ტყუილი
თენდება , ვიღვიძებ , ვდგები , ვიცმევ , გავდივარ გარეთ . ვუყურებ სახეებს რომელიც ღიმილით და ბედნიერებითაა სავსე . ზოგი თავის შეყვარებულთა ერთად ხელჩაკიდებული სეირნობს , ზოგიც თავის ბავშვს ასეირნებს და ბედნიერია ცხოვრებით , ზოგიც ტელეფონზე ვიღაცას ელაპარაკება და იღიმის . ჰაჰ ! მაგრამ ეს ტყუილია , ტყუილი რომლის დაფარვასაც ადამიანები ცდილობენ . ცდილობენ ამოეფარონ და სახეზე გაიკეთენ ნიღაბი , რომლითაც სხვებს მოატყუებენ . მეც ასეთივე ვარ , არაფრით გამორჩეული სხვებისგან , ცხოვრებისგან . არც ღვთის რჩეული ვარ , არც ზედმეტად მხიარული , არც ზედმეტად მდიდარი ... არაფრით გამოვირჩევი სხვა ადამიანებისგან . მე ვცხოვრობ დიდ ტყუილში , რომელსაც ადამიანები - სამყაროს უწოდებენ . მაგრამ ეს ტყუილია ისეთივე ტყუილია , როგორც ეს სამყარო , ქვეყანა , ადამიანები . ამ ტყუილში ვცხოვრობთ ყველა ჩვენთაგანი , ყველას განგვიცდია ტკივილი , სევდა , მწუხარება , გულის გაეხვა , სირცხვილი და იმედგაცრუება . მაგრამ ეს ტყუილია , არაა მთავარი შენ მოიტყუე თუ სხვამ მოგატყუა , არასდროს გითქვამს ტყუილი თუ არც შენს გარშეო არიან ისეთი ადამიანები რომლებიც გატყუებენ. ამ ყველაფერს არა აქვს მნიშვნელობა შენ მაინც დიდ ტყუილში ცხოვრობ . ყველანი იტყუებიან შენი საყვარელი ადამიანებიც და საკუთარი თავიც . შესაძლოა შენც მოიტყუე , დიახ ეს გარდაუვალია . კარგი საქმის თუ ცუდი საქმის გამო შენ მაინც მოიტყუებიოდესმე , ერთხელ მაინც ... ოდესმე მოიტყუები . გაინტერესებთ ვინ ვარ მე ? რათქმაუნდა უნდა გაინტერესებდეთ ... მე ხომ ასე ვთქვათ ყველაფერი გავაკრიტიკე . შენ მე მიცნობ , ძალიან კარგად მიცნობ . შენ მე გიყვარვარ , შესაძლოა შენ თავს ირწმუნებ რომ გეზიზღები , მაგრამ არა შენ მე გიყვარვარ . ხანდახან მე შენს სახელს ბოლო ხმაზე ვყვირივარ , მაგრამ შენ გეშინია . მე შენ გაშინებ და ვქმნი ილუზიებს , რომლებიც შენ გაშინებს . ალბათ დაგაინტრიგე ... უფრო დაგაინტერესდა თუ ვინ ჯანდაბაა ეს სულელი ღლაპი ... ჰაჰ ! მე შენ ვარ , შენი გონება , რომელსაც შენთვის კარგი უნდა . რომელიც ყველა შენს გადაწყვეტილებას ეთანხმება , რომელსაც ძალიან უყვარხარ . მე ყოველთვისშენს გვერდით ვიქრბი , მანამ სანამ შენი გული გაჩერდება და შენ სუნთქვას შეწყვეტ . აზრზე არ ვარ რეები ვიბჟუტურე მგონი მთლად იდიოტობა არ იყო . შემაფასეეთ ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.