შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

(მარი ჭუბაბრიას)


9-02-2019, 22:30
ნანახია 1 525

მთელი კვირა ველოდები მზეს,
ყოველ დილას ლურჯი ზეცა მათრობს,
სხვა თუ არა, მე გიპოვი დღეს,
მე ხომ, შენი მოფერება მათბობს.

მთელი კვირა ველოდები მზეს,
მზესთან ერთად ულამაზეს ასულს,
მთელი ღამე შენი დარდი მდევს,
და ფაქიზად ვეფერები წარსულს..

მთელი კვირა ველოდები მზეს,
ჩემს გულში რომ უშენობას წაშლის,
ვიცი, მაინც შემიბრალებ დღეს,
და მზესავით გამიღიმებ მაშინ.

მთელი კვირა ველოდები მზეს,
ყოველ დილას შენსკენ ფიქრებს ვგზავნი,
შენთან ერთად დავიღალე მეც,
ვიკარგები, როგორც უცხო მგზავრი.

მთელი კვირა ველოდები მზეს,
ყოველ დილას შენით ვიკლავ წყურვილს,
შენ თუ არა, მე გიპოვი დღეს,
მე მზე მითბობს უშენობის სურვილს.

მთელი კვირა ველოდები მზეს,
ყოველ დილას შენი სუნთქვა მესმის,
შენი ფიქრი ძველებურად მდევს,
ყოველ დილას მაინც თავზე მესხმის.

მთების იქეთ მიმალულა მზე,
ყოველ დილას გელოდები სახლში,
სხვას თუ არა, მზეს ვიპოვი დღეს,
და სიყვარულს უსასრულოდ გავშლი.

(მარი ჭუბაბრიას)




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent