შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სევდა და ოპტიმიზმი


22-10-2020, 12:17
ავტორი სალისალომე
ნანახია 1 148

***
ყველა თავის ისტორიას ქმნის და ამ ყველა ისტორიას თავისი ავტორი და სახელი აქვს.
ეს ისტორიები ერთმანეთისგან განსხვავებულია, ზოგი გაუსაძლისი ტკივილით და მწუხარებით სავსეა, ზოგიც სიყვარულითა და ზღვა ბედნიერებითაა გაჯერებული.
ყველაფერს ასე, რომ ვთქვათ თავისი მინუსები და პლუსები აქვს...
ადამიანები ცდილობენ, თვითონ მართონ ცხოვრება მაგრამ ზოგჯერ ასე არ არის, ცხოვრება მუდმივად ცდილობს მართოს ადამიანები და ჯიუტად მიჰყავს იმ გზით საითაც სურს.
ადამიანი ძლიერი არსებაა, უფროსწორად ქვაა, რკინაა, რომელიც არ ტყდება... არ ეპუება ცხოვრების მართვას... იღწვის, იბრძვის... არ ნებდება... ზოგჯერ გამოსდის , ზოგჯერ არა და... მარცხდება...
დამიჯერეთ ამას მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე გეუბნებით. ჰო, ცხოვრება ეკლიანი გზაა, სიარულისას ყოველი ნაბიჯის გადადგმისას უხეშად, მტკივნეულად გერჭობა ფეხის გულებზე, მაგრამ ითმენ ამ „თითქოს“ უმნიშვნელო დეტალს. ცხოვრების ნახევარს, რომ გაივლი შემდეგ ხვდები, რომ ეს გამოცდა იყო, ოღონდ, მწარე და მტკივნეული შეგონებით, თითოეული თავის ღრმა კვალს ტოვებს სულში, გულში... მაგრამ იბრძვი... არ ნებდები... კვლავ იბრძვი...
ცხოვრება, არჩევანი როდია კარგსა და ცუდს შორის. ცხოვრება ალბათ, მკაცრი გაკვეთილია, ან თუნდაც ბედისწერაა კარგი ან ცუდი დასასრულით...
ზოგჯერ ცხოვრება გაფურჩქნულ ვარდს ჰგავს, რომელიც მშვენიერი გეჩვენება, უეცრად კი, დრო გადათელავს ამ სიკარგეს და რა? - დამჭნკარ ყვავილად წარმოჩინდება წამში. რთულია ისაუბრო ადამიანებზე, ცხოვრებაზე და მითუფრო სამყაროზე, სიკეთისა და ბოროტების წრებრუნვაზე. რადგან თემას, სათქმელს ბოლომდე ვერ ამოწურავ. ვერც ტკივილს და ვერც სატკივარს „ამოწურავ“ ბოლომდე... სამაგიეროდ სწავლობ გამკლავებას, ტკივილის დამალვას ან სულაც გაფერადებას, თუნდაც ლამაზი მოგონებებით...
ისედაც ფერადი იყო ჩემი დეიდა, სულით, გულით მშვენიერი. ბევრის ცხოვრება აავსო ლამაზი ფერებით, ბევრს სული გაუფერადა, ბევრს გონება, კიდევ უფრო ბევრს სამყაროს შეგრძნობისა და მშვენიერების აღქმის უნარი....
ადამიანები ვცხოვრობთ წარსულის მოგონებით აწმყოში და არ უნდა დავკარგოთ იმედი მომავლის, ახლა მოვეფეროთ ერთმანეთს, ახლა გავუთბოთ გულები, რადგან არ ვიცით რა იქნება მომავალში...
ყოველდღიურობასთან შეხებით ვაკეთებთ დასკვნებს... იმ ყოველდღიურობასთან რომელსაც ჩვენი თვალით ვხედავთ...
და ეს ყოველდღიურობა მოსაბეზრებელი რომ არ იყოს, ეს ყოველდღიურობა ნაცრისფერი რომ არ იყოს, ეს ყოველდღიურობა უფერული რომ არ იყოს, მოდი, გააფერადე... მოდი შესძინე ფერი...
მოდი გამოიგონე რამე... მე გამოვიგონე... მე გამომივიდა...
მე ვეფერები ჩემი გულის კუნჭულში, საგანძურივით ღრმად დამალულ ტკივილს და ამ მოფერებას კონკრეტული სახელი აქვს...
მას დეიდას ნათელი მოგონება ჰქვია...
ის მარადჟამ იცოცხლებს ჩემში...



№1  offline მოდერი guroo

მე ყოველდღე ვსაზრდოობ შენი ჩანახატებით heart_eyes

 


№2  offline წევრი სალისალომე

guroo
მე ყოველდღე ვსაზრდოობ შენი ჩანახატებით heart_eyes

მადლობა.????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent