შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ დამიჯერო


4-10-2020, 15:35
ავტორი Iraa
ნანახია 816

გავაგდე...
გავაგდე და ამ გაგდების შემდეგ ყოველწამს ველოდები როდის მოვა.
როდის მოვა, რომ ისევ გავაგდო.
ყველაზე ნაკლებად მისი გაგდება მინდოდა.
და უფრო ნაკლებად გაგდების შემდეგ მოსულის კვლავ გაგდება მინდა.
მოსვენება მაქვს დაკარგული.
გულიცემა აჩქარებული.
მე ოთახში ვარ, ჩემი ყურები კი ყოველწამს გზაზე, მისი ტრანპორტის ხმის გაგონების მოლოდინში და სახლში შემოსასვლელ კიბეებზე, მისი ნაბიჯების ხმის გაგონების მოლოდინში.
სულ მგონი აი, აი და ახლა შემოვა...
ველოდები, მთელი სულით და გულით...რათა ვიცრუო და ვთქვა ყველაზე დიდი ტყული, ვიდრე ოდესმე მითქვავს, რომ არ ველოდი...
რომ მისმა დანახვამ არ გამახარა,
რომ მინდა წავიდეს და აღარასოდეს დაბრუნდეს უკან,
რომ შემეშვას,
რომ ასე უკეთესია,
რომ მარტო დამტოვოს,
რომ მარტო ყოფნა მირჩევნია.
ველოდები, რომ უკან გავაბრუნო.
ვერ ვპატიობ, რომ ამდენიხანია არ დაბრუნებულა და ეს უფრო მანადგურებს, მაგრამ ზუსტად ამის გამო, უფრო მწარედ გავაგდებ.
ველოდები, რომ უფრო ამაყად გავუმეორო ის სიტყვები, რომელიც გაგდებისას ვუთხარი და კიდევ უფრო დავარწმუნო, თითქოს სიმართლე იყოს.
ველოდები, რომ ყველაფრის მიუხედავად გულში ჩამიკრას და მითხრას, რომ არსად არ წავა...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent