ჩამეღიმება და...
წყვდიადის ბურუსში იძინებს ნისლები, მე კი.. მე სულეთში ჩამხედა ბნელეთმა, ფერდში ყრუ ტკივილი.. კვლავ დამესიზმრები.. ძველმა მინახულა კვლავ ელეთ-მელეთმა. შენზე ილუზიის სიზმრებში ვიხრჩვები, არავის აღარ სურს ბორკილი ამყაროს, შენი თვალებივით მომწვანო ფიჭვები, დამცქერის, როგორც შენ დასცქერი სამყაროს. ჩემთან ხარ.. და მაინც, ო, როგორ მჭირდები, წალეკავს გონებას ფიქრების მდინარე, სულ მალე.. კვლავ ერთად ვიქნებით, გპირდები! გზა ბედნიერების ჯერ კიდევ წინ არის. ლერწამჩახვეული დროების მარჩბივი, მივდივარ.. აღარ ჩანს არსაით სინათლე, მირაჟად გაჩნდები შორეთში არჩვივით, მე კი ვერ გეწევი, თუმცა კი გინატრე... მიელამუნება წვეთების სისოვლეს, შენი ქარვისფერი, თაფლივით ღაწვები, ხელები შეიგრძნობს სხეულის სიცხოვლეს, ჩამეღიმება და სიზმრებში ჩავწვები... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.