შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენი ისტორია


5-11-2020, 05:04
ავტორი VIKTA
ნანახია 1 044

2 თვის წინ გადავწყვიტე, რომ საბოლოოდ ამოგიგდე გონებიდან. სრულიად დარწმუნებული ვიყავი, რომ გაგაქრე და წავშალე შენი აჩრდილები ჩემი ცხოვრებიდან.

ყოველთვის, როცა ასე ვიქცეოდი, როდესაც შენს დავიწყებას ვცდილობდი, მაშინ გამოჩნდებოდი ხოლმე. ახლაც გამოჩნდი, რა თქმა უნდა.

მოხვედი.
ჩემს სიზმრებში მოხვედი.

ყოველ ღამე მესიზმრები. ზოგჯერ ვიღვიძებ და არც კი მახსოვს რა დამესიზმრა შენზე, საერთოდ არაფერი მახსოვს, მაგრამ ვგრძნობ, რომ შენ გნახე. მთელი არსებით ვგრძნობ, რომ ჩემს სიზმრებში დაიარებოდი. რადგან ასეთი უცნაური სითბოთი მხოლოდ ასეთ დროს მეღვიძება.

ხო, ზუსტად ისეა ყველაფერი როგორც ფიქრობ. მე ვიცი რასაც ფიქრობ. მართალი ხარ, შენ შენი სურვილით არ მოსულხარ ჩემს სიზმრებში, რომ შენი დავიწყება გადამაფიქრებინო. ამ ყველაფრის ილუზიას მე ვიქმნი ქვეცნობიერად. თავს ვაჯერებ, რომ სამყაროს არ უნდა, რომ გაგიშვა. არადა, ერთადერთი ადამიანი, ვინც ამ ყველაფრის წინააღმდეგ იბრძვის, მე ვარ.

თორემ სამყარო უკვე დიდი ხანია შეგვეშვა. დიდი ხანია ჩვენი ისტორია აღარ იწერება. ორი წლის წინ, საბოლოოდ დაიწერა ბოლო სიტყვები ალაგ-ალაგ ჩვენს ფურცელზე და ბოლომდე ჩაიწვა...

მე კი ისევ ვზივარ ღამღაბოთ ღია ფანჯარასთან, ისევ ვუყურებ მთვარეს და ისევ ვატან ქარს ჩემს სიყვარულს თითოეული ამოსუნთქვისას, შენთან.

ზოგჯერ მგონია არასდროს დასრულდება.
ზოგჯერ ვფიქრობ, რომ მთელი ცხოვრება ასე უნდა ვიყო.
ვიჯდე ფანჯარასთან და მარტოდ მარტო ვატარებდე სუსხიან, ცივ ღამეებს, სანამ შენ სხვა გათბობს.

მე კი ხელებს ტუჩებთან მივიტან და შენი სახელის ჩურჩულით გავითბობ გაყინულ თითებს...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent