შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"სახლი მინდოდა მქონოდა"


26-09-2015, 22:54
ავტორი ელი
ნანახია 17 196

სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო- ხის და ისლის.
სასთუმლად- ნუშის ბაღნარი, საბნად- თიბათვის ნისლი.
ბაღი მინდოდა მქონოდა თვალუწვდენელი ჩრდილით,
გადავრეკავდი მინდვრებზე შავთეთრა კრავებს დილით.

ავაშენებდი სალოცავს, გადადუღებულს კირში,
გამოვისხლავდი გაზაფხულს, ვაზებს ჩავყრიდი მწკრივში
,და ავაგებდი სამრეკლოს, ვაგუგუნებდი ზარებს
გავაშენებდი ვენახებს, ცამდე ავწევდი ზვარებს

გავახურებდი კოცონზე ჩემი ცხენისთვის ნალებს,
მისი ქროლვით და ჭენებით გადავუსწრებდი ქარებს.
მერე მოვარდნილ ნიაღვრით დავაბრუნებდი წისქვილს
და ჩემი პურის თონეში ფიჩხებს ჩავყრიდი-მზის სხივს,

ბაბუაჩემის საწნახელს გადავუხსნიდი ძარღვებს,
არტერიებად დაბერილ ალადასტურის მკლავებს,
ჩემი ჭიშკარის ბოლოსთან გავლით დასიცხულ მგზავრებს
ცივი წყლის ნაცვლად ვასმევდი ცოლიკაურის ხავერდს.

მერე ვნახავდი საცოლეს- ცისფერთვალებას, ლამაზს,
შემოვაკრავდი საჩუქრად ოქროდავერცხლილ ქამარს
და ჩემი მატყლის საბანზე ავიწყვიტავდი ალერსს,
შვილებს სახელად მივცემდი ლაზარეს, თომას, პავლეს,

მოვწყვეტდი დედის ძუძუდან, რძემდე ვასმევდი ღვინოს
და სასაფლაოს საყდარში შუბლზე ვაცხებდი მირონს,
მერე შევსვამდი სამივეს უუნგირო ცხენზე,
პატარა მაჯებს ვანდობდი, მე რომ თოფი მაქვს სხვენზე,
წკეპლას მოვცხებდი თეძოზე ჩემ ხალიბნალა ფაშატს
და ვაჟებს ვანადირებდი, კვდომის ვაცნობდი ლაზათს.

სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო- ხის და ისლის,
სასთუმლად- ნუშის ბაღნარი, საბნად-თიბათვის ნისლი


**************************************************
მე რომ მომწონს ის ლექსია.სხვა უამრავიდან ერთ-ერთი.



№1  offline ახალბედა მწერალი lullaby

შემიძლია მილიონჯერ წავიკითხო და მილიარდჯერ მოვუსმინო აუდიოს

 


№2  offline წევრი სესილია

მეც მიყვარს ეს ლექსი love

 


№3  offline ადმინი შამანი

ძალიან,ძალიან მიყვარს ეს ლექსი ♥ ♥ ♥
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№4 სტუმარი სტუმარი გიგი

ბჯნ არის ლექსის ავტორი

 


№5 სტუმარი სტუმარი ხათუნა

სულში და გულში გაიარა!
აი ლექსი, აი, სიტყვა...
ყველა ქართველს რომ დაბურძგლავს და არაქართველს- ქართველობას ანატრებიებს

 


№6 სტუმარი გუგუგაგა

არ მევასება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent