სიცარიელე
სიბნელის ნათელი სხივი ჩემს თვალებს ხვდება. ვხვდები დილაა და ყველაფერს წუხანდელი წვიმის სურნელი აქვს მკლავს და მტანჯავს ეს სუნი, მახსენებს შარშანდელ შემოდგომას,როდესაც ჩემს გულში ჩამალული სიყვარული გაღვივდა. ჩემს ბალიშს მუქი წინწკლები ეყრება და ცოტახანში დიდ გუბედ იქცევა, ვტირი. ვტირი შეშლილთათვის და ბედისგან ჩაგრული ხალხისათვის, ვტირი ბედშეგუებული,დარცხვენილი ხალხისათვის და თვითმკვლელობის სურვილით შეპყრობილი მათი მეორე ნახევრებისათვის,რომლებმაც ინტერესი დაკარგეს და მოსაწყენ ცხოვრებას,ფიზიკური ტკივილებით აღმოჩენილი მარადისობა არჩიეს. მათი ერთფეროვანი რუტინა,ტირილი და ოცნებები ერთად შთაინთქმევა ერთ დღეს,მაშინ როცა ისინი ამ ჯოჯოხეთურ სინათლეს ველურ სიბნელეში გაცლიან და იპოვიან საკუთარ თავებს. იპოვიან ადგილს სამყაროში სადაც მათი ნატანჯი სულები უამრავ საუკუნეს ბედნიერებაში გაატარებენ. დარჩებათ მუდმივი ტკივილი ჩვენთან,რომელსაც ვერ იგემებენ,რადგან თვითონ გამოიწვიეს. ამ ტკივილს ვერაფერი გააქრობს არაფერია ისეთი რის გამოც არჩევანს ამ ტკივილზე გავაკეთებდი. მე ჩემს სულში ჩამძვრალი ვუყურებ უსასრულო ცას რომელსაც ჩემი ფანჯრები საზღვრებში აქცევენ. თვალები მეწვის,ხანდანან მგონია რომ გხედავ და უეცარი ღიმილი ჩემი წარმოსახვიდან მაფხიზლებს. ვისურვებდი შენამდე მოვმკვდარიყავი ოღონდ შენს ცივ სხეულს არ შევხებოდი. იცი,არასდროს მითქვამს შენთვის მაგრამ მე ყოველთვის წარმოვიდგენდი განსაცდელს როცა რომელიმე ჩვენგანს სიკვდილი ბოლოს მოგვიღებდა,ჩემს წარმოდგებში პირველი მე ვსვამდი ჩემს სულს და ფერად ღრუბლებში მივდიოდი. შენ კი ჩემს გარეშე დარჩენილი,ცივ ლოყებზე ღაპაღუპით ჩამოცვენილ ცრემლებს, ვერ იჩერებდი რადგან გწყინდა და გტკიოდა ცხოვრებისგან ტანჯვა,ეს ხომ შენი ცოდვების გამო იკისრე. შენს ტვინში ყველა წყენა ილექებოდა და ნანობდი,ნანობდი როცა უჩემოდ ატარებდი საათებს,ნანობდი რომ მე შენგან საკმარისი სითბო ვერ ვიგრძენი,ნანობდი რომ ისეთი ვერ იყავი როგორსაც პირველად დამპირდი და შენი სინანული იმდენად იზრდებოდა,რომ მოდიოდი და პირდაპირ ჩემს გვამთან აყენებდი შენს თავს ტკივილებს. ტკივილით კიარა ყვირილით კვდებოდი,ცხოველური ყვირილით რასაც ეს უკანასკნელი იწვევდა.მაგრამ განა იყო რამე ეს ფიზიკური ტკივილი რომ შენი სულიერი ტანჯვა დაგეფარა? ეს იყო ჩემი ფიქრები ძილის წინ და ზოგჯერ იმდენად გავითავისებდი საკუთარ სიკვდილს და შენს ტანჯვას,რომ ხშირად მეც მეტირებოდა. გაღვიძებულზე შენი სუნთქვის ხმა მამშვიდებდა რომ შენი გულიისევ ძგერდა და მხოლოდ ჩემს ფანტაზიებში მოკვდი.შენ ხომ ისევ შეგეძლო გაგეღიმა ჩემთვის და მოგეყოლა ის სიზმრები რაც შენს ქვეცნობიერში გადაგვხდა. ახლაც ბევრჯერ მინდება ჩემთან ახლოს იყო რომ შენი მკლავების სიმაგრე და სუნთქვის რიტმი შევიგრძნო,რომ მოგიყვე რამდენი უსუსური ახალბედა მსახიობი მოგვიყვანეს დღეს თეატრში. მინდა მოგიყვე ჩემი საცოდავი უფროსის შესახებ, რომელიც ქმრის ღალატმა ისე გააუბედურა რომ ჯავრს ჩვენზე იყრის და ყვირილით თავს გვაბეზრებს. იცი,ის გოგო მაშინ რომ ჩემი მეგობარი იყო დღეს სხვებს უყვება რომ შეშლილი ვარ,გახსოსვს მეუბნებოდი რომ ახლოს არასდროს მომეშვა შენ ყოველთვის იცოდი რა იყო ჩემთვის კარგი. ახლა კი თითქოს შიშველ მდელოზე ვდგავარ სადაც არაფერია ნიშნისმომცემი რომ გზა გავიკვალო. თითქოს შენი სასახლე ტყდება რადგან სული ვერ ეტევა შიგნით,შენი სხეული კი ფერმკრთალი და ნაზია,მგონია რომ შეგეხები გატყდები და ფერფლად იქცევი მე შენს თმას ვეფერები და ველოდი როდის შემომხედავ,შენ კი უსასრულო ძილში წასულხარ და უკან დაბრუნებას არც კი აპირებ სიკვდილი დასასრულია გარკვეული მონაკვეთის მაგრამ არა ყველაფრის ეს ყველაფერი არარის საკმარისი,ჩემი სული ვერ ისვენებს. *** 4 საათზე დავკრძალავთ. ისმოდა ბოხი ხმა ყურისწამღებ სიჩუმეში. კითხვები არ წყდებოდა მიზეზებზე, ინტერესი იზრდებოდა იმაზე რაც აღარ იყო და ეს ყველამ იცოდა,ყველა უკანასკნელმა მათ შორის. წერდნენ და შლიდნენ ერთიდაიგივეს ტვინში სადაც სიცარიელე ჭამდა ყველაფერს, სადაც ხვეული ძაფები წელში იმართებოდნენ და დიდ გზას ქმნიდნენ არაფრისკენ. მწუხარე სახეებით გაჟღენთილ ატმოსფეროში,მიზეზი ყველაზე მშვიდად იწვა და ეძინა იმ სიზმრით რომელსაც არასდროს დაასრულებდა. ჩვენ კიდევ ვსულდგმულობთ მოსალოდნელი მომავლით და ეჭვიც არ გვეპარება რომ ხვალ დაუსრულებელ საქმეებს დავასრულებთ.გავა წლები და ჩვენ მაინც მომავლის იმედად ვიქნებით. *** შენ იმ გვირაბის შუაგულში დგახარ სადაც სინათლე ვეღარ აღწევს. შეიძლება ეს გვირაბი არც იყოს და უცებ რომელიღაც ბნელ ჩიხში აღმოჩნდე საიდანაც ვერავინ გამოგიყვანს. იდგები იმედის ცეცხლში ჩამწვარი და მაინც იტყვი რომ ბედნიერება სულ ბოლოს მოდის,მაშინ როცა არ ელოდები. იტყუებ თავს,რადგან გეშინია იმის რაც გარდაუვალია რომ მოხდეს. *** შენს იქით ჩეიკეტა ყველა გზა,ყველა მოსალოდნელი შესაძლებლობა და მიზანი. თითქოს ერთ სიბნელეში მოექცა ხალხის დიდი მასა. მე ვერასდროს გაპატიებ იმას რომ შენ გამო ყოველ დღე ვუყურებ ბრბოს ცრუ ცრემლებს და გამოფენილ ტკივილს,ვუყურებ მკვდარ ყვავილებს შენს გულზე და უაზროდ ალაპარაკებულ ხალხს ჩვენს პირად მიზეზებზე. შენი წასვლის მიზეზი მე არ ვარ! შენი წასვლის მიზეზი მხოლოდ შენ იცი. ვერ გაპაატიებ იმას რომ ბოლო სიტყვებში მხოლოდ ერთი გრძნობა დამიტოვე-სინანული. *** ხალხის ნაკადი არ წყდება სახლში, ყველა იზიარებს ტანჯვას რომელიც არ ტანჯავთ მათ. *** საკუთარ ტკივილს ვჭამ 40 დღეა. სასვსე ვარ სიცარიელით და მარტოსულობით. შენს შავ პერანგს ვარ ჩაბღაუჭებული და ვცდილობ გავიხსენო როგორი იყო შენი ჩახუტება. ვყვირივარ მთელი ხმით რომ იქნებ გამიქრეს ეს ჯოჯოხეთი სულიდან და ვიცი დრო გაცრიცავს ამ ყველაფერს. მე,უკვე მოხუცი ქალბატონი გზაზე ამაყად გავივლი და წუთიერად ჩემი ცხოვრება დამავიწყდება. ვარდისფერი კაბით შევიმოსები და ქუჩაში გამვლელ,ყველა ჭორიკანა მეზობელს ღიმილით მივესალმები. მალე,შენი პორტრეტი ჩემს კედლებს აღარ დაანგრევს,რადგან დრო გავა და მონატრებით აღვსილი მასთან ერთად დავიღუპები. ვინღა მომიგონებს თუ შენ არ იქნები აქ. განა ვინ მოვა ჩემს გარდასულ გვამთან ან როდის მოვა?ალბათ იქამდე სანამ მათ ცხოვრებას ჩემი შეშლილი სახე არ მოაკლდება... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.