევეგუე და ამ რეალობით ცხოვრება ვისწავლე. უბრალოდ ვისწავლე, თუ როგორ უნდა ვიყო ძლიერი...

მოგონებების ღრმა მორევიდან, თანდათან გამოვდივარ. კარგია იქ ყოფნა, მაგრამ რეალობას მთლიანად ვერ განვერიდები. თვალებს ზანტად ვახელ და მზის სხივებით გაბრწყინებულ ალუბლის ხეს ვუყურებ. მეღიმება...გულწრფელად მეღიმება და სხეულში, ერთიანად თბილი ტალღა იწყებს მიმოსვლას. ვწყვეტ ერთ რტოს და სურნელს ბოლომდე შევიგრძნობ. ვინაბები და ყოველი წამით ტკბობას გავნაგრძობ. ვგრძნობ, როგორ სასიამოვნოდ იწყებს სისხლი ჩქეფას ჩემს ვენებში. ყოველ ადგილს ცხადად ვგრძნობ, სადაც კი სისხლი მიედინება. ეს ისეთი რეალურია...უეცრად, კარზე ზარის ხმას გამოვყავარ ჩემი ტკბობის მორევიდან. მივდივარ ნელა. არც კი ვჩქარობ. ვწევ ურდულს და გაოცებისგან ხმა მივარდება. ვშეშდები და სისხლი, რომელიც წამების უკან მიდუღდა და სწრაფად მოძრაობდა ჩემს სხეულში, მეყინება...ზღურბლს უკან, დიდი ხნის მონატრებულ სახეს ვხედავ...
-მერიემ...
-ჟოზეფ...

***
ხანდახან, გრძნობები ალუბლის ყვავილების „აფეთქებას“ ჰგავს.
ერთიანად მოიცავს მთელ ორგანიზმს და სუნთქვას გიკრავს. გიძნელდება, რომ შეებრძოლო გრძნობების ტალღას. ნელ-ნელა წაგიყვანს სადღაც სიღრმისკენ, სიყვარულის მორევში გადაგაგდებს და ნებას არ მოგცემს იქედან დააღწიო. ეს საოცრებაა, რომელიც გინდა არ დასრულდეს, მაგრამ მუდმივი, სიცოცხლეც კი არ არის...



№1  offline წევრი შავი ჩაი

ჰაიკო
გამარჯობა:)
ველოდი შენს ჩანახატს.
მართალია,მუდმივი არაფერია, მითუმეტეს სიცოცხლე.
მძიმეები ისევ ადგილ-ადგილ ზედმეტია;)
შინაარსი მომეწონა ძალიან, კარგად განავითარე, პატარა ჩანახატში ჩაატიე.
წარმატებებს გისურვებ და რა თქა უნდა ახალი ჩანახატით გელოდები.

ეს პუნქტუაცია, აუღებელი ციხე-სიმაგრე გახდა..)) დავხვეწ აუცილებლად. მადლობა თქვენ და ვეცდები მოლოდინი ასე თუ ისე გაგიმართლოთ))

 


№2  offline წევრი შავი ჩაი

ჰაიკო
შავი ჩაი
ჰაიკო
გამარჯობა:)
ველოდი შენს ჩანახატს.
მართალია,მუდმივი არაფერია, მითუმეტეს სიცოცხლე.
მძიმეები ისევ ადგილ-ადგილ ზედმეტია;)
შინაარსი მომეწონა ძალიან, კარგად განავითარე, პატარა ჩანახატში ჩაატიე.
წარმატებებს გისურვებ და რა თქა უნდა ახალი ჩანახატით გელოდები.

ეს პუნქტუაცია, აუღებელი ციხე-სიმაგრე გახდა..)) დავხვეწ აუცილებლად. მადლობა თქვენ და ვეცდები მოლოდინი ასე თუ ისე გაგიმართლოთ))


მოლოდინს მიმართლებ ისედაც.
და იქნებ შენობით მომართვაზე გადმოსულიყავი?:)

მაგას ალბათ მივეჩვევი..ოდესმე)

 


№3  offline წევრი შავი ჩაი

ჰაიკო
შავი ჩაი
ჰაიკო
შავი ჩაი
ჰაიკო
გამარჯობა:)
ველოდი შენს ჩანახატს.
მართალია,მუდმივი არაფერია, მითუმეტეს სიცოცხლე.
მძიმეები ისევ ადგილ-ადგილ ზედმეტია;)
შინაარსი მომეწონა ძალიან, კარგად განავითარე, პატარა ჩანახატში ჩაატიე.
წარმატებებს გისურვებ და რა თქა უნდა ახალი ჩანახატით გელოდები.

ეს პუნქტუაცია, აუღებელი ციხე-სიმაგრე გახდა..)) დავხვეწ აუცილებლად. მადლობა თქვენ და ვეცდები მოლოდინი ასე თუ ისე გაგიმართლოთ))


მოლოდინს მიმართლებ ისედაც.
და იქნებ შენობით მომართვაზე გადმოსულიყავი?:)

მაგას ალბათ მივეჩვევი..ოდესმე)


ოფიციალურობის საჭიროება არ დგას შავო ჩაი:)

ვიცი, თუმცა ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია..) მივეჩვევი შენობით მომართვასაც.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent