შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შთაგონების წყაროდ თქმული შალოს ბაღი


17-10-2020, 20:32
ავტორი სალისალომე
ნანახია 843

ჩემი სახლიდან ორი, სამი სახლის მოშორებით არცისე დიდი ბაღია სადაც ბოსტნეულიდან დაწყებული, ხილამდე დამთავრებული ყველაფერია.არემარე ფერადია, იქ ყოფნა ძალზედ გესიამოვნებათ.შორიდანვე იგრძნობა გლეხთა შრომისუნარიანი სული, მადისაღმძვრელი გემო და ენერგია რომელიც დამუშავებისას მიწის ქვემოთ და მის ზემოთ დევს.როცა არ უნდა გავიარო ახლო მახლო მაინც ბაღისკენ მიმიწვდება თვალი.პატარაობიდანვე სურვილად მქონდა ამ ბაღში მოხვედრა, ან საერთოდ სულ ჩემი ბაღი ყოფილიყო მე, კი მისი ბატონ პატრონი ვყოფილიყავი.მაგრამ რად გინდა, ოცნება ოცნებად დარჩა დღემდე.ერთი მხოლოდ იმის ბედნიერება მქონდა შალოს ბაღნარში შევსულიყავი, დამეთვალიერებინა და მეზობლურად მივხმარებოდი ბროწეულის კრეფაში. საერთოდ რაც თქვენი არ არის და სხვას ეკუთვნის არ უნდა მიისაკუთროთ ეს ძალიან ცუდი საქციელია.იქ, რას აღარ ნახავდით ვაშლი, ატამი, ვაშლატამა, ბალი, ალუბალი, ბროწეული, ბროკოლი, სალათის ფოთოლი, ბადრიჯანი, კომბოსტო...ბავშვობაში ყოველთვის ვამბობდი დიდი, რომ გავიზრდები შალოს მსგავსი ბაღნარი მექნება თქო სიცოცხლით სავსე.ერთ მშვენიერ კვირა დღეს, დილაუთენია მზის სხივები ჩახჩახებდა შალოს ბაღთან ზედ ბროწეულს დაჰყურებდა, ისეთი ლამაზი სანახაობა იყო ასეთი რამ პირველად მენახა.მართლა სიტყვებით ვერ აგიღწერეთ რა დამემართა, როგორი შეგრძნებები წარმოიშვა ჩემში.დილით სპეციალურად გამოვედი ადრიანად, ავიღე ჩემი ფოტოაპარატი რათა მზის ამოსვლა გადამეღო მაგრამ მის მაგიერ შალოს ბაღს შევრჩი და აპარატის ``წკაპუნი`` დავიწყე ამ დროს თითქოს ბუნებამ იღვიძაო ბაღს სხვანაირი ელფერი მიეცა...იქამდე თითქოს სიბნელით იყო მოცული, არანაირი სილამაზე არ ამშვენებდა განსაკუთრებით ამ ბოლო დროს როცა შალოს აღარ შეეძლო და მოხუცდა, ეს მაშინ იყო მშვენიერი წინა წლებში.მთელ მოსახლეობას მის უჩვეულო სახლსა და ბაღზე ეჭირა თვალი.არ სჯეროდა არავის, რომ კაცს თავისი ხელებით ამდენი შრომა შეეძლო და ბარაქიანი მოსავალი მოჰყავდა.ჯერ თავიდან პატარა, რომ ვიყავი ჭორი დადიოდა ბაღნარი ხელოვნური არისო მეც დავიჯერე იქამდე სანამ საკუთარი თვალით არ ვნახე იქაურობა.იყო კადრები რამაც ჩემი გაოცება და ამავდროულაად გაკვირვება გამოიწვია ქვეყნად არსებობს ისეთი უმნიშვნელო მაგრამ მეორე მხრივ ბუნებისგან შობილი მომენტები რომელიც ჩვენს გაკვირვებას იწვევს და რაღაცეებზე გვაფიქრებს.ეს ფიქრი კი ღრმაა, დიდ შთაბეჭდილებებში გადაიზრდება.საკუთარი თვალით შევხედე ჩემს წინ მდგარ სურათს, თვალები დავხუჭე მერმე ახლიდან გავახილე იგივე სურათი იშლებოდა.შემდეგ კამერას ჩავხედე და იგივე სურათი...დაუჯერებელი იყო, ასეთი რამ პირველად მენახა.ღმერთო, რა მაგარია როცა საოცრებას საკუთარი თვალით ხედავ და ეს ბუნების ქმნილებაა.წინ მდგარი ხე, სისხლივით წითელი მძაფრ, მომჟამო გემოს, რომ ქმნის და თავისდაუნებურად კბილში გჭრის, ტანში ჟრუანტელს გივლის და სახეს გადამეტებული სიმჟავისგან `` გიმანჭავს`` არცისე დიდი ზომის, წითელი-პრიალა თავწვეტიანი მარცვლები პირისაკენ მიისწაფიან, მჟავე გემოს დაგემოვნებისთვის სადღაც წამებში კი კუჭი გრძნობს აუტანელ სიმჟავეს რომელსაც ბროწეული ჰქვია მაგრამ განა მარტო სიმჟავეს განასახიერეს სასწაულებრივი მარცვალი?არა, მას ხომ თავისი სილამაზე აქვს, განსხვავებულია ყველასგან მშვენიერი თავისებური ელფერი დაჰკრავს, თითქოს არცისე გასაოცარი, ბუნებრივი და შიდა სივრცე თეთრი კანით დაფარული სიღრმეში კი მარცვალთა ერთიანობა რომელიც წითურ სურათს ქმნის ერთი თითის დადება წვენის გამოდენა და სისხლად გარდასახვა ერთია.თავიდან აპარატის ჩხაკუნისას ხეზე ჩბეულებისამებრ ესხა ბროწეულს, გემრიელად შევსებულიყო ყველა ტოტი.ჩხაკუნის პერიოდში უეცრად ხეზე მყოფი ბროწეული შუაზე გაიპო(გადატყდა) და ასე ჰაერში იყო კარგა ხანს არ ცალკევდებოდა ერთიმეორისგან არცერთი მხარე.მარცვლეულის სიღმიდან სინათლე ამოდიოდა რომელიც ცას უერთდებოდა და ენითაუღწერელ პეიზაჟს ქმნიდა.ეს სანახაობა დაახლოებით ათი-თხუთმეტი წუთის მანძილზე ხდებოდა. ძალიან ბევრი, განსხვავებული ფოტოები გადავიღე სხვადასხვა კუთხითა თუ რაკურსით.რაღაც დროის გასვლის შემდეგ, ბროწეულის ნაწილი ჩამოიშალა, მიწაზე დაემხო ნაწილმა რომელიც ტოტზე შერჩენოდა სისხლის დენა დაიწყო...წვენი გასდიოდა, ძლიერი დენით მიედინებოდა წვენი მიწისკენ და უერთდებოდა მიწის ქვედა ფსკერს, მიწაც იწოვდა წითელ სითხეს დიდი მონდომებით.დარჩენილი ბროწეულს კი მზის სხივები დანათობდა და ბრჭყვიალებას ისევ განაგრძობდა.შეიძლება არაფრის მომცემ ფაქტად მოგეჩვენოთ ეს პატარა მაგრამ დამაფიქრებელი სურათი ან დიდ სისულელედ მაგრამ სისულელებშიც ხომ არსებობს რამე აზრი? საერთოდ ყველაფერს თავისი აზრი აქვს ამ სამყაროში, სწორედ ეს აზრი სძენს ხიბლს სამყაროს რომ იცოცხლოს და იარსებობს ცხოვრებაში უწყობს ხელს.და მე, როგორც მოყვარულ ფოტოგრაფს ფოტოს სახით მოგონებად დამრჩება ეს ულამაზესი სანახაობა ჩემს გულსა და გონებაში.ფოტოს სახით კი უფრო ნათლად გავიხსენებ, დავაკვირდები იმ არაფრისმომცემ მაგრამ ყველაფრისმთქმელ კადრს.მე, მასზე ისევ დავწერ ბევრჯერ დავწერ და ბროწეულსაც გადავუღებ ფოტოებს...რადგან ეს ჩემი შთაგონების წყარო გახდა.ვფიქრობ, რომ ყველაჩვენთაგანს უნდა გააჩნდეს შთაგონების წყარო, ეს შეიძლება იყოს ბუნება ან რამე ნივთი რაც თქვენზე დიდ ზეგავლენას მოახდენს, უბრალოდ მოგეწონებათ, გაგაკვირვბეთ, სხვა თვალით დაგანახებთ ამაოებას, დაგაფიქრებთ, ბევრ რამეზე მიგახვედრებთ, თვალს აგიხელთ.უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ადამიანის ცხოვრებაში რამე ახლის აღმოჩენა, პოვნა და შემდეგ მასზე ფიქრი, საუბარი.როცა გაქვს შთაგონების წყარო თუნდაც მდინარე, ტბა მასზე შეგიძლია პატარა ჩანახატი გააკეთო, დაწერო ლექსი, სიმღერა, შექმნა კომპოზიცია ან გადაიღო ფოტოები.შთაგონების წყარო ასევე შესაძლოა იყოს რამე სიტყვა რაც თქვენს გონებაში სხვაგვარად გაჯდება და ფიქრების ზღვაში გატარებთ.ჩემთვის შალოს ბაღი იყო ბავშვობიდან შთაგონების წყარო.ამ ადგილმა ჩამისახა დიდი იმედი მომავლისა, რომ მარადიულობა შესაძლებელია მხლლოდ გაფრთხილება, ზრუნვა და მოვლა სჭირდება ყველაფერს.ბუნებამ დაიპყრო ჩემი გული და ფიქრის ზვავად იქცა.უცაბედად ჩამოწვება ხოლმე გონებასთან ახლოს აზრთა ზვინი და მერედა მიდი შეაჩერე თოვლთა სვლა ან წვიმის წვეთები ეს ხომ რთული საქმეა მაგრამ არა შეუძლებელიც.ასეა რაც დაუჯერებელია იმისიც უნდა გჯეროდეთ, რადგან ცხოვრება ხანმოკლე სპექტაკლია და ამ სპეკტაკლის დასასრული არც შენ იცი არც მე და არც იმ სხვამ ასე, რომ იპოვნე ის რასაც ეძებ, რაც გჭირდება და რაც სამომავლოდ გამოგადგება მეც ახლა ძიების პროცესში ვარ.რამდენი დრო დასჭირდება ამას? არ ვიცი, ვერ გეტყვი შეიძლება ერთი დღე, თუნდაც კვირეები, თვეები ან წლები გააჩნია რამდენს მოვინდომებთ ამას გზა გვიჩვენებს მომავლის გზა და მისი დაწერილი ბედი რომელიც უხილავია.ადრე თუ გვიან მაინც იპოვი შენსას და იმ კონკრეტულს შენი სახელი ერქმევა.მეც ვიპოვი, ხელთ დავიჭერ და არასდროს გავუშვებ.



№1  offline მოდერი guroo

რეალიზმი, როგორც ყველაზე დიდი მხატვრული ხერხი heart_eyes
მადლობა, რომ საუკეთესო სტიმული მომეცი დასაწერად და ამ რამდეიმე წუთის განმავლობაში დრო სასიამოვნოდ გამატარებინე.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent